როგორ მოვუაროთ თითებს – სასარგებლო რჩევები

    როგორც წესი, ხელის მოვლა მხოლოდ ლაქის წასმით შემოიფარგლება. თუმცა, ხშირად ვაწყდებით ისეთ პრობლემას, როგორიცაა გაუხეშებული და აქერცლილი კანი თითებზე. ეს ბევრი ჩვენგანისთვის ნაცნობი პრობლემაა, ძალიან დიდ დისკომფორტს იწვევს და არც სასიამოვნო შესახედია. ასე რომ, თუ გსურთ მისი თავიდან აცილება, რამდენიმე ძალიან მარტივ და სასარგებლო რჩევას შემოგთავაზებთ:

    თბილი წყალი

    ჩაასხით თასში თბილი წყალი და მოათავსეთ მასში თითები 10-15 წუთით. შემდეგ, გაიმშრალეთ და წაისვით კარგი ხარისხის დამატენიანებელი, ზეითუნის ან უბრალოდ ვიტამინ E-ს შემცველი ზეთი. გააკეთეთ ეს პროცედურა მინიმუმ დღეში ერთხელ.

    ქოქოსის ზეთი

    სანამ დაიძინებთ, სუფთა ქოქოსის ზეთი კარგად წაისვით თითებზე. დილით, გაღვიძებისთანავე მოიშორეთ იგი ნაზი გამწმენდით. უკეთესი შედეგის მისაღწევად, შეგიძლიათ დღის განმავლობაშიც ჩაიტაროთ ეს პროცედურა და გაიჩეროთ ზეთი დაახლოებით 1 ან 2 საათის განმავლობაში.

    კიტრი

    აიღეთ კიტრის რამდენიმე სქლად დაჭრილი ნაჭერი და მისი გამოყენებით დაიზილეთ თითები, აქცენტი გააკეთეთ თითის წვერებზე. გარდა ამისა, კიტრი შეგიძლიათ გახეხოთ და მიღებული მასა წაუსვათ ხელის დაზიანებულ ადგილებს. ორივე შემთხვევაში, თქვენს კანს ნახევარი საათი დასჭირდება იმისათვის, რომ საკმარისი სითხე შეიწოვოს. ამის შემდეგ, ხელები დაიბანეთ ნელთბილი წყლით.

    თაფლი

    დაიზილეთ ხელები ნატურალური თაფლით. 20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. გარდა ამისა, თაფლს შეგიძლიათ შეურიოთ სუფთა ზეითუნის ზეთიც და მიღებული მასით ყოველდღე დაიზილოთ თითები. აქერცვლის თავიდან ასაცილებლად დაგეხმარებათ ასევე ვარდის წყლის, თაფლისა და სანდალის პუდრის (იგივე sandalwood powder) ნაზავიც.

    რძე

    ჩაყავით ხელები შემთბარ, ცხიმიან რძეში და დაიზილეთ თითების პრობლემური ადგილები. მეტი ეფექტისთვის, დაუმატეთ ცოტაოდენი ნატურალური თაფლი. პროცედურის ჩატარება რეკომენდებულია დღეში ერთხელ, 10 წუთის განმავლობაში.

    ბანანი

    დაჭყლეტილი ბანანისა და ნაღების კრემის ნაზავი ძალიან კარგი საშუალებაა აქერცლილ კანთან საბრძოლველად. მეტი დატენიანებისთვის, აღნიშნულ მასას შეურიეთ ნატურალური ზეითუნის ზეთი და შაქრის პუდრი, შემდეგ კი დააბლენდერეთ. ნაზავი წაისვით თითებზე და გაიჩერეთ 15-20 წუთით.

    შვრია

    თბილ წყალში გახსენით ცოტაოდენი შვრია და ჩაყავით ხელები 15-20 წუთით. შემდეგ გაიმშრალეთ და წაისვით კარგი დამატენიანებელი.

    პიტნა

    დაახლოებით ერთი მუჭა ახალი პიტნის ფოთოლი ჩაყარეთ ერთ ჭიქა მდუღარე წყალში. შეგიძლიათ ასევე დანაყოთ და წვენი გამოწუროთ. შემდეგ დაასველეთ ბამბა მასში და წაისვით თითებზე. ეს პროცედურა ჩაიტარეთ დაძინებამდე. დილით კი, ნელთბილი წყლით დაიბანეთ ხელები.

    ალოე ვერა

    გამოწურეთ წვენი ალოესგან და წაისვით თითებზე. მას აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, ამსუბუქებს ტკივილს, თავიდან აგაცილებთ გაღიზიანებას და ანთებას. დააჩქარებს მკურნალობის პროცესს.

    ზეითუნის ზეთი

    თასში ჩაასხით ნატურალური ორგანული ზეითუნის ზეთი (EVOO) და ოდნავ შეათბეთ. დაამატეთ ეთერზეთები (მაგალითად ლავანდის ზეთი), მოათავსეთ ხელები ჭურჭელში და ნაზად დაიზილეთ. 10-15 წუთის შემდეგ დაიბაენთ ხელები გადადუღებული წყლით და წაისვით დამატენიანებელი. გარდა ამისა, პერიოდულად დაიბანეთ ხელები წყლისა და ცოტაოდენი ზეითუნის ზეთის ნაზავით ან გაიკეთე მასაჟი თითებზე რამდენიმე წვეთი ზიეითუნის ზეთით. ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურები თაბიდან აგაცილებთ გაუხეშებულ, აქერცლილ კანს და მისგან გამოწვეულ დისკომფორტს.

    არ დაგავიწყდეთ, რომ კანის ნებისმიერ პრობლემას გარეგანი საშუალებების გარდა ვიტამინები და საჭირო ნივთიერებები სჭირდება. ასე რომ, პერიოდულად გაამდიდრეთ თქვენი ორგანიზმი კოლაგენითა და ელასტინით “ვიადერმის” საშუალებით.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი