ხილის ნიღბები კანის გასაჯანსაღებლად – მარტივი რეცეპტები

    ხილი ჩვენი რაციონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. გარდა იმისა, რომ გემრიელია, გვაჯანსაღებს და არაჩვეულებრივად მოქმედებს სახის კანზე. ხილისგან დამზადებული ნიღბების გაკეთება ნებისმიერ ჩვენგანს სახლის პირობებშიც მარტივად შეუძლია და ეს კიდევ უფრო დიდ სტიმულს გვაძლევს, რომ მოვუაროთ კანს, თანაც ნატურალური, საკუთარი ხელით დამზადებული ნიღბებით.

    ასე რომ, გთავაზობთ კანის გაჯანსაღების რამდენიმე მარტივ რეცეპტს:

    1. ბანანისა და თაფლის ნიღაბი

    ინგრედიენტები:

    1 ც. მწიფე ბანანი

    1 სუფრის კოვზი თაფლი

    1 სუფრის კოვზი ლიმნის წვენი

    მომზადების წესი:

    მოაცილეთ ბანანს კანი, ლიმნის წვენთან და თაფლთან ერთად კარგად დააბლენდერეთ. მიღებული მასა დაიტანეთ სახესა და კისერზე. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით და შეიმშრალეთ სახე. ნიღაბი კარგად წმენდს თქვენს კანს და ანიჭებს მას ბუნებრივ მბზინვარებას.

    2. კივისა და იოგურტის ნიღაბი

    ინგრედიენტები:

    1 ც. მწიფე კივის პიურე

    2 სუფრის კოვზი ახალი იოგურტი

    მომზადების წესი:

    გათალეთ კივი და კარგად აურიეთ იოგურტს.  გაითვალისწინეთ, რომ მიღებული მასა არ უნდა იყოს ძალიან სქელი ან თხელი. წაისვით სახეზე და დაელოდეთ მის შეშრობას. აღნიშნული ნიღაბი განსაკუთრებით კარგია, რუჯის შემგომ კანის მოვლისთვის.

    3. მარწყვისა და თაფლის ნიღაბი

    ინგრედიენტები:

    3 ც. მწიფე მარწყვი

    1 ჩაის კოვზი ლიმნის წვენი

    1 სუფრის კოვზი თაფლი

    მომზადების წესი:

    კარგად აურიეთ ყველა ინგრედიენტი.  დაიტანეთ სახეზე და კისერზე. მიღებული მასა გაიჩერეთ მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში და დაელოდეთ მის შეშრობას. ნიღაბი ნამდვილი მისწრებაა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ ცხიმიანი კანი.

    4. კიტრისა და ალოეს ნიღაბი

    ინგრედიენტები:

    1 ც. გახეხილი კიტრი

    ალოე ვერას ერთი ფოთლიდან გამოწურული წვენი

    მომზადების წესი:

    დაამზადეთ სქელი მასა გახეხილი კიტრისა და ალოეს წვენის გამოყენებით.  დაიტანეთ სახესა და კისერზე მსუბუქი მასაჟის საშუალებით. დაელოდეთ ნიღბის შეშრობას, დაახლოებით 20 წუთში ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით. პროცედურა კარგად მოქმედებს მშრალ კანზე.

    5. პომიდვრისა და თაფლის ნიღაბი

    ინგრედიენტები:

    1 ც.  პომიდორი

    1 სუფრის კოვზი თაფლი

    მომზადების წესი:

    დაამზადეთ სქელი მასა პომიდვრისა და თაფლის გამოყენებით. ყოველდღიურად დაიტანეთ სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. პროცედურის სისტემატიურად ჩატარება გაასუფთავებს კანს და მიანიჭებს ჯანსაღ, ლამაზ ფერს.

    6. მანგოსა და ხაჭოს ნიღაბი

    ინგრედიენტები:

    1 ც. მწიფე მანგო

    1 სუფრის კოვზი ახალი ხაჭო

    მომზადების წესი:

    შეურიეთ ერთმანეთს ინგრედიენტები სქელი მასის მისაღებად. ნიღბის დატანა შესაძლებელია ყოველდღიურად და მის გაშრობას საშუალოდ 20 წუთი სჭირდება. ეს ნიღაბი საუკეთესო საშუალებაა პიგმენტაციის მოსაშორებლად და კანის გასაახალგაზრდავებლად.

    თუმცა, გახსოვდეთ, რომ იდეალური, გლუვი კანის მისაღებად ყველაზე ეფექტიან საშუალებად ნუტრიკოსმეტიკა, კერძოდ კი, “ვიადერმი” ითვლება. ასე რომ, მოამარაგეთ თქვენი ორგანიზმი საჭირო ნივთიერებებით და ჩვენი რჩევების გათვალისწინებაც არ დაგავიწყდეთ.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი