Balenciaga-ს 2020 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენებამ პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში სრული ანშლაგით ჩაიარა. ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა, დემნა გვასალიამ ჩვენება კლიმატური ცვლილებების, გლობალური დათბობისა და წყლის დონის მომატების თემაზე ააწყო. აპოკალიფსის სტილში მოწყობილი პოდიუმი მთლიანად წყლით იყო დაფარული.
ღონისძიება პარიზის ჩრდილოეთით მდებარე ერთ-ერთ გარეუბანში გაიმართა. სტუმრებს შორის იყვნენ კარდაშიანები, ბელა ჰადიდი და სხვა ცნობილი ვარსკვლავები.













