ყველაზე პოპულარული ტანის სკრაბები და ექსფოლიატორები

    ნებისმიერ ჩვენგანს სურს კარგად გამოიყურებოდეს. სილამაზის ფორმულა კი რა არის თუ არა გლუვი, მბზინავი და ჯანმრთელი კანი. როდესაც არაერთგვაროვან კანსა და პიგმენტურ ლაქებზე ვსაუბრობთ, ძირითადად სახის კანს მოვიაზრებთ, თუმცა, ამ პრობლემებმა სხეულის სხვა უბნებზეც შეიძლბა იჩინოს თავი.

    რა არის ექსფოლაცია?

    ექსფოლაცია იგივე პილინგი არის კანის ზედაპირიდან მკვდარი უჯრედების მოცილება, რაც მიზნად ისახავს კანის გარეგნული იერის გაუმჯობესებას. ექსფოლაცია აძლიერებს კანის ღრმა შრის უჯრედების გაყოფას, რაც კანს მბზინვარებასა და სინაზეს ანიჭებს. მისი მეშვეობით ვებრძვით ზედაპირულ ნაოჭებს, პიგმენტურ ლაქებს, თმის ჩაბრუნებებს და სხვა კანის პრობლემებს.

    სხეულის კანს ისეთივე რეგულარული მოვლა სჭირდება, როგორც სახის კანს. წარმოგიდგენთ ,,Harper’s Bazaar’’ -ის მიერ გამოქვეყნებულ 10 საუკეთესო საშუალებას, რომელიც თქვენს კანს გამოაცოცხლებს.

    1. Necessaire -ის სხეულის ექსფოლატორი – სამმაგი მჟავის (გლიკოლი, რძის მჟავა, სალიცილის მჟავა) შემცველი სხეულის ექფოლატორი სილამაზის სფეროს წარმომადგენლებს შორის ძალიან პოპულარულია. შეგიძლიათ აბაზანის თაროზე მცირე კუთხეც მიუჩინოთ.

    2. Neutrogena -ს სხეულის სკრაბი. თუ თქვენი კანი მიდრეკილია ინფექციებისკენ, ეს სკრაბი იდეალური საშუალებაა მასთან საბრძოლველად. შეიცავს სალიცილის მჟავას, რომელიც ინფექციას გაღიზიანების გარეშე აშუშებს.

    3. C & The Moon -ის ტანის სკრაბი, რომელიც შეიცავს ჟოჟობას თესლისა და აბუსალათინის ზეთს, მასში ვანილის შემცველობის მიუხედავად კანს მაინც ჰიდრატირებულს ხდის. ყოველივე ეს კი ამცირებს პიგმენტური ლაქების გამოვლენას.

    4. Malin + Goetz -ის გამწმენდი ფუნქციის მქონე ტანის სკრაბი ამშვიდებს და ასუფთავებს კანს. შეიცავს პიტნისა და პემზის ნაწილებს, რაც საუკეთესოა კანის ქსფოლაციისთვის.

    5. Caudalie -ს ყურძნის თესლის სკრაბი. ალბათ, ყველას გვსმენია წითელი ღვინის სასარგებლო თვისებების შესახებ… მაგრამ თუ გსმენიათ, რომ მშრალი კანისთვის არაჩვეულებრივი გამაჯანსაღებელი პროდუქტია?  ყურძნის თესლი აცოცხლებს კანს და მას ლიმონის სასიამოვნო, ვარდისებრ სურნელს ჰგვრის.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი