ზაფხული ახლოვდება! განწყობის გასახალისებლად გარდერობის განახლება საუკეთესო საშუალებაა. სანამ სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები გაიხსნება, შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ 2020 წლის ცხელ-ცხელ ტრენდებს და მშვიდად შეარჩიოთ საზაფხულო ლუქები.
მაშ ასე, მიეცით ფანტაზიას გასაქანი, ნათელი ფერებით დაწყებული, კონტრასტული კომბინაციებით დამთავრებული, ყველაფერი თქვენს ხელთაა – თვალი გადაავლეთ ინსტაგრამერებს და მათ ყველაზე პოპულარულ Street Style იდეებს.











