ზოდიაქოს რომელი ნიშანი ვერ ეგუება საზღვარგარეთ ცხოვრებას?

    ალბათ, ხშირად გიოცნებიათ საზღვარგარეთ ცხოვრებაზე. ცხოვრებაზე თუ არა, ხანგრძლივ და მრავალფეროვან თავგადასავალზე მაინც. როგორც აღმოჩნდა, არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც მოგზაურობაზე სასიამოვნო სახლში ყოფნაა. მათ ყველაზე მეტად უჭირთ მშობლიურ კერასთან განშორება. ყოველივე ეს გამომდინარეობს მათი ბუნებიდან. მათ ახასიათებს მიჯაჭვულობა ახლობლებისა და გარემოს მიმართ.

    წარმოგიდგენთ ზოდიაქოს იმ ნიშანთა კატეგორიას, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ უცხო ქვეყანაში ცხოვრება:

    კირჩხიბი

    კირჩხიბი მეოჯახე ზოდიაქოს ნიშანია. ამ ნიშნით დაბადებულებს ყველაზე მეტად უჭირთ საზღვარგარეთ ცხოვრება. მათთვის ემიგრაციაში ყოფნა მხოლოდ მაშინაა მისაღები, თუ ოჯახის წევრებთან ‘’ოჯახურ’’ სივრცეში იმყოფებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში დეპრესია იპყრობთ და შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემებიც კი შეექმნათ.

    კურო

    ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ახასიათებთ სტაბილურობა. საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა და გარდამტეხი სიახლეები არ უყვართ. უჭირთ უცხო მიწაზე ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება. იკეტებიან საკუთარ თავში.

    ქალწული

    კუროს მსგავსად ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებსაც უჭირთ ახალ გარემოში ახალი ეტაპის დაწყება. თუმცა, მთავარი განსხვავება ისაა, რომ ქალწულებისთვის ეს შეგუების მომენტია. დროთა განმავლობაში მათთვის ეს ახალი კერა უცხო აღარაა და თავს შინაურულად გრძნობენ.

    თხის რქა

    თხის რქას უჭირს სხვა ქვეყანაში მუდმივი ცხოვრება. ზოდიაქოს ეს ნიშანი თავისი ბუნებიდან გამომდინარე ადათ-წესებისა და ტრადიციების სიყვარულით ხასიათდება. თხის რქებს საკუთარ ფესვებზე ურჩევნიათ დროის გატარება, ამიტომ უცხო ქვეყნის მენტალიტეტი და ღირებულებები სირთულეებს უქმნით.

    ლომი

    ლომები ნეიტრალურად არიან განწყობილნი.  ემიგრაციაში შესაძლოა წავიდნენ მხოლოდ კარიერული წინსვლისთვის, რაიმე პროექტის ან შესაძლებლობებისთვის, რაც საშუალებას მისცემთ წარმოაჩინონ საკუთარი ნიჭი.

    ავტორი: თამო მათნაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი