ხუაკინ ფელიქსი და რუნი მარა ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკას აკრიტიკებენ

    ხოაკინ ფენიქსი და რუნი მარა ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი და სტაბილური წყვილია, რომელიც აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

    ხოაკინი და რუნი ერთმანეთს 2013 წელს, გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ და ურთიერთობა ოფიციალურად 2017 წელს დაადასტურეს. 2019 წლის მაისში კი ისინი დაინიშნენ. რუნის ორსულობის შესახებ ჭორები ზაფხულში გავრცელდა, თუმცა წყვილმა ეს ამბავი საიდუმლოდ შეინახა. ახლახან კი პირველი ვაჟის დაბადება დაადასტურეს.

    რუნიც და ხოაკინიც ვეგანები არიან, ჩართულები არიან ცხოველთა უფლებების დაცვის საქმეში და გარდა ამისა, აქტიურად აპროტესტებენ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკას. ცოტა ხნის წინ, Peopels-თან ინტერვიუში მათ მწუხარება გამოთქვეს იმ მშობლებსა და ბავშვებზე, რომლებიც საიმიგრაციო სამსახურმა ერთმანეთს დააშორა: ,,ჩვენთვის, როგორც ახალბედა მშობლებისთვის, ადვილი წარმოსადგენია, თუ რას იგრძნობს ჩვენი შვილი თუნდაც ერთი დღით დაშორების შემთხვევაში, მით უმეტეს წლების განმავლობაში. როგორც ამერიკელები, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, გავაგრძელოთ ამ ოჯახების გასაჭირზე ყურადღების გამახვილება და მოვითხოვოთ პასუხები.“

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი