მოგესალმებით ჩვენი ბლოგის 2023 წლის პირველი L’Occitane-პოსტით და პირველ რიგში, მინდა, ყველას წარმატებული წელი გისურვოთ, სილაღით, სილამაზით და ბედნიერებით სავსე, რა თქმა უნდა, ლოქსიტანთან ერთად! ხომ გახსოვთ, „სილამაზე მოაქვს ბედნიერებას, ბედნიერების წყარო კი ლოქსიტანია“.
ამ წლის ჩემი პირველი პოსტი, ვფიქრობ, რომ სულზე მოგისწრებთ, დღესასწაულების უხვი სუფრების ათვისების შემდეგ შეძენილი კილოგრამების დასამარცხებლად და სხეულის სილუეტის დასახვეწად.
მინდა, წარმოგიდგინოთ ლოქსიტანის ერთ-ერთი უახლესი ტექნოლოგიური ფორმულა – სხეულის მოვლისა და ძერწვის არტიშოკის ხაზი.
ლოქსიტანის არტიშოკის ხაზის სილამაზის კონცეფცია ეფუძნება ჰოლისტიკურ მიდგომას, რომლის მიხედვითაც ადამიანის ორგანიზმი აღიქმება, როგორც სხეულის, კანის და გონების ერთიანი ეკოსისტემა. ამ კონცეფციის თანახმად, სილამაზისა და ჩვენს გარეგნულ ვიზუალთან ჰარმონიის მისაღწევად აუცილებელია სამივე მიმართულებით ზრუნვა, საიდანაც კანისა და სხეულის ძერწვის უდიდეს ამოცანას ლოქსიტანის არტიშოკის ხაზი იდეალურად ამოგიხსნით.
იცოდით, რომ სამხრეთ საფრანგეთში, პროვანსელი ქალბატონები ოდითგანვე იყენებდნენ არტიშოკის წყალს სხეულის დეტოქსისთვის, რომელსაც სასიამოვნო გემოსთვის ციტრუსს უმატებდნენ? გასაკვირი სულაც არაა, რომ ლოქსიტანმა სხეულის კორექციის მთავარი ხაზის შესაქმენელად სწორედ არტიშოკი – დეტოქსისა და სხეულის მოვლის პროვანსული სიმბოლო აირჩია. არტიშოკი მრავლად შეიცავს ანტიოქსიდანტებს, მათ შორის, ფერულის და კოფეინის მჟავებს, რომელთა საშუალებით, არტიშოკის ფოთლების ექსტრაქტი სხეულიდან აძევებს თავისუფალ რადიკალებს და დეტოქსის ხარჯზე მკვეთრად ამცირებს დაბერების ნიშნებს, მსუბუქი და ღრმა ნაოჭების გამოვლენას კანზე.
L’OCCITANE არტიშოკის პროფესიონალური ხაზის პროდუქცია ლოქსიტანის ლაბორატორიამ ბრენდის გამოცდილ სპა-თერაპევტებთან კონსულტაციითა და უშუალო ჩართულობით შეიმუშავა, რომელიც სხეულის სკულპტურის დახვეწას, დეტოქსს, ცელულიტის დაშლას, ფორთოხლის კანის გაგლუვებას, გასადავებას და სირმისეულად დატენიანებას, სხეულის იდეალური ფორმების გამოყვანას ემსახურება. გარდა აღნიშნულისა, არტიშოკი, უნიკალური თვისებების წყალობით, ხსნის კიდურების შეშუპებას, არაჩვეულებრივად ზემოქმედებს ვასკულარულ მიკროცირკულაციაზე და ხელს უწყობს ლიმფოდრენაჟს – ტოქსინების დაშლას და სხეულის გათავისუფლებას არასასურველი, დაგროვილი სითხისგან.
ახლა კი, მოდით, განვიხილოთ L’Occitane არტიშოკის სხეულის მოვლის ხაზის უახლესი მიდგომა, ხაზში შემავალი პროდუქტების ჯადოსნური თვისებები და ის არაჩვეულებრივი ეფექტი, რომელსაც მათგან მიიღებთ.
ARTICHOKE WARMING BODY SCRUB
არტიშოკის ხაზის სკრაბის აქტიური, კომპლექსური მოხმარებით სხეულის კანის ეპიდერმისი თავისუფლდება ზედაპირული მკვდარი უჯრედებისგან, სიღრმისეულად სუფთავდება და ამგვარად ხდება ეპიდერმისის უჯრედული განახლების პროცესის წახალისება. არტიშოკის სკრაბით სხეულის დამასაჟების ხარჯზე აქტიურდება ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის პროცესი და მიკროცირკულაცია, მნიშვნელოვნად მცირდება წყლის ორგანიზმში შეკავების პროცესი, შესაბამისად, სხეული ლიმფოდრენაჟდება და იხსნება შეშუპების პრობლემა, რაც ბევრ ჩვენგანს, დაძაბული ცხივრებისეული რეჟიმის გამო, საკმაოდ აწუხებს. ამგვარად, სკრაბის რუტინული გამოყენების შემდეგ კანი სიღრმისეულად სუფთაა, სხეული კი ზედმეტი სითხისგან დაცლილი, ჩამოთხელებული და გალამაზებული.
არტიშოკის სკრაბით დეტოქსის რუტინა შეგიძლიათ ჩაიტაროთ მშრალ კანზე მეტი სიმხურვალის მისაღებად ან ასევე, სველ კანზე, აქტიური დამასაჟებით, პროცედურა სრულდება სკრაბის სხეულიდან ჩამობანით და კანი უკვე მზადაა არტიშოკ-რუტინის მომდევნო საფეხურისთვის.
ARTICHOKE MASSAGE CREAM
სხეულის დეტოქს-რუტინის მომდევნო ეტაპი უკვე არტიშოკის ჯადოსნური მასაჟის კრემით სხეულის დამუშავებაა.
არტიშოკის ექსტრაქტით და კოფეინით გამდიდრებული კრემი წაისვით მშრალ კანზე და საშუალო სიძლიერით დაიმასაჟეთ. ეფექტი, რომელსაც არტიშოკის მასაჟის კრემის სულ რამდენიმე გამოყენებაში თვალნათლივ დაინახავთ, აუცილებლად გაგაოცებთ და გაგახარებთ: ნელ-ნელა შემცირდება სხეულზე ცელულიტის კერები, კანი სრულყოფილად დაიტენიანდება, შესამჩნევად გაგლუვდება და გახდება საოცრად ფაფუკი და ნაზი, მისი ფორთოხლისებრი რელიეფი კი წარსულში დარჩება, სხეულის კონტური სასიამოვნოდ გამოიკვეთება, ხოლო არტიშოკის მასაჟის კრემით პროფესიონალური მასაჟის პროცედურების ჩატარების შემთხვევაში, უბრალოდ იდეალურად გამოძერწილ სხეულის სკულპტურას მიიღებთ.
აი, ასეთია არტიშოკის სხეულის სუპერ-ტრანსფორმაციის ფორმულა L’Occitane-გან, რომელიც, საუკეთესო ტექნოლოგიური ფორმულის და უნიკალური შემადგენლობის გავლენით, რამდენიმე ბენეფიტს ერთად მოგიტანთ – ჯანმრთელობას, სხეულის გაჯანსაღებას, კანის სილამაზეს, ფიგურის სასურველ კორექციას და ლამაზ, გამოყვანილ სილუეტს.