ცნობილი ბრენდების სოციალური პასუხისმგებლობა ვირუსთან ბრძოლის საქმეში

    Covid 19-ის გამოჩენის შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი/კომპანია გაერთიანდა ვერაგ მტერთან საბრძოლველად. დღეს, მსოფლიოს ერთი მიზანი აერთიანებს – ხელი შეუშალოს ვირუსის გავრცელებას და რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადარჩეს.

    პანდემიასთან ბრძოლაში თავისი წვლილი შეაქვს მოდის სამყაროსაც – ცნობილი ბრენდები უდიდეს სოციალურ პასუხისმგებლობას იჩენენ: რიცხავენ ფულს, ამზადებენ ნიღბებს და ხალათებს, სადეზინფექციო საშუალებებს, ეხმარებიან ფონდებს და მედიცინის მუშაკებს.

    წარმოგიდგენთ ბრენდების ჩამონათვალს, რომლებსაც წვლილი შეაქვთ უამრავი სიცოცხლის გადარჩენის საქმეში:

    Bvlgari – პირველიდან რვა მაისამდე გაყიდვების 10 პროცენტს ამერიკასა და კანადაში მცხოვრებ ბავშვებს გადაურიცხავს, რომ პანდემიის დროს ისინი საკვებითა და საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყონ.

    Channel – დაამზადებს 50.000 ნიღაბს და ხალათს ფრანგი მედიკოსებისთვის და პოლიციელებისთვის. ბრენდმა სასწრაფო დახმარების დაწესებულებებს 1.2 მილიონი ევროც გადაურიცხა.

    Giorgio Armani – იტალიის საავადმყოფოების დასახმარებლად 1.2 მილიონი ევრო გადარიცხა. ბრენდმა Bergamo-ს და Piacenza-ს საავადმყოფოების დასახმარებლად გაღებული რესურსი 2 მილიონ ევრომდე გაზარდა.

    Burberry – იწყებს ხალათებისა და ნიღბების შეკერვას. გარდა ამისა, ინგლისის ჯანმრთელობის ნაციონალურ ცენტრს ბრენდი 100.000 ქირურგიულ ნიღაბს გადასცემს და ოქსფორდის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებს დააფინანსებს.

    Tommy Hilfiger – 10.000 თეთრ მაისურს გაუგზავნის ვირუსით დაავადებულებთან მომუშავე მედიკოსებს ევროპასა და ამერიკაში, რომ მათ სმენაში რამდენჯერმე შეძლონ გამოცვლა. გარდა ამისა, ბრენდი ლიმიტირებულ, ე.წ. “კაფსულა” კოლექციას გამოუშევბს (მაისურები და თბილი ზედები), რომლის მოგებაც ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება.

    Vince – ნიუ-იორკისა და ლოს ანჯელესის საავადმყოფოებს 30.000 ნიღაბი გადასცა. გარდა ამისა, ჩაატარა საქველმოქმედო აუქციონი, რომლის დროსაც 15.000 დოლარი შეგროვდა და ფონდებს გადაეცა.

    Bottega Veneta – აფინანსებს სამეცნიერო კვლევებს, რათა დროულად მოხდეს ვირუსის გავრცელების პრევენცია. გარდა ამისა, თანხა ირიცხება წინა ხაზზე მომუშავე ექიმებისთვის და მათთვის, ვინც ჩართულია არსებული პრობლემის კვლევაში.

    Louis Vuitton – იწყებს ისეთი ნიღბების შექმნას, რომლებიც კოტონისგან იქნება დამზადებული და შესაძლებელი იქნება გარეცხვა და ხელახლა გამოყენება. ნიღბები გადაეცემა შტატებს, სადაც დაინფიცირებულთა ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

    American Eagle / Aerie – ბრენდებმა უკვე გაიღეს 1 მილიონი დოლარი Covid 19-თან საბრძოლველად. გარდა ამისა, ისინი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს მილიონ ნიღაბს გადასცემენ. ასევე, თანამშრომლობენ America’s Food Fund-თან, რომელიც აკონტროლებს, რომ საკვები ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს.

    Bvlgari – გამოუშვებს ათასობით ხელის სადეზინფექციო საშუალებას (75მml), რომლებიც მედიცინის სფეროს წარმომადგენლებს დაურიგდებათ. წარმოების მოცულობა კი თვეების განმავლობაში გაიზრდება.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი