წლის ყველაზე გახმაურებული ქორწილი და კაბა, რომლის შექმნასაც 1600 საათი დასჭირდა

    2018 წლის მიწურულს, ქალაქ ნოტოში, იტალიელი ბლოგერის, კიარა ფერანის და მუსიკოს ფედეზის ქორწილი გაიმართა. მათი ქორწილის მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ გასული წლის მაისში გაჩნდა, როდესაც ფედეზმა ვერონაში კონცერტის დროს ხელი სთხოვა კიარას.

    კიარას და ფედეზის ქორწილმა აქტუალობით სამეფო ქორწილსაც კი აჯობა. ამის რამდენიმე მიზეზი იყო:

    • კიარამ ქორწილისთვის ორი კაბა აირჩია. ისინი მარია გრაზია კიურიმ სპეციალურად მისთვის შექმნა. პირველი კაბა კლასიკურ სტილში იყო გადაწყვეტილი. ეს გახლდათ თეთრი, მაქმანებიანი ზედატანი ულამაზესი ტიულთ და მის შექმნას 1600 საათი დასჭირდა. მეორე კაბა კი გაფორმებული იყო წყვილის ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტებით. კაბაზე ამოტვიფრული იყო, ტექსტი სიმღერიდან, რომელიც ფედეზმა კიარას მიუძღვნა.

    • კიარას ორივე კაბა სტეფანო გაბანამ შემდეგი სიტყვით cheap (ურალო, იაფი) შეაფასა, რასაც სოციალურ ქსელში დიდი დისკუსიები მოჰყვა. კიარას თაყვანისმცემლები აგრესიული პოსტებით პასუხობდნენ სტეფანო გაბანას.
    • წყვილმა სტუმრებს სთხოვა, რომ საჩუქრების ნაცვლად თანხა საქველმოქმედო ფონდში გადაერიცხათ.
    • არანაკლები ყურადღების ცენტრში იყვნენ მეჯვარეებიც, რომლებსაც ალბერტა ფერეტის მიერ ექსკლუზიურად შექმნილი კაბები ეცვათ.

    როგორც ქორწილის შემდეგ კიარამ განაცხადა, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ კაბები იტალიელმა ქალმა დიზაინერებმა შექმნეს, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს მის ცხოვრებაში.

    ავტორი: ნინი ბარბაქაძე

     

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი