D ვიტამინის უკმარისობა ადრე გაზაფხულზე აქტუალური პრობლემაა

    ზამთრის მიწურულს, გაზაფხულის მოახლოებისას, ხშირად ვუჩივით საერთო სისუსტეს, უენერგიობას, გუნება-განწყობის ცვლილებას, წონის მატებას, სახსრებისა და კუნთების ტკივილს. უახლესი მონაცემებით, აღნიშნული ჩივილები D ვიტამინის დეფიციტს უკავშირდება. რატომ იზრდება ადრე გაზაფხულზე D ვიტამინის უკმარისობის რისკი, რა საფრთხის შემცველია ორგანიზმისთვის და როგორ ვიზრუნოთ D ვიტამინის დეფიციტის პრევენციაზე, – გვესაუბრება ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ლაშა უჩავა.

    ბ-ნი ლაშა: „გაზაფხულზე ხშირი და აქტუალური პრობლემაა D ვიტამინის დეფიციტი/ნაკლებობა და მიზეზიც ნათელია. ზამთარში, უმეტეს დროს ვატარებთ დახურულ სივრცეში, ხშირად ვავადობთ, მზიდან და  საკვებიდან ვერ ვიღებთ საკმარისი რაოდენობით D ვიტამინს. წარმოიდგინეთ, ადამიანის პრაქტიკულად ყველა უჯრედს ჯანსაღი ფუნქციობისთვის ყოველწამიერად სჭირდება D ვიტამინი, რისთვისაც ჩვენი ორგანიზმი აქტიურად მოიხმარს D ვიტამინის იმ მარაგს, რისი რესურსიც მას აქვს. შესაბამისად, თუ ზამთრის პერიოდში საპროფილაქტიკო დოზით არ ვიღებთ D ვიტამინს, ზამთრის შემდეგ, გაზაფხულს ადამიანი ხვდება D ვიტამინის შინაგანი რესურსით გახარჯული. შედეგად დგება D ვიტამინის უკმარისობა ან დეფიციტი.“

    • ბ-ნო ლაშა, რამდენად აქტუალური და საფრთხის შემცველია D ვიტამინის ნაკლებობა ან უკმარისობა? 

    ბ-ნი ლაშა: „D ვიტამინის დეფიციტი როგორც გლობალურად, ასევე ჩვენთან, საქართველოშიც აქტუალური პრობლემაა. ჩემი პრაქტიკული გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ პირველადი პაციენტების უმრავლესობას აქვს ლაბორატორიულად დადასტურებული D ვიტამინის უკმარისობა ან დეფიციტი. დღეისათვის, მედიცინაში D ვიტამინის ნაკლებობასთან 90-ზე მეტი დაავადება და მდგომარეობა ასოცირდება. გარდა ყველასათვის ნაცნობი ძვლოვანი პრობლემებისა და ოსტეოპოროზისა, D ვიტამინის დეფიციტი ზრდის სეზონური ინფექციებით ავადობის, ონკოლოგიური დაავადებების, დეპრესიის, შფოთვითი აშლილობების, გუნება-განწყობის გაუარესების, ძილის დარღვევების, მეხსიერების გაუარესების, კუნთების ტკივილის, მოტეხილობების, ჭარბი წონის, დიაბეტის, უშვილობის, ენდოკრინოპათიების და სხვა უამრავი გართულებების რისკს. აღსანიშნავია, რომ ბოლო მონაცემებით ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა აქვს D ვიტამინს ახალგაზრდობის, განსაკუთრებით კანის ელასტიურობის შენარჩუნებაზე. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინი მოქმედებს ფერმენტ ტელომერაზაზე, რომელიც აკონტროლებს ტელომერების სიგრძეს. სწორედ ტელომერების სიგრძეზეა დამოკიდებული კანის ელასტიურობა და სიჯანსაღე. ასაკის მატებასთან ერთად, მათი სიგრძეში შემცირება იწვევს დაბერებას. თუ ჩვენ ვზრუნავთ ორგანიზმში D ვიტამინის ჯანსაღ ბალანსზე და ვინარჩუნებთ მას, ვინარჩუნებთ ჯანმრთელობას, ახალგაზრდობას და სილამაზეს.“ 

    • როგორ უნდა ამოვიცნოთ D ვიტამინის დეფიციტი, რა ნიშნებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ თავიდან ავირიდოთ დეფიციტი?  

    ბ-ნი ლაშა: „D ვიტამინის დეფიციტის ნიშნები მრავალია. მაგალითად, ერთ-ერთი აქტუალური ნიშანია წონის გაჯიუტება. ძალიან ხშირია, რომ ადამიანი დიეტაზეა, ვარჯიშობს და წონა უძრავია. ჩაიტარებენ ანალიზს და აღმოაჩენენ, რომ D ვიტამინის დეფიციტი აქვთ. ასევე, თავს იჩენს ოფლიანობა, კანის გამოშრობა და სტრუქტურის გაუარესება, თმის ცვენა, კუნთების და ძვლების ტკივილი, იწყება უძილობა, შფოთვა, იზრდება ემოციურობა, მეხსიერების პრობლემები. ყველა ეს ჩივილი ადვილად რეგულირდება, როცა აღმოვაჩენთ ხოლმე პრობლემას – D ვიტამინის ნაკლებობას და ვიწყებთ მის სწორ, რეკომენდებული დოზებით მიღებას. იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ D ვიტამინის დეფიციტი თუ უკმარისობა, არსებობს საპროფილაქტიკო დოზები. გამოთვლილია, რომ საშუალოდ ნებისმიერი ასაკის ადამიანს დღიურად სჭირდება 400-დან 2000 სე-მდე D ვიტამინი, რომლის ყოველდღიური მიღება რეკომენდებულია შემოდგომიდან გაზაფხულის ჩათვლით. ჩემს პრაქტიკაში გამოცდილი მაქვს ყველასათვის კარგად ნაცნობი, ევროპული ბრენდი „ვიტაფეროლი“, რომელიც სხვა ბევრი სარგებლის მიღმა, ორი განსაკუთრებული მიზეზის გამოა უპირატესი. პირველი ეს გახლავთ „ვიტაფეროლში“ D ვიტამინის ემულსიფიცირებული ფორმით არსებობა, რაც ნიშნავს, რომ მას აქვს ყველაზე მაღალი ბიოათვისების უნარი, ანუ „ვიტაფეროლი“ იდეალურად აითვისება და მეორე უპირატესობა ეს გახლავთ მასში დანამატების არ არსებობა. „ვიტაფეროლი“წვეთების და კაფსულების სახითაა წარმოდგენილი და არცერთი მათგანი არ შეიცავს არანაირ მავნე დანამატს – შაქარს, გლუტენს, არომატიზაოტს, ემულგატორებს და ა.შ, ანუ არის სუფთა სახის D ვიტამინი და უსაფრთხო, შესაბამისად, რეკომენდებული ხანგრძლივი მიღებისთვის.“

    • ბ-ნო ლაშა, ვისთვისაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი D ვიტამინის მიღება, მით უფრო ახლა, გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად და როგორია „ვიტაფეროლის“ სწორი მიღების რეკომენდაცია?

    ბ-ნი ლაშა: „დავიწყოთ იმით, რომ D ვიტამინის საპროფილაქტიკო დოზით მიღება, ზოგადად, შემოდგომიდან-გაზაფხულის ბოლომდე სჭირდება ყველას, თუმცა, განსაკუთრებით აუცილებელია მისი რუტინული მიღება ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისთვის, პრე-პოსტ მენოპაუზალურ ასაკში მყოფი ქალბატონებისთვის, ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც მუშაობს და დროის უმეტეს ნაწილს დახურულ სივრცეში ატარებს. მაგალითად, ბავშვებისა და მოზარდებისთვის საპროფილაქტიკო, ყოველდღიური მიღებისთვის რეკომენდებულია „ვიტაფეროლი ემულსია“- წვეთების სახით, რომლის 1 დოზა შეიცავს სუფთა სახის D ვიტამინის 400 სე და კომფორტული დოზატორით გვაძლევს ზუსტი დოზირების საშუალებას. რადგან პროფილაქტიკაზე ვსაუბროთ, 1-2 წვეთი ყოველ დილით, საუზმის შემდეგ, თავიდან აგვარიდებს D ვიტამინის უკმარისობას და დეფიციტს. რაც შეეხება მოზრდილებს და ხანდაზმულებს, მათთვის „ვიტაფეროლი მეგა D3-ია“,  რომლის 1 კაფსულაში 2000 სე ვიტამინი D3-ია და საპროფილაქტიკოდ შეუძლიათ მიიღონ 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში. „ვიტაფეროლის“ კაფსულა ძალიან საინტერესოა იმ კუთხითაც, რომ ის არის გასტრორეზისტენტული, რომელიც მხოლოდ ნაწლავში იხსნება და მისი ათვისება არ არის დამოკიდებული კუჭის მჟავიანობაზე, მაგალითად გასტრიტის, კუჭის წყლულის ან სხვა დაავადებების დროსაც რეკომენდებულია. რაც შეეხება დეფიციტს, ამ დროს დოზირება განსხვავებულია და აუცილებელია, რომ დოზირება შეირჩეს ანალიზის მიხედვით“. 

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი