ახლახან ვენეციის კინოფესტივალი დაიწყო. კინემატოგრაფიის საერთაშორისო ყოველწლიური დაჯილდოება ტრადიციად იქცა ბოლო რვა ათწლეულის განმავლობაში. 2020 წელს განვითარებული მოვლენების გამო ვარსკვლავური ღონისძიებების ნაკლებობამ მას ახალი პოპულარობა შესძინა. კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ ჩატარებულმა პირველმა საერთაშორისო ფესტივალმა ვენეციას მსოფლიოს ეკრანული შემოქმედების ძალა და წითელი ხალიჩის გლამური შეახსენა. ხალიჩაზე ახალი ფილმების წარსადგენად თავს იწონებდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიცაა Pedro Almodóvar, Kiyoshi Kurosawa, Gia Coppola,
Orson Welles.
ჩვენებას უძღვებოდა ჟიურის ელეგანტური პრეზიდენტი ქეით ბლანშეტი. ცხრადღიან პრემიას Tilda Swinton, Regina King და იტალიელიი პოპ-ვარსკვლავი Elodie ესწრებოდნენ. ფესტივალზე გამოიკვეთა სტილის მაღალი დონე. ვარსკვლავები თავს იწონებდნენ Estaban Cortazar-ის, Louis Vuitton -ის, Miu Miu-ს სამოსში. ვენეციის ფესტივალმა მსოფლიოს დაანახა, როგორ შეიძლება ჩატარდეს მაღალი დონის ღონისძიება, ჯანმრთელობის უსაფრთხოების წესების დაცვით.