ზოდიაქოს 3 ყველაზე მეოჯახე ნიშანი

    ნებისმიერი ადამიანისთვის, სახლი განაკუთრებული ადგილია, რომელსაც ვერც ერთი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო შეცვლის. ადგილი სადაც ვცხოვრობთ, სავსეა ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური დეტალებით, მოგონებებით, სასიამოვნო და სამწუხარო მომენტებით. ამიტომ ‘’სვით ჰოუმ’’ ყოველთვის  საუკეთესო ადგილია რელაქსაციისთვის. არსებობენ ადამიანები, ვისაც მუდმივად გარეთ ყოფნა უყვართ – ქუჩაში, სამსახურში, სხვადასხვა კაფე-ბარებში. თუმცა, არსებობენ ისეთებიც, ვისთვისაც სახლში ყოფნა თერაპიაა, უყვართ ოჯახური სიმყუდროვე და მას არ ღალატობენ.

    როგორც აღმოჩნდა, ზოდიაქოს “ხელი” ამაშიც ურევია. წარმოგიდგენთ ზოდიაქოს 3 ნიშანს, რომლებიც ყველაზე მეოჯახენი არიან:

    კურო

    არაერთხელ აღვნიშნეთ ამ ზოდიაქოს ნიშნის სტაბილურობა. კურო ყოველთვის ერიდება მოულოდნელ სიურპრიზებს და სახლში ყოფნას ამჯობინებს. ოჯახი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი წლობით, ნელ-ნელა აგებენ საკუთარ სახლს და ოჯახს, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობენ.

    კირჩხიბი

    კირჩხიბებს უყვართ ოჯახური სადილები და დიდი წვეულებები. ზოდიაქოს ამ ნიშანს ახასიათებს სხვებზე ზრუნვა, მოფერება და სითბოს გამოხატვა. კირჩხიბები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა მათი ოჯახური ცხოვრება გაუმჯობესდეს, როგორც მატერიალურად, ისე ჰარმონიულად.

    თხის რქა

    ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ მყოფ ადამიანებს უყვართ ძველ, ტრადიციულ სახლში ცხოვრება, რომელიც ოჯახის რომელიმე წევრმა უანდერძა. თხის რქას პლანეტა სატურნი მართავს, ამიტომ დროის ფაქტორი მათთვის მნიშვნელოვანია. უპირატესობას არ ანიჭებენ მდიდრულ და მოდურ სახლს. მათთვის მთავარია დაცულად იგრძნონ თავი, რისთვისაც აშენებენ დიდ ჭიშკარს. თხის რქისთვის მნიშვნელოვანია ოჯახური სიმყუდროვე და სახლში მარტოობის შეგრძნება.

    ავტორი: თამო მათნაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი