5 მარტივი ხრიკი რომელიც ვარჯიშისთვის მოტივაციას აგიმაღლებთ

    სახლში ვარჯიშს ბევრი უპირატესობა აქვს, მაგრამ ხანდახან დაღლილობისა და უხასიათობის გამო უარს ვამბობთ ფიზიკურ დატვირთვაზე. წარმოგიდგენთ მარტივ ხრიკებს, რომლის დახმარებითაც არასდროდ დაკარგავთ ვარჯიშის მოტივაციას.

    1. წინასწარ დაგეგმეთ ვარჯიშის დღეები

    აიღეთ ბლოკნოტი და ჩანიშნეთ ვარჯიშის დღეები, ასე უფრო რთული იქნება მისი გამოტოვება ან რაიმე ხელისშემშლელი მიზეზის მოძებნა. რადგან ეს კონკრეტული დღე ამოირჩიეთ ვარჯიშისთვის, ყველანაირად შეეცდებით, რომ არ გადაუხვიოთ გეგმას.

    1. გამოყავით ადგილი

    გამოყავით სავარჯიში ადგილი, რომელიც მოგცემთ საშუალებას, რომ თავისუფლად ივარჯიშოთ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. ვარჯიშისთვის ყველაფერი წინასწარ მოამზადეთ და არა უშუალოდ ვარჯიშის წინ, რომ არ დაიღალოთ. გამოყავით კონკრეტული ადგილი,  სადაც თავისუფლად მოთავსდება თქვენი სავარჯიშო აღჭურვილობა.

    1. ხშირად ატარეთ სპორტული სამოსი

    რაც არ უნდა გასაკვირი იყოს თქვენთვის, სპორტული სამოსის ტარება მოტივაციას აგიმაღლებთ. 2012 წელს ჩატარებულმა ფსიქოლოგიურმა კვლევავ აჩვენა, რომ სპორტული ტანსაცმლის ტარებით შესაძლებელია ვარჯიშის მოტივაციის ამაღლება.

    1. არ ისაუბროთ ბევრი თქვენი ვარჯიშის გეგმის შესახებ

    დღეს სოციალური მედია ჩვენი ცხოვრების ნაწილია. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თქვენი ვარჯიშის გეგმის ხშირი გასაჯაროვება ხელის შემშლელი ფაქტორია. გამოაქვეყნეთ მხოლოდ განსაკუთრებული მიღწევები/შედეგები.

    1. შეკვეცეთ დრო

    თუ ერთ საათიან ვარჯიშზე ფიქრიც კი ცუდად გხდით, უმჯობესია ივარჯიშოთ მცირე ხნით, მაგალითად 10 წუთით. გააკეთეთ ისეთი ვარჯიშები, რომლებიც მიმართულია თქვენი კონკრეტული მიზნისათვის. უმჯობესია ვარჯიში შედგებოდეს მოკლე, მაგრამ რთული სავარჯიშოებისგან.

    ავტორი: ნინი ბარბაქაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი