ოქსიდაციური სტრესი და ანტიოქსიდანტების როლი იმუნიტეტსა და ჯანმრთელობაზე

    ხშირი ავადობა, უენერგიობა, საერთო სისუსტე, გუნება-განწყობის ცვლილებები, ქრონიკული დაავადებების განვითარება და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი აქტუალური გამოწვევაა. დღეისათვის, აღნიშნული პრობლემების მაპროვოცირებელ მნიშვნელოვან ფაქტორად ორგანიზმში ანტიოქსიდანტების ბალანსის შემცირება და ე.წ ოქსიდაციური სტრესის განვითარება სახელდება. რა გავლენა აქვთ ანტიოქსიდანტებს ჩვენს ორგანიზმზე, რა როლი აქვთ მათ იმუნურ სისტემასა და ზოგად ჯანმრთელობაზე და რა საფრთხის შემცველია ორგანიზმში ხანგრძლივად მიმდინარე ოქსიდაციური სტრესი – აღნიშნულ საკითხზე გვესაუბრება ენდოკრინოლოგი, ბ-ნი ვაჟა ვაჭარაძე.

    ბ-ნი ვაჟა: სანამ უშუალოდ ანტიოქსიდანტებზე გადავალთ, აუცილებელია ვახსენოთ ოქსიდაციური სტრესი. მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, ოქსიდაციური სტრესი ეს არის დისბალანსი  ჩვენს ორგანიზმში არსებულ დამცველობით ნივთიერებებსა და დამაზიანებელ ფაქტორებს შორის. სტრესი, არაბალანსირებული კვება, ულტრაიისფერი გამოსხივება, გარემოს დამაბინძურებელი ფაქტორები, მძიმე მეტალები, სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები, ხშირი ვირუსული ინფექციები და სხვა ფაქტორები, ორგანიზმში იწვევენ ბიოქიმიური პროცესების არასწორ წარმართვას, რომლის დროსაც ორგანიზმში წარმოიქმნება მავნე ნივთიერებები, ე.წ ოქსიდანტები – თავისუფალი რადიკალები და ჟანგბადის რეაქტიული ფორმები. იდეალურ პირობებში, ჩვენს ორგანიზმში ბუნებრივად არსებობს რიგი „დამცველობითი ნივთიერებებისა“ ე.წ ანტიოქსიდანტები, რომლებიც მიზანმიმართულად მოქმედებენ თავისუფალ რადიკალებზე, ახდენენ მათ განეიტრალებას და შესაბამისად გვიცავენ ოქსიდაციური სტრესის განვითარებისაგან. როდესაც მცირდება ორგანიზმში ანტიოქსიდანტების დონე, იზრდება თავისუფალი რადიკალების რაოდენობა და ვითარდება ოქსიდაციური სტრესი.  

    • რა დამაზიანებელი შედეგი შეიძლება გამოიწვიონ თავისუფალმა რადიკალებმა – ოქსიდანტებმა?

    ბ-ნი ვაჟა: ოქსიდანტები ყველა ორგანოსა და ორგანოთა სისტემაზე ახდენენ დამაზიანებელ ზემოქმედებას, ეს იქნება იმუნური, ენდოკრინული, ნერვული, რეპროდუქციული, მხედველობის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის თუ გულ-სისხლძარღვთა სისტემა. ოქსიდანტები ზრდიან ქრონიკული დაავადებების, მათ შორის შაქრიანი დიაბეტის, ქრონიკული ანთებითი და აუტოიმუნური პროცესების, ნეიროდეგენერაციული დაავადებების, ათეროსკლეროზის, სიმსუქნესთან დაკავშირებული სხვა და სხვა დარღვევების განვითარების რისკს.  ბოლოდოინდელი კვლევებით დასტურდება, რომ თავისუფალი რადიკალები სერიოზულ საფრთხეს უქმნიან იმუნური სისტემას, ამცირებენ მის მდგრადობას სტრესის, ვირუსების, ბაქტერიებისა და ალერგენების მიმართ და ზრდიან სეზონური თუ არა სეზონური ინფექციებით ავადობის რისკს, ხოლო ავადობის მიმდინარეობისას, ოქსიდაციური სტრესი კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას, რაც შესაძლოა ჰოსპიტალიზაციისა და სხვა გართულებების მიზეზი გახდეს.  

    • რა ტიპის ანტიოქსიდანტები არსებობს და როგორია მათი გავლენა ორგანიზმზე?

    ბ-ნი ვაჟა: ანტიოქსიდანტები იყოფა ვიტამინებად, მინერალებად და მიკროელემენტებად.  ყველაზე ცნობილი და კარგად შესწავლილია A,C,E  ვიტამინები, სელენიუმი, მაგნიუმი და თუთია და ა.შ სელენი, ჩვენს ორგანიზმში არსებული, ბუნებრივი მძლავრი ანტიოქსიდანტის – გლუტათიონის გამომუშავებაში გვეხმარება და განაპირობებს იმუნური სისტემის, ფარისებრი ჯირკვლისა და ღვიძლის ადეკვატურ  ფუნქციონირებას. თუთია ესენციური ანუ სასიცოცხლო მნიშვნელობის მინერალია, რომელიც ადამიანის ორგანიზმში 200-ზე მეტი ჰორმონისა და ფერმენტის სინთეზზეა პასუხისმგებელი; მას უდიდესი გავლენა აქვს უჯრედულ იმუნურ პასუხზე, ენდოკრინული, რეპროდუქციული და ნერვული სისტემის ფუნქციობაზე, ნივთიერებათა ცვლაზე და ზოგადად, ჩვენს ჯანმრთელობაზე. კვლევებით დადასტსურებულია, რომ თუთიის ნაკლებობისას იმუნური სტატუსი უარესდება და იზრდება ვირუსული ინფექციებით ავადობის რისკი. ასევე, რა თქმა უნდა უდიდესი მნიშნელობა აქვს A, C, E ვიტამინებს, როგორც მძლავრ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც უჯრედულ დონეზე ახდენენ ოქსიდაციურ სტრესთან ბრძოლას და იცავენ მხევდელობის აპარატს, გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული, იმუნური, ნერვ-კუნთოვანი თუ კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებების განვითარებისაგან.  

    • ბ-ნო ვაჟა, რადგან ესოდენ დიდი როლი ენიჭება ანტიოქსიდანტებს, როგორ უნდა ვიზრუნოთ ორგანიზმში მათი ბალანსის აღდგენაზე? მით უფრო, ზამთრის პერიოდში, რადგან როგორც ახსენეთ, მათ მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ ჩვენს იმუნურ სისტემაზე…

    ბ-ნი ვაჟა: ანტიოქსიდანტების უმრავლესობის სინთეზის უნარი ორგანიზმს არ გააჩნია, იდეალურ პირობებში მათ ვიღებთ საკვებიდან. თუმცა, არაბალანსირებული კვება, საკვებში გნმ პროდუქტების არსებობა, გარემოში მძიმე, ტოქსიკური მეტალების მაღალი კონცენტრაცია, თვითნებური დიეტები, სხვადასხვა დაავადებები, მათ შორის ენდოკრინოპათიები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები – განსაკუთრებით ისეთი დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია ნუტრიენტების აბსორბციის პრობლემებთან, ჰორმონალური და მეტაბოლური დისბალანსი, თამბაქო, ალკოჰოლი და ცხოვრების არაჯანსაღი წესი იწვევს ანტიოქსიდანტების რაოდენობის შემცირებას და ასევე ამცირებს მათი ათვისების უნარს. სწორედ ამიტომ, ორგანიზმში ანტიოქსიდანტების ბალანსის აღდგენისთვის, მნიშვნელოვანი ხდება სწორად შერჩეული, ანტიოქსიდაანტური უნარის მქონე მიკრო-მაკრო ნუტრიენტების უსაფრთხო, სადღეღამის დოზების შემცველობის ბიოლოგიურად აქტიური დანამატების მიღება. ამ მხრივ, გამოვარჩევდი ცნობილი ევროპული კომპანია „ვალმარკის“ მიერ წარმოებულ ბრენდს „სელეზინი 𝐀𝐂𝐄-ს“, რომელიც შეიცავს მეცნიერულ დონეზე შესწავლილ ანტიოქსიდანტების კომბინაციას და ორგანიზმში ქმნის უნიკალურ, ანტიოქსიდაციურ ქსელს. „სელეზინი 𝐀𝐂𝐄-ს“ შემადგენლობაშია თუთია, სელენიუმი, A, C, E ვიტამინები უსაფრთხო, რეკომენდებული სადღეღამისო დოზით და მათი მაღალი სინერგიზმი გვაძლევს საშუალებას კომპლექსურად ვიზრუნოთ როგორც ორგანიზმის დაცვაზე ოქსიდაციური სტრესისაგან, ასევე იმუნური, ენდოკრინული, ნერვული, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და მხედველობის აპარატის ჯანსაღ ფუნქციობაზე. ვახსენეთ კომპლექსური ზრუნვა და მინდა მკითხველს ავუხსნა, თუ რას მოიცავს – როგორც ვიცით, ნებისმიერი დაავადების საწყისი უჯრედულ დონეზეა, მით უფრო როცა ვსაუბრობთ ოქსიდაციურ სტრესზე. „სელეზინი 𝐀𝐂𝐄-ს“ კომპონენტები უჯრედს ყველა დონეზე იცავენ თავისუფალი რადიკალების შემოტევისაგან, ახდენენ მათ გაუვნებელყოფას და ამასთანავე უზრუნველყოფენ ერთმანეთის ჟანგვა-აღდგენითი პროცესების სტიმულირებას. სწორედ ამიტომ, „სელეზინი 𝐀𝐂𝐄“ მოქმედებს სწრაფად, ეფექტურად და მიღებულ შედეგს ინარჩუნებს ხანგრძლივად. რაც შეეხება კონკრეტულად იმუნურ სისტემასთან „სელეზინი 𝐀𝐂𝐄“-ს ურთიერთქმედებას, მისი მიღების ფონზე მნიშვნელოვნად უმჯობესდება უჯრედული იმუნური სტატუსი – ანუ, იზრდება ორგანიზმის მდგრადობა სეზონური, ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციების მიმართ და მცირდება ინფიცირების მაჩვენებელი, ხოლო ავადობის მიმდინარეობისას კი ხდება გართულებების რისკის შემცირება და ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება. 

    • ბ–ნო ვაჟა, რამდენად უსაფრთხოა „სელეზინი ACE“ და რა ასაკიდან შეიძლება მისი გამოყენება?

    ბ-ნი ვაჟა: ბიოლოგიურად აქტიური დანამატების ეფექტიანობასა და უსაფრთხოებას განსაზღვრავს წარმოების ხარისხი, რამდენადად მაღალი ბიოათვისება აქვს, წარმოდგენილია თუ არა დანამატების გარეშე, რა კვლევები არსებობს მის გარშემო და ა.შ.  „სელეზინი 𝐀𝐂𝐄“ როგორც უკვე აღვნიშნე, წარმოებულია სანდო, ევროპული ფარმაცევტული კომპანია „ვალმარკის“ მიერ, ყველა საერთაშორისო რეკომენდაციისა და სტანდარტის გათვალისწინებით. იგი წარმოდგენილია შემოგარსული, დაცული აბის სახით და მასში არ არის მავნე დანამატები – შაქარი, გლუტენი, ხელოვნური კონსერვანტები და სხვა… რაც ნიშნავს იმას, რომ, საჭიროებისას, როგორც გასტროინტენსტინალური ტრაქტის სხვადასხვა პრობლემების, ასევე დიაბეტის ან სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პირთათვის, უსაფრთხოა მისი მიღება. მარტივად, რომ ვთქვათ „სელეზინი 𝐀𝐂𝐄-ს“ მიღების ფონზე, ხდება ანტიოქსიდანტური ბალანსის აღდგენა, ორგანიზმის ჯანსაღი ფუნქციობისა და იმუნური სისტემის მდგრადობის გაუმჯობესება.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი