L’Occitane-რუტინა-ბრენდის ექსპერტის რჩევები მგრძნობიარე და მშრალი კანისთვის

    როგორც შეგპირდით, გიბრუნდებით მგრძნობიარე, მშრალი კანის მოვლის შესახებ დეტალებით და შესაბამისი კანის ტიპისთვის შედგენილი მოვლის რუტინით.

    მაშ ასე, დავიწყოთ.

    მოდით, დასაწყისისთვის გამოვყოთ სახის კანის ტიპები, რომელშიც დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი საკუთარ კანს აუცილებლად ამოიცნობს.

    არსებობს სულ ოთხი სახის – მშრალი, ცხიმიანი, ნორმალური და დიფუზური კანის ტიპი. სწორედ მეოთხე ტიპზე – დიფუზურ, მგრძნობიარე, ხშირ შემთხვევაში, როზაცეისა და კუპეროზისკენ მიდრეკილ განზე ვისაუბრებთ დღევანდელ პოსტში.

    იცოდით, რომ მსოფლიო მოსახლეობის 50%-ს მგრძნობიარე კანი აქვს?

    ამ ტიპის კანი განსაკუთრებით ფრთხილი, დაბალანსებული და ყურადღებით შერჩეული პროდუქტების გამოყენებით მოვლას საჭიროებს. კანის მგრძნობიარებაზე გავლენას ახდენს როგორც გენეტიკური განწყობა, ორგანიზმის ჰორმონალური მდგომარეობა, სტრესი,  ასევე, გარე ფაქტორები – კლიმატი,  გარემოს დაბინძურება, დიეტა და რა თქმა უნდა, კანის მოვლის რუტინა, რომლის საშუალებითაც ყველა სხვა ფაქტორის განეიტრალება მეტ-ნაკლებად შესაძლებელია.

    ამიტომ, გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ ის, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია: არასდროს დაიზაროთ კანის მოვლის რუტინის დისციპლინად გადაქცევა. საბოლოოდ კანის დღისა და ღამის რუტინა ჩვევად ჩამოგიყალიბდებათ და მის გარეშე უბრალოდ ვეღარც წარმოიდგენთ დღის დაწყებას და დასრულებას.

    Voila!  ეს სწორედ ისაა, რაც თქვენს კანს ყველაზე მეტად სჭირდება.

    ახლა კი,

    როგორ გავუმკლავდეთ მგრძნობიარე კანის მოვლის ამოცანას?

    რომელია ის მაღალხარისხიანი ბრენდული პროდუქცია, რომლითაც თამამად დავაკომპლექტებთ კანის მოვლის რუტინას და გავხდით მას მაქსიმალურად ეფექტურს ჩვენი კანისთვის?

    ეს კითხვები, დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგან აწუხებს და მე შევეცდები, სასარგებლო რჩევებით დაგეხმაროთ ამ საკითხის გადაჭრაში.

    სიამოვნებით წარმოგიდგენთ L’Occitane-ის ნიშურ, უნივერსალურ პროდუქტს –  შიის დამატენიანებელს  მგრძნობიარე, სიმშრალისკენ მიდრეკილი და ძალიან მშრალი ტიპის კანისთვის.

    რატომ ვირჩევ L’Occitane-ის შიის კრემს?

    პირველ რიგში იმიტომ, რომ მისი 95 %-ით ნატურალური, ბიოშემადგენლობა  ყველაზე მგრძნობიარე კანის PH ბალანსსაც კი სრულყოფილად ერწყმის. შიის კარაქის, ბეტა-გლუკანების (მარცვლეულებისგან მიღებული ხსნადი ბოჭკოები) , გლიცერინისა და ბრაზილიური ტაპიოკას ფხვნილის იდეალური სინთეზი ამშვიდებს, დაბალანსებულად ატენიანებს მგრძნობიარე კანს, მას მსუბუქად კვებავს, ხსნის დაჭმულობის შეგრძნებას და ხელს უწყობს ეპიდერმისის ბარიერულ ფუნქციას.

    თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ L’Occitane-ის შიის კრემით მგრძნობიარე, მშრალი კანის კომფორტულად დატენიანების, დაცვის და მოვლის საუკეთესო ფორმულას ვიღებთ.

    აუცილებლად ცალკე უნდა აღვნიშნო პროდუქტის მსუბუქი, სასიამოვნო სურნელი, რომლის დახვეწაზეც L’Occitane-ის ლაბორატორიაში განსაკუთრებულად იზრუნეს.

    L’Occitane-ის შიის დამატენიანებლის მაქსიმალურად ნატურალური, 95%-იანი ბიოშემადგენლობის გამო ის სრულიად უსაფრთხო და სასარგებლოა არა მხოლოდ მოზრდილების, არამედ ბავშვების კანისთვის. ამგვარად, ამ დამატენიანებელს კიდევ ერთი დამატებითი და მნიშვნელოვანი კომფორტი აქვს  –  ერთი პროდუქტით მთელი ოჯახის კანის სრულყოფილი მოვლის უნივერსალური მისია.

    კიდევ ერთი რჩევა: არ დაგავიწყდეთ, უმნიშვნელოვანესია, რომ სახის კანის მომვლის რუტინა სწორად გაწერილი ეტაპებით წარვმართოთ. ამიტომ, მოდით, ნაბიჯ-ნაბიჯ განვიხილოთ მგრძნობიარე ტიპის კანის L’Occitane-რუტინა:

    • დილას-საღამოს დაიბანეთ სახე L’Occitane cleansing oil–to–milk, სამხრეთ საფრანგეთის მიწებზე მოყვანილი უკვდავასა და კალენდულათი გაჯერებული საოცრად ნაზი და მსუბუქი კონსისტენციის დასაბანი ზეთით.  წაისვით მთელ სახეზე, თვალებისა და ტუჩების ჩათვლით, მსუბუქად დაიმასაჟეთ და ჩამოიბანეთ.

    • რუტინის მეორე საფეხური გახლავთ Cleansing 3-in-1 Micellar Water – ცინკით გაჯერებული მიცელარული წყალი , რომლის საშუალებითაც დაასრულებთ კანის წმენდის ეტაპს. დაიტანეთ პროდუქტი ბამბის დისკზე და საგულდაგულოდ გაიწმინდეთ კანი.
    • შემდეგი ეტაპი უკვე კანის ტონიზირებაა. საფუძვლიანად გაიწმინდეთ სახის კანი  Immortelle Reset Triphase Essence – უკვდავას ესენციის ინოვაციური ფორმულით გაჯერებული ბამბის დისკით, რომელიც დაამშვიდებს კანს, აღადგენს მჟავა-ტუტოვან ბალანსს და მოამზადებს მას ღრმა დატენიანებისთვის.
    •  რუტინის მეოთხე და  კულმინაციური ეტაპი გახლავთ თქვენთვის უკვე ნაცნობი L’Occitane Rich Face Cream შიის დამატენიანებლის წასმა. დაიტანეთ კრემი სახის ცენტრალური ნაწილიდან განივი (ყურებისკენ) მიმართულებით, ნიკაპიდან ლოყებისკენ აქტიური მანერულობით –  სახის ლიფტინგ-ეფექტის მისაღებად. შუბლის შუა ნაწილიდან საფეთქლებისკენ – შუბლის ვიზუალის გასაუმჯობესებლად  და  მიმიკური ნაოჭების შესარბილებლად.

    L’Occitane შიის დამატენიანებელის უნივერსალურობის კიდევ ერთი ნიშანი იმაშია, რომ  ის თვალების ირგვლივ კანის დასატენიანებლადაც თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ და დამიჯერეთ, მისი მუდმივი, რუტინული  გამოყენების შემთხვევაში, თქვენს კანზე თვალშისაცემად დადებითი ეფექტი ადვილად შესამჩნევი იქნება. დაიტანეთ დამატენიანებელი თვალის ირგვლივ წრიულად, სრულ შეწოვამდე.

    ასეთი გახლავთ ჩემს მიერ შემოთავაზებული L’Occitane-რუტინა თქვენი მგრძნობიარე, მშრალი კანისთვის.

    თუ პროდუქტების ან მგრძნობიარე კანის მოვლის რუტინის შესახებ კითხვები გაგიჩნდებათ, გთხოვთ, არ მოგერიდოთ, მომწერეთ და აუცილებლად გიპასუხებთ.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი