ბოლო დროის ყველაზე გაყიდვადი კეტები, რომლებიც ყველანაირ სტილს უხდება!

    კეტები, იგივე Sneakers, თანდათან ანაცვლებს კლასიკურ ფეხსაცმელს ჩვენს ყოველდღიურობაში. ყოველდღიურობაში იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არსებობს გარემოებები (წვეულებები, სხვადასხვა ღონისძიებები) სადაც კლასიკური ფეხსაცმელი უნდა ჩაიცვა. სხვა დანარჩენი შემთხვევებისთვის კი არსებობს კეტები!

    კაბასთან, ქვედაბოლოსთან, ჯინსთან, ნაჭრის შარვალთან, პიჯაკთან, პალტოსთან, თეთრ პერანგთან, ბრეტელებიან მაისურთან – ყველაფერთან შეიძლება კეტების შეხამება. ოღონდ კეტებსაც გქააჩნია. ბოლო რამდენიმე წელია, ფეხსაცმლის მწარმოებლები თავდაუზოგავად შრომობენ, რომ ერთმანეთს კონკურენცია გაუწიონ და შექმნან მოდელები, რომლებიც უნივერსალური და ყველაზე გაყიდვადი იქნება.

    ამასობაში კეტებიც დაიყო ყოველდღიურ, სპორტულ და “გამოსასვლელ” კეტებად.

    თქვენ წინაშეა სუპერ კომფორტული PUMA, ADIDAS, M. Gemi, VINCE, RAG & BONE, GUCCI, GOLDEN GOOSE, COMMON PROJECTS, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ ლუქს გამორჩეულ იერს აძლევენ.

                 

    მაღაზიებში ფეხსაცმლის ცნობილი მწარმოებლების პროდუქტების გვერდით კი არაერთი ახალი ბრენდიც გაჩნდა. ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი VEJA აღმოჩნდა, რომელიც ნატურალური მასალისგან და ნარჩენებისგან მზადდება.

    თუმცა სტატია ყველაზე მოდურ Sneakers-ებზეა, რომლებიც ყველაზე მეტად უხდება კაბებსა და ქვედაბოლოებს. თან, ამასობაში VEJA-ც “გაპაპსავდა,” ასე რომ, კლასიკას მივაწვეთ!

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი