აღმოაჩინე შენი კანისთვის საუკეთესო კორეული სუპერ-ინგრედიენტი
თანამედროვე სამყაროში ჩვენს სახის კანს უამრავი დაბრკოლება ხვდება. მას უწევს გაუმკლავდეს ქალაქის მტვერს, გამონაბოლქვს, ეკრანის ლურჯ ნათებასა თუ დაღლილობას. ჩაატარეთ მცირე ტესტი, ჩაიხედეთ დღის ბოლოს სარკეში და თქვენი კანის საჭიროებებს ის თავადვე გეტყვით. როგორ ფიქრობთ თქვენი კანი გამოფიტულია თუ დაღლილი? გაეცით პასუხი ამ ორ მარტივ კითხვას და გაიგეთ რომელი კორეული სუპერინგრედიენტი გესაჭიროებათ.
- თუ სახის კანის ტონი ნაცრისფერია და მბზინვარება დაკარგული, ესიგი ის დაღლილია და ენერგიის ნაკლებობა აქვს
- თუ კანი დაჭიმულია და ტექსტურა გაუხეშებული, ესეიგი ის გამოიფიტა და წყლის დეფიციტს განიცდის
ერბორიანი ორივე შემთხვევისთვის გთავაზობთ საუკეთესო გამოსავალს. Yuza – ვიტამინების ‘’ბომბი’’ მათთვის, ვისაც ენერგია სჭირდება და Bamboo- ჰიდრო-ინექცია მათთვის, ვის კანსაც დეჰიდრატაცია აწუხებს. Erborian Yuza: განახლება ვიტამინებით, დაღლილი კანისთვისთუ ჩვენს მიერ შემოტავაზებული ტექსტის პასუხად ენერგიის დეფიციტი დაგიდგინდათ, Yuza-ს ხაზი თქვენი კანის მთავარი მოკავშირე გახდება. მისი საიდუმლო აღმოსავლეთ-აზიურ ციტრუსშია, რომელიც C ვიტამინის უდიდესი წყაროა. აი ის 5 ნაბიჯიც, რომელიც თქვენს კანს ბუნებრივ მბზინვარებას დაუბრუნებს:
- Yuza Double Lotion
ეს არის ორ-ფაზიანი ფორმულა (წყალი და ზეთი) რომელიც ერთდროულად ატენიანებს და კვებავს კანს. გარდა ამისა მისი მთავარი მოვალეობა კანის მომზადებაა, მოვლის სხვა ეტაპებისათვის. მისი გამოყენების შემდეგ წამებში ქრება ნაცრისფერი ტონი, რომელიც ასე ძალიან გვაშინებს ქალბატონებს.
სუპერძალა: მომენტალური მბზინვარება და რბილი ტექსტურა
თვალის ირგვლივ კანი ყველაზე მეტად ამხელს ჩვენს დაღლილობას. ეს თვალის გელ-შრატი მომენტალურად აცოცხლებს მზერას, აქრობს შესუპებას და მატებს მბზინვარებას თვალის კონტურს.
სუპერძალა: დასვენებული თვალები
ამ შრატის ფორმულის 80% იუზას ექსტრაქტია. ის პირდაპირ ებრძვის დაღლილობის ნიშნებს და ქმნის ანტიოქსიდანტურ ეფექტს
სუპერძალა: ებრძვის დაღლილ იერს და იცავს კანს გარემო ფაქტორებისაგან
მისი მსუბუქი ტექსტურა შეიცავს მიკრო–კაფსულებს, რომლებიც კანთან შეხებისას აქტიურდებიან. ეს კრემი იკავებს ტენს და მთელი დღის მანძილზე ინარჩუნებს გამაცოცხლებელ ეფექტს.
სუპერძალა: ხანგრძლივი დატენიანება სიმძიმის შეგრძნების გარეშე.
თუ კანს პიგმენტაცია, პოსტ–აკნე ან მზისგან მიღებული ლაქები აწუხებს, ეს პროდუქტი თქვენი „SOS“ გამოსავალია. 14 დღეში ის საგრძნობლად ათანაბრებს ტონს და აბზინვარებს სახეს.
სუპერძალა: ჰიპერპიგმენტაციასთან ბრძოლა და ტონის გაჯანსაღება.
Erborian Bamboo: ინტენსიური ჰიდრატაცია
თუ თქვენი ტესტის შედეგი გამოშრობა და დაჭიმულობაა, Bamboo-ს ხაზი თქვენი კანის ღრმა დატენიანებაზე მყისიერად იზრუნებს. მისი მთავარი სუპერინგრედიენტი ბამბუკის ექსტრაქტშია. ეს მცენარე ბუნებაში ტენის შენარჩუნების ჩემპიონია. აი ის 5 ეტაპი, რომელიც თქვენს კანს ელასტიურობას დაუბრუნებს:
ეს ლოსიონი მომენტალურად ატენიანებს კანს, მაგრამ ამავდროულად აშორებს ზედმეტ ცხიმიანობას და ავიწროებს ფორებს. ის იდეალურად ამზადებს სახეს შემდეგი ეტაპებისთვის და უნარჩუნებს მას ხავერდოვან ტექსტურას.
სუპერძალა: გლუვი კანი და ტენიანობის იდეალური ბალანსი.
ეს მსუბუქი გელი ატენიანებს ნაზ კანს თვალის გარშემო, ამცირებს დაღლილობის ნიშნებს და ამშვიდებს გაღიზიანებას.
სუპერძალა: თვალის კონტურის სიგლუვე.
ეს მაღალკონცენტრირებული შრატი მომენტალურად აქრობს დეჰიდრატაციისგან გამოწვეულ დაჭიმულობას და აუმჯობესებს კანის ელასტიურობას. მისი მსუბუქი ტექსტურა წამებში შეიწოვება და ტოვებს „Plumping“ ეფექტს.
სუპერძალა: ღრმა ჰიდრატაცია და გაუმჯობესებული ელასტიურობა.

ეს გელ–კრემი ჰიალურონის მჟავის დახმარებით „კეტავს“ ტენს კანში და ინარჩუნებს მას მთელი დღის მანძილზე. იდეალურია მათთვის, ვისაც სძულს მძიმე და ცხიმიანი კრემები, მაგრამ სჭირდება მაქსიმალური დატენიანება.
სუპერძალა: მყისიერი დატენიანება და ხანგრძლივი კომფორტი.
















