3 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც გიჟდება მარტო ცხოვრებაზე

    ზოდიაქოს ნიშნები ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული. ამაზე მფარველი პლანეტების განლაგება, კოსმოსური სივრცე და მთელი სტროლოგიური სისტემა მეტყველებს. ზოგიერთი მათგანი სულიერ სიმშვიდეს პოულობს მეორესთან, ზოგიერთის კავშირი სამუდამო სიყვარულით გვირგვინდება, ხოლო ნაწილი კი ბედნიერია თუ მარტო ყოფნის შესაძლებლობა აქვს.

    ასტროლოგიურად, ზოდიაქოს ნიშნების ერთმანეთთან კავშირი ყოველთვის არ არის გამართლებული. თუმცა, მეტწილად ეს ცხოვრების პერიოდზეა დმაოკიდებული. არსებობენ ნიშნები, ვისაც მარტოობა ყველაზე დიდ ჰარმონიასა და სიამოვნებას ანიჭებთ. ისინი მარტოობაში პოულობენ სიმშვიდეს, მოსდით კრეატიული იდეები და უკეთ ახერხებენ კონცენტრაციას.

    ვინ არიან ისინი?

    თევზები – ალბათ, უცხო არ არის თუ ვიტყვით, რომ თევზები საოცარი მგრძნობელობით გამოირჩევიან. მათი შემოქმედებითი სული ღრმა კავშირშია შინაგან სამყაროსთან. თევზებს შეუძლიათ მარტოობაში დასვენება და სულიერი სიმშვიდის მოპოვება, შესაძლოა გენიალური ბიზნეს იდეებიც კი მოუვიდეთ. უყვართ ბევრი ფიქრი. ზოდიაქოს ამ ნიშანს შეუძლია თავისი სიცოცხლე ვნებებს მიუძღვნას და მხოლოდ ამით იყოს ბედნიერი. თუმცა, სამუდამოდ მარტო ყოფნა მათთვის შეუძლებელია, მათ კავშირი სჭირდებათ, რომელიც შეინარჩუნებს და გაუფრთხილდება.

    ქალწული – წინათგრძნობის საოცარი უნარით დაჯილდოებული ზოდიაქოს ნიშანია. მათ ყოველთვის იციან ვისგან რას უნდა მოელოდონ. ახასიათებთ მარტო ყოფნის მძაფრი სურვილი, რის გამოც სოციალიზაციას ერიდებიან. გარკვეულწილად, რომანტიკოსი ქალწულები ცდილობენ დრო და ენერგია არ დაკარგონ იმ საქმის წამოწყებაში, რომელიც ფიქობენ რომ არ გამოვა. გამოირჩევიან მგრძნობელობით და უცნაური იდეებით.

    ლომი – ცეცხლოვან ნიშანს ყველაზე მეტად ყურადღების ეპიცენტრში ყოფნა უყვარს. ლომები ვერ ძლებენ იქ, სადაც სიტუაციას ნაკლებად მართავენ. მათ ურჩევნიათ მარტო იყვნენ, ვიდრე იმ ადამიანებთან, რომელთაგანაც ყურადღების დეფიციტს განიცდიან. ლომი ყველაზე ერთგული ზოდიაქოს ნიშანია რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ სამართლიან პარტნიორს დაუკავშირებს ცხოვრებას. ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის ყველაფერზე მაღლა პირადი სივრცე დგას. როცა ის მარტოა მისი ხასიათი ცვალებადია. ლომს შეუძლია მარტოც ბედნიერი იყოს და ცხოვრების ბოლომდე მარავლფეროვანი იდეებით იცხოვროს.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი