ზენდაია People’s Choice Awards-ზე საუკეთესოდ ჩაცმულ ვარსკვლავთა სიაში მოხვდა

    ზენდაია თავისი შავი შეჭრილი კაბით 2019 წლის People’s Choice Awards-ის გამორჩეული სტუმარი გახდა. გარდა ამისა, ახალგაზრდა მომღერალმა და მსახიობმა დაჯილდოებაზე ორი პრიზიც მიიღო.

    ზენდაიამ არჩევანი კრისტოფერ ესბერის კაბაზე შეაჩერა და არც შემცდარა. მის სექსუალობაზე უკვე ყველა ჟურნალი წერს. ულამაზესი თვლებით გაფორმებულ ასიმეტრიულ კაბას კი “ადამიანი ობობას” ვარსკვლავმა სამაჯური, ალმასის საყურეები და შავი Christian Louboutin-ის ფეხსაცმელი შეუხამა. რაც შეეხება მაკიაჟს, ზენდაიას გლუვი და ამავდროულად თამამი მაკიაჟი ჰქონდა. ღია ფორთოხლისფერ-მოწითალო პომადამ კი განსაკუთრებული ელფერი შესძინა.

    გარდა იმისა, რომ დაჯილდოებაზე საუკეთესოდ ჩაცმულ ვარსკვლავებს შორის მიხვდა, 23 წლის ზენდაიამ People’s Choice Awards-ისგან ორი პრიზიც მიიღო – საყვარელი ფილმის მსახიობი (Spider-Man- ში შესრულებული როლისთვის) და 2019 წლის სატელევიზიო დრამა ვარსკვლავისთვის (მისი როლისთვის ეიფორიაში).

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი