იმუნური სისტემის სიძლიერე მჭიდრო კავშირშია კუჭ-ნაწლავში მობინადრე „მეგობარ ბაქტერიებთან“

    ორგანიზმში არსებული მეგობარი ბაქტერიების ბალანსი უდიდეს გავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენად მდგრადები ვიქნებით ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციების მიმართ, რამდენად სწრაფად და ადვილად, გართულებების გარეშე გადავიტანთ ავადობას და დავაჩქარებთ გამოჯანმრთელების პროცესს. სწორედ ნაწლავის მიკროფლორისა და იმუნური სისტემის კავშირზე გვესაუბრება ინფექციონისტი, გასტროენტეროლოგი მაია ზალდასტანიშვილი

    ქ-ნი მაია:  ზოგადად, ადამიანის ორგანიზმის ჯანსაღ ფუნქციობაში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია კუჭ-ნაწლავის ჯანსაღ მიკროფლორას და მასში არსებული ბაქტერიების რაოდენობრივ და თვისობრივ შემადგენლობას. იმუნური სისტემა, როგორც ვიცით შედგება იმუნური უჯრედებისაგან, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ორგანიზმში შემოჭრილი ვირუსის, ბაქტერიისა და ალერგენის ამოცნობაზე და მათ გამოდევნაზე. აღნიშნული იმუნური უჯრედების 80%-ზე მეტი, მობილიზებულია ნაწლავის კედლის მიღმა და მათი აქტივობა დამოკიდებულია „მეგობარი ბაქტერიების“-პრობიოტიკების ბალანსზე. შევეცდები მარტივად ავხსნა ეს კავშირი. „მეგობარი ბაქტერიები“ ქმნიან დამცავ ბარიერს ნაწლავის კედელსა და მავნე მიკროორგანიზმებს შორის, ორგანიზმში მიკრობის შემოჭრისთანავე, მეგობარი ბაქტერიები შეიცნობენ მას და იწყებენ მათთან ბრძოლას, რასაც ორი მიმართულებით აწარმოებენ. პირველი, მათ მიერ გამომუშავებული ანტიმიკრობული პეპტიდებია, რომლებსაც „ბუნებრივი ანტიბიოტიკებსაც“ ვუწოდებთ. ამ ბუნებრივი ნივთიერებების დახმარებით, მეგობარი ბაქტერიები იწყებენ პათოგენის შებოჭვას და არ აძლევენ საშუალებას, რომ გავრცელდნენ ორგანიზმში. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი კი ჯანსაღი მიკროფლორის მიერ გამომუშავებული, სპეციალური, ე.წ „სასიგნალო ნივთიერებებია“, რომლის დახმარებითაც, მეგობარი ბაქტერიები „აღვიძებენ“ ნაწლავის კედლის მიღმა არსებულ იმუნურ უჯრედებს, აწვდიან განგაშის სიგნალს, რომ ორგანიზმში შემოიჭრა უცხო სხეული და საჭიროა შესაბამისი იმუნური პასუხის გააქტივება.  გარდა ამისა, პრობიოტიკები ასევე უზრუნველყოფენ ორგანიზმში ანთებითი, მეტაბოლური, ჰორმონალური და სხვა მრავალი ბიო-ქიმიური პროცესის რეგულირებას, ასტიმულირებენ ვიტამინების და მინერალების სინთეზს და ათვისებას – რაც იმუნური სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

    • საინტერესოა, რა ფაქტორები უქმნიან საფრთხეს ორგანიზმში „მეგობარი ბაქტერიების“ ბალანსირებულ არსებობას და რა საფრთხის შემცველია დისბალანსი? 

    ქ-ნი მაია:  კუჭ-ნაწლავის სისტემაში მიკროფლორის დისბალანსის განვითარების ბევრი სხვადასხვა მიზეზია, მაგალითად, სტრესი, ანტიბიოტიკოთერაპია, არაბალანსირებული კვება და ზოგიერთი ქრონიკული დაავადება. რადგან ახლა სეზონური ინფექციების პიკური პერიოდია, განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო ანტიბიოტიკოთერაპიაზე, რომელიც იწვევს ანტიმიკრობულ რეზისტენტობას და ანადგურებს ჯანსაღ მიკროფლორას. ანტიმიკრობული რეზისტენტობა გლობალური ჯანდაცვის უდიდესი პრობლემა და გამოწვევაა. წარმოდგინეთ, არამიზნობრივად, ხშირად გამოყენებული ანტიბიოტიკოთერაპია, გარდა იმისა, რომ იწვევს მიკროფლორის დისბალანსს და დიარეას, ასევე ნაწლავში მობინადრე ბაქტერიებში გენეტიკურ დონეზე ტოვებს კონკრეტული ანტიმიკრობული ნივთიერების შესახებ ინფორმაციას. შესაბამისად, ამცირებს მეგობარი ბაქტერიების იმუნო-ბიოლოგიურ უნარს და ავადობისას, ერთის მხრივ აძნელებს ეფექტური მკურნალობის შესაძლებლობას და ზრდის თანდართული, სხვა ინფექციების განვითარების რისკს, ხოლო მეორეს მხრივ დასუსტებული იმუნიტეტის ფონზე აძნელებს გამოჯანმრთელების პროცესს. ნაწლავის მიკროფლორაში, ბაქტერიების თვისობრივი და რაოდენობრივი შემცირება დისბაქტერიოზი – დისბიოზია, რომლის დროსაც იზრდება საჭმლის მომნელებელი სისტემის, სასუნთქი გზების, გრიპისა და სხვა ინფექციების რისკი, ირღვევა საკვების მონელება, ვიტამინების, მინერალებისა და ელექტროლიტების ბალანსი, სუსტდება იმუნიტეტი.  

    • როგორ მივხვდეთ, რომ ჩვენს ორგანიზმში „მეგობარი ბაქტერიების“ ბალანსი დაირღვა, რა ნიშნებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და როგორ ვიზრუნოთ კუჭ-ნაწლავის მიკროფლორაზე?

    ქ-ნი მაია:  დისბიოზისას იწყება კუჭ-ნაწლავის თვალხილული პრობლემები, როგორიც არის დიარეა, ფაღარათი, ყაბზობა, გულისრევა, ღებინება , შებერილობა, ე.წ მუცლის გადავსების შეგრძნება, ასევე აღინიშნება გუნება-განწყობის ცვლილებები და სხვა…ნაწლავის მიკროფლორის ფორმირების, აღდგენისა და შენარჩუნების ხელშეწყობისთვის რეკომენდებულია ჯანსაღი კვება, უჯრედისით მდიდარი საკვების მიღება და პრობიოტიკების – ანუ იმ დანამატების მიღება, რომლებიც შეიცავენ ნაწლავის მიკროფლორისთვის დამახასიათებლ ჯანსაღ ბაქტერიებს. 2023 წელს, მსოფლიოში ანტიმიკრობული რეზისტენტობის მაღალი სიხშირის გამო, ISAPP-მა, WGO და ჯანმომ მკაცრი მოთხოვნები წააყენა პრობოტიკების მიმართ და მოგვიწოდა, რომ გამოვიყენოთ მხოლოდ ის პრობიოტიკული დანამატები, რომელშიც მოცემულია მხოლოდ გენეტიკურ დონეზე შესწავლილი, მეცნიერულად დადასტურებული, არა-ანტიმიკრობულ რეზისტენტული, ანტიბიოტიკოთერაპიის მიმართ მდგრადი, მაღალი სიცოცხლისუნარიანობის მქონე „მეგობარი ბაქტერიები“, რომელთა თითოეული შტამის შემცველობა აღემატება 1 მილიარდს! რადგან ჩემი პროფესიული საქმიანობა ეძღვნება კუჭ-ნაწლავის სისტემასა და მის მიკრობიომს, საქართველოში არსებულ სხვადასხვა პრობიოტიკულ საშუალებებს შორის, მრავალი დაკვირვების შემდეგ გამოვარჩიე „ბიოპრონ 9 პრემიუმი“, რომელიც ზუსტად პასუხობს იმ უახლეს რეკომენდაციებს, რაც ISAPP-მა, WGO-მ და WHO-მ მოგვაწოდა. 

    • ქ-ნო მაია, გარდა უსაფრთხოებისა, „ბიოპრონ 9 პრემიუმის“ რა უპირატესობებს განსაზღვრავს აღნიშნული საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისობა და ვისთვის ან რა დროს უნდა იქნას გამოყენებული?

    ქ-ნი მაია:  პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ „ბიოპრონ 9 პრემიუმის“ თითოეულ კაფსულაში მოცემულია 10 მილიარდი, გენეტიკურ და კლინიკურ დონეზე შესწავლილი, ზუსტად ის „მეგობარი ბაქტერიის“ 9 შტამი – ოჯახი, რომლებიც აუცილებელნი არიან როგორც უშუალოდ ჯანსაღი მიკროფლორის ბალანსის აღდგენა-შენარჩუნებისთვის, ასევე იმუნური სისტემის სიჯანსაღისთვის. აქვე აღსანიშნავია, რომ შემადგენლობაში შემავალი ბაქტერიები გამორჩევიან ანტიბიოტიკოთერაპიისა და ანტიმიკრობული რეზისტენტობის განვითარების მიმართ მაღალი მდგრადობით. რაც შეეხება ეფექტიანობას, მას ასევე განსაზღვრავს „ბიოპრონის“ მაღალტექნოლოგიურობა. მის კაფსულაში, თითოეული შტამი მოცემულია ინოვაციურ, მრავალშრიან მიკროკაფსულაში, რომელიც იცავს ბაქტერიებს კუჭის მჟავე გარემოსგან, სძენს მათ მაღალ სიცოცხლისუნარიანობას და უზრუნველყოფს ბაქტერიების უშუალოდ ნაწლავის იმ უბანში გამოთავისუფლებას და განთესვას, სადაც მათი შემცველობაა დარღვეული. „ბიოპრონ 9 პრემიუმი“ რეკომენდებულია ბაქტერიული თუ ვირუსული ინფექციებისას, ასევე ანტიბიოტიკოთერაპიითა და სხვა მდგომარეობებით გამოწვეული დისბიოზის, მუცლის ტკივილის, დიარეის, მუცლის გადავსების შეგრძნების, ღებინების, გულის რევის, ყაბზობისა და სხვა ჩივილებისას. ასევე რეკომენდებულია საპროფილაქტიკოდ, კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობაზე ზრუნვის, იმუნური სისტემის გაძლიერებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანსაღი ფუნქციობის ხელშეწყობისთვის, რაც ასევე კლინიკური კვლევებით დასტურდება.

    • ქ-ნო მაია, როგორია „ბიოპრონ 9 პრემიუმის“ მიღების კურსი და რას გვირჩევთ, რა გავითვალისწინოთ ინფექციების მწვავე სეზონზე, მით უფრო ახლა, როცა წინ ხანგრძლივი ზამთარი და დღესასწაულებია?

    ქ-ნი მაია: „ბიოპრონ 9 პრემიუმი“ რეკომენდებულია 3 წლიდან ნებისმიერი ასაკის ბავშვისა და მოზრდილისთვის. მწვავე პროცესში, ანუ როცა გვაქვს უკვე დიარეა, ღებინება, მუცლის ტკივილი და სხვა ჩივილები რეკომენდებული კურსია 5 დღე. საპროფილაქტიკოდ კი მისი მიღება შეგვიძლია უფრო ხანგრძლივადაც. ანტიბიოტიკოთერაპიას, რეკომენდებულია, რომ ანტიბიოტიკის საჭიროებისას, ბიოპრონ 9 პრემიუმის მიღების დაწყება მოხდეს ანტიბიოტიკოთერაპიის პარალელურად, მივიღოთ ანტიბიოტიკის 2 მიღებას შორის და კურსი გაგრძელდეს ანტიბიოტიკოთერაპიის დასრულებიდან კიდევ 5-7 დღე.
    რაც შეეხება ზოგად რეკომენდაციებს – პირველ რიგში ვიტყოდი, რომ რადგან წინ სადღესასწაულო, მრავალფეროვანი და ნოყიერი საკვები გველოდება, მნიშვნელოვანია დავიცვათ ბალანსი, ვიზრუნოთ კუჭ-ნაწლავის ჯანსაღ ფუნქციობაზე, მოვერიდოთ ალკოჰოლის, ცხარე, მჟავე, ზედმეტად ცხიმიანი საკვების ერთდროულ, ჭარბი რაოდენობით მიღებას და რა თქმა უნდა, სეზონური ინფექციების მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, დავიცვათ ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები, ავადობისას მოვერიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი