ბოტოქსი იდეალური გამოსავალია მიმიკური ნაოჭების გასაქრობად და დაბერების პროცესის შესაჩერებლად. ამ პოცედურას ყოველწლიურად უამრავი ადამიანი მიმართავს. იმისათვის, რომ შედეგი მაქსიმალურად ხანგრძლივი და ეფექტური იყოს, აღნიშნული პროცედურა აუცილებლად მაღალკვალიფიციური პროფესიონალის მიერ, მაღალი ხარისხის პროდუქციით უნდა გაკეთდეს.
როდესაც საქმე სილამაზეს ეხება, ხარისხი და პროფესიონალიზმი მთავარი ინდიკატორებია, რის მიხედვითაც ვირჩევთ ვის მივანდოთ ჩვენი კანი. საუკეთესოს ძიებამ ესთეტიკური მედიცინის კლინიკა Skin Code-თან მიგვიყვანა, სადაც ბოტოქსიც და ყველა სხვა პროცედურაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, უმაღლესი ხარისხის, ინოვაციური პროდუქციით კეთდება.
როგორც Skin Code-ში განგვიმარტეს, ბოტულინოტოქსინი ნატურალური ბაქტერიაა, რომლის მინიმალური რაოდენობით გამოყენებაც მიმიკური ნაოჭების გაქრობას იწვევს. ხშირად ამბობენ, რომ 1 ჩხვლეტა უდრის მინუს 10 წელს. ბოტულინოთერაპიის შემდეგ მიმიკით გამოწვეული ნაოჭები ზედაპირულად შეუმჩნეველი ხდება.
ბოტოქსის ინექციების გაკეთება მთელს სახეზე შეიძლება. წარსულს ჩაბარდა ის მოსაზრებაც, რომ ბოტოქსი სახის გაშეშებას იწვევს. დღეს ის საშუალებას გვაძლევს დავაკორექტიროთ ნაკვთები და ამავდროულად, შევინარჩუნოთ ბუნებრიობა. ეს კი ყველაზე კარგად სწორედ Skin Code-ის პროფესიონალ სპეციალისტებს გამოსდით, რადგან თანამედროვე სტანდარტების კლინიკაში პროცედურები თანამედროვე პროტოკოლების დაცვით, უმაღლესი ხარისხის პრეპარატებით კეთდება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადრეულ ასაკში ბოტოქსის ინექცია პრევენციაა შემდგომში განვითარებული მიმიკური ნაოჭებისთვის. იმ ადამიანებისთვის, ვინც აქტიური მიმიკით ხასიათდებიან, ბოტულინოთრაპია აუცილებელი და საჭირო პროცედურაა.
პროცედურა თითქმის უმტკივნეულოა, მისი დასრულების შემდეგ შეიძლება შეიმჩნეოდეს უმნიშნელო სიწითლე. სხვა მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები ბოტულინოთერაპიას არ ახასიათებს. ასე რომ, თამამად შეგიძლიათ მიმართოთ Skin Code-ს და მიანდოთ თქვენი სილამაზე და ახალგაზრდობა ნამდვილ პროფესიონალებს.