ქარდი ბი ლუვრის ფასადზე ადგილს დამსახურებულად იკავებს

    ქარდი ბი ნამდვილი კულტურული ინსტიტუციაა – ჯერ იყო და მისმა სიმღერამ WAP ვნებათა ღელვა გამოიწვია და გარკვეულწილად ბოლო დროინდელი მძიმე მოვლენები გაანეტირალა, ახლა კი არც მეტი, არც ნაკლები, ლუვრის გარე ფასადზე “გამოიჭიმა.”

    საქმე იმაშია, რომ მომღერალმა 2018 წელს სიმღერით I Like It თავისი სიყვარული გამოხატა BALENCIAGA-ს მიმართ (“I like stunting, I like shining / I like million dollar deals / Where’s my pen? Bitch I’m signin’ / I like those Balenciagas, the ones that look like socks”). დემნა გვასალიამ ეს სიყვარული დაუფასა და BALENCIAGA-ს შემოდგომის კამპანიის სახეც გახდა. შავ, ძალიან გამოყვანილ კაბაში გამოწყობილი, მწვანე მინდორზე წამოწოლილი, საბავშვო სათამაშოებით გარშემორტყმული ქარდი ბი ახლა ლუვრის ფასადს ამშვენებს.

    P.S. მას შემდეგ, რაც გვასალიას კრეატიულმა გუნდმა მსოფლიოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე უარი თქვა სტუდიურ გადაღებებზე (BALENCIAGA-ს ბოლო დროინდელ კამპანიებში ე.წ. “სელფ შოთები” გამოიყენებოდა), ეს პირველი პროფესიონალური გადაღება იყო.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი