ამერიკელი ვიზაჟისტის რჩევები მაკიაჟის მოყვარულებს

    როდესაც საქმე კოსმეტიკას ეხება სილამაზის ინდუსტრია მომხმარებლებს დიდ არჩევანს სთავაზობს. იმისათვის, რომ კანს ერთგვაროვანი იერი და სასურველი ფერი მივცეთ, ხან პუდრს ვიყენებთ, ხან კი ტონალურ კრემს. მათ შორის განსხვავება მხოლოდ კონსისტენციაა და ის, თუ რა ტიპის კანთან გვაქვს საქმე.

    თუ თქვენი კანი ცხიმიანი ან კომბინირებულია,გირჩევთ გამოიყენოთ ფხვიერი კოსმეტიკა, ვინაიდან ბევრად უფრო გაგიმარტივდებათ ნაკლოვანების დაფარვა ან უბრალოდ სახისთვის სასურველი ფორმისა თუ ფერის მიცემა.

    ალან ავენდანო (Allan Avendaño) ამერიკელი გრიმიორია , იგი აქტიურად თანამშრომლობს ისეთ ცნობილ სახეებთან როგორებიც არიან კიმ კარდაშიანი, კამილა კაბეიო, სარა ჰეილანდი და ლუსი ჰეილი. ეს მისი პორტფოლიოს  მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. ალანი მკითხველს უზიარებს კონკრეტულ რჩევებს ზემოთ წამოჭრილ საკითხზე. სელებრითებთან მუშაობისას იგი უპირატესობას ფხვიერ კოსმეტიკას ანიჭებს, რადგან მისივე თქმით, „ბევრად უფრო ფაქიზად დაიტანება სახეზე და მაკიაჟიც უფრო გამძლეა.“

    ავენდანო რამდენიმე ფავორიტ, ხარისხიან ბრენდს ასახელებს:

    1. Original Loose Powder Mineral Foundation Broad Spectrum SPF 15 – ამ კონკრეტული პროდუქტის მწარმოებელი გახლავთ BareMinerals -ი . ნიშანდობლივია, რომ იგი ფერთა პალიტრის თვალსაზრისით საკმაოდ დიდ არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს.
    1. Studio Fix Powder Plus Foundation – MAC -ის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტია და გასაკვირიც არ არის რატომ. იგი ღია ფერის კანის მქონე მომხმარებლისთვისაა გათვლილი და გამოირჩევა ეფექტურობითა და ხარისხით.
    1. Smooth Finish Foundation Powder – იდეალურია ნებისმიერი ტიპის კანისათვის. მწარმოებელი კომპანიაა Laura Mercier.  ხელს უწყობს კანის ჰიდრატაციას და  ფარავს ფორებს ისე, რომ ერთი ზედმეტი ხაზი არ ეტყობა სახეს.

    ავტორი: გიორგი გუნჯუა

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი