ზამთრის 10 პალტო როუზი ჰანტინგტონ-უაიტლისგან

    როუზი ჰანტინგტონ-უაიტლი საკუთარი სტილის წყალობით ხშირად ხვდება პაპარაცების ობიექტივში. გთავაზობთ ზამთრის 10 ლუქს, რომელიც შთაგონების წყაროდ გექცევათ.

    პრინტიანი თბილი პალტო – გარდა იმისა, რომ ტრენდულია, კარგად შეუხამებთ როგორც ქუსლიან, ისე დაბალძირიან ფეხსაცმელს. კარამელისფერი კოსტიუმი – დახვეწილი და გამორჩეული ლუქისთვის. გარდერობში უნდა გქონდეთ შავი მანტოც, რომელიც არაჩვეულებრივი არჩევანია გვიანი შემოდგომისა და ზამთრის დასაწყისისთვის. თბილი დუტის ქურთუკი ის სამოსია, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ. ის არა მხოლოდ ზამთრის ცივ დღეებში გაგათბობთ, არამედ ევერესტზეც არ შეგცივდებათ. დათბილული ტყავის ქურთული Cool შესახედაობას მოგცემთ და ბევრად მოდურიც გამოჩნდებით. ცისფერი პალტო გრძელ ზამთარს ბევრად ხალისიანად გაგატარებინებთ. ყავისფერი დათბილული პალტო წლის ტრენდად ისევ რჩება. მისი ჩაცმიღ მოდასაც აუწყობთ ფეხს და თან ტედი დათვივის სიღუნღულეს მოანიჭებთ. გვიანი შემოდგომისთვის არაჩვეულებრივი არჩევანია კუბოკრული კოსტიუმი. შესანიშნავად მოახდენთ სვიტრებს, კლასიკურ თუ ქეჟუალ სტილს. მათ, ვისაც არ უნდა რომ ზამთრის სიცივისგან გათოშილებმა მხოლოდ თბილად ჩაცმაზე არ იფიქრონ და სტილის შეგრძნებაც არ დაკარგონ, არჩევანი ფერადი ბეწვით გაწყობილ ტყავის ქურთუკზე უნდა შეაჩერონ. და რა თქმა უნდა, შავი კლასიკური პალტო. შავი პალტო ყველა წლის კლასიკაა

    ავტორი: რუსკა კრაწაშვილი

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი