ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელიც ცვლილებებს გაურბის

    ზოგიერთისთვის ცვლილება საინტერესო გამოწვევაა და ამის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. თუმცა ისეთებიც არსებობენ, ვისაც ცვლილებები არათუ არ ხიბლავს, მეტიც, აშინებს. ამ სტატიაში სწორედ ასეთ ადამიანებზე ვისაუბრებთ.

    კურო

    ზოდიაქოს ნიშანთა შორის ყველაზე მეტი სტაბილურობით კუროები
    გამოირჩევიან. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები მუდმივად გაურბიან სიახლეებს. არ უყვართ ახალი ნაბიჯების გადადგმა და ცდილობენ თავი აარიდონ ცხოვრების  მნიშვნელოვან გარდაქმნებს. კუროს აბედნიერებს ურთიერთობების ერთნაირი ტემპი, ამიტომაც იგი ყველაფერს იზამს, რათა არ დაკარგოს სტაბილურობა.

    კირჩხიბი

    კირჩხიბს ძალიან სათუთი და მგრძნობიარე ნერვული სისტემა აქვს. ამ ნიშნის ადამიანები მძაფრად აღიქვამენ გარშემომყოფთა დამოკიდებულებას მათ მიმართ. ისინი ემოციურად გაუწონასწორებლები არიან, ცვლილებები კი მათ ცხოვრებაში უფრო მეტ არეულობას იწვევს. კირჩხიბებს ხშირად სჭირდებათ განმარტოვება და საკუთარ თავში გარკვევა. ასე რომ, გამოწვევებსა და აქტიურ ფაზებს ერიდებიან.

    ლომი

    ლომი კომუნიკაბელური, ეპატაჟური და აქტიური ნატურაა. ზოდიაქოს ეს ნიშანი დაჯილდოებულია ლიდერობით. მისთვის სიახლეები ასოცირებულია საკუთარი ‘’ადგილის’’ დაკარგვასთან. ამიტომ ურჩევნიათ იქ იყვნენ, სადაც არიან. მთავარია ყურადღების ცენტრში დაიმკვიდრონ თავი და გავლენა ჰქონდეთ გარშემომყოფებზე.

    სასწორი

    სასწორებს ბევრი ფიქრი უყვართ. ზოდიაქოს ეს ნიშანი გამოირჩევა ჰარმონიითა და სიმშვიდით. თუ მათ უწევთ ბრძოლა კონკრეტული მიზნის მისაღწევად, შეიძლება უბრალოდ გადაიფიქრონ და არ იბრძოლონ. მაშასადამე, მათთვის სიახლეები და მრავალფეროვანი სამყარო უცხოა. მათთვის ცვლილება ახალ ბარიერთანაა დაკავშირებული.

    თევზები

    პლანეტა ნეპტუნის ბუნდოვანი ენერგეტიკის გამო, თევზების უმრავლესობას გამოგონილ სამყაროში ურჩევნია ცხოვრება. რბილი ხასიათისა და მორიდებული ბუნების გამო, ბევრი მათგანი საკუთარი ნიჭის დემონსტრირებას ვერ ახერხებს. აქედან, გამომდინარე, მათ ცხოვრებაში იშვიათად დგება გარდამტეხი პერიოდები და ცვლილებები.  თევზები ფიქრობენ, რომ თუ რაიმეს შეცვლიან, ცხოვრება უარესობისკენ წავა, ამიტომ სტაბილურობას ამჯობინებენ.


    ავტორი: თამო მათნაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი