4 ოქროს წესი დღის იდეალური დასაწყისისთვის

    სიტყვა ,,საუზმე’’ ყველა ადამიანისთვის დილასთან ან ადრე გაღვიძებასთან ასოცირდება. იმისთვის, რომ დღის განმავლობაში კარგი განწყობა შევინარჩუნოთ, დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ დავიწყებთ დღეს.

    წარმოგიდგენთ 4 ოქროსს წესს, რაც ყოველ დილით, გაღვიძებისთანავე უნდა შევასრულოთ:

    1. უზმოზე აუცილებლად დალიეთ ერთი ან ორი ჭიქა წყალი – ორგანიზმის ,,რეცხვის’’ ეს მეთოდი მედიკოსებმა დიდი ხნის წინ აღიარეს. დღის პირველ ნახევარში სასურველია ბევრი წყლის დალევა, რათა ორგანიზმი გათავისუფლდეს წინა დღეს გადამუშავებული საკვების ტოქსიკური ნარჩენებისგან. ორგანიზმში ბევრი წყლის შემცველობა ჯანმთტელობის უებარი წამალია.

    2. არ გამოტოვოთ საუზმე –  ყველას გვსმენია ფრაზა ,,ჩემი დილა ყავით იწყება’’ რაც აბსოლუტურად არასწორია. ზომიერად კოფეინიც კარგია, თუმცა ყავით საუზმის ჩანაცვლება ვნებს ჯანმრთელობას. საუზმის დროს მიირთვით ცილები, ბურღულეული, მოხარშული კვერცხი და რძის პროდუქტები. მიუხედავად იმისა, რომ საუზმე ძალიან ინდივიდუალური საკითხია, ეს საკვები ნივთიერებები შეიცავს იმ მნიშვნელოვან კომპონენტებს, რაც სჭირდება ორგანიზმს დღის განმავლობაში. ასე, რომ საუზმის რაციონი შეგიძლიათ განაახლოთ.

    3. გადით მზეზე 10-15 წუთით – ფსიქოლოგების აზრით, დილით მზის სხივებთან ,,შეგებება’’ დადებითად მოქმედებს განწყობაზე. გარდა ამისა, დილის მზის სხივები კანში წარმოქმნის D ვიტამინს, რაც სასარგებლოა კანის უჯრდებისთვის.

    4. ვარჯიში – როდესაც მაღვიძარა რეკავს და დაუფიქრებლად, სწრაფად ვდგებით საწოლიდან, ჩვენი გონება გამოფხიზლებას ვერ ასწრებს. ორგანიზმს გაღვიძებისთვის მინიმუმ  5-7 წუთი სჭირდება. ამის ყველაზე კარგი საშუალება კი 15 წუთიანი მარტივი ვარჯიშებია, რომელიც შეგიძლიათ გაღვიძების შემდეგ სახლის პირობებში გააკეთოთ.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი