ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვისაა ყველაზე რთული სასიყვარულო ურთიერთობების დანგრევა?

    ალბათ, თითქმის ყველა ჩვენგანს, ერთხელ მაინც გადაუტანია წარუმატებელი სასიყვარულო ურთიერთობისგან გამოწვეული ტკივილი და იმედგაცრუება. ყველა ადამიანი ბუნებით განსხვავებულია, შესაბამისად, ზოგიერთ მათგანს უჭირს იმედგაცრუებასთან შეგუება და იწყებს მიჯაჭვულობას, ზოგიც უბრალოდ ეგუება და გზას აგრძელებს. ასტროლოგები რამდენიმე ნიშანს გამოყოფენ, რომლებსაც განსაკუთრებული ემოციური მიჯაჭვულობა ახასიათებთ, რაც დროთა განმავლობაში შესაძლოა სერიოზულ მორალურ-ფსიქოლოგიურ სტრესში გადაიზარდოს.

    კურო

    ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ერთი შეხედვით თავდაჯერებულობა და გაწონასწორებულობა არ აკლია. თუმცა, რეალურად მათ ყველაზე ღრმა და ემოციური ტკივილის ატანა სჩვევიათ. იმაზე მეტად განიცდიან  განშორებას, ვიდრე გარეგნულად ამჟღავნებენ.

    კირჩხიბი

    თუ თქვენ თბილი ადამიანი ხართ და კირჩხიბის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანის მიმართ სითბოსა და მზრუნველობას ავლენთ, იგი მალე განეწყობა თქვენ მიმართ ნდობით. გაითვალისწინეთ, რომ კირჩხიბებს ყველაფერი გადამეტებული უყვართ, მათ შორის სიყვარული და მზრუნველობაც, რაც შესაძლოა თავის მობეზრებაშიც გადაეზარდოთ. მათთვის ემოციური კავშირი პარტნიორთან იმდენად ღრმა და სენსიტიურია, რომ დიდი ხნის მანძილზე ვერ ეგუებიან ურთიერთობის დანგრევას და დეპრესიით იტანჯებიან.

    მორიელი

    მორიელები სარკასტული გამოთქმებითა და ენამწარეობით გამოირჩევიან. ურთიერთობებში საკმაოდ ეჭვიანები და ეგოისტები არიან, თუმცა, ამასთან ერთად მუდმივად ეძებენ სიყვარულს. უჭირთ განშორება და იკეტებიან საკუთარ თავში. მათ დიდი დრო სჭირდებათ იმისათვის, რომ ძველი ‘’ღირსება’’ დაიბრუნონ და  ცხოვრება გააგრძელონ.

    ავტორი: თამო მანთაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი