დამცავები, რომლებიც დაგეხმარებათ იდეალური რუჯის უსაფრთხოდ მიღებაში

    ზაფხულის მოახლოვებასთან ერთად, გარდერობში სქელ ტანსაცმელს სარაფნები და ღია ტანსაცმელი ანაცვლებს, ხოლო აუზებზე და ზღვის სანაპიროზე რუჯის მოყვარულთა რიცხვი მატულობს. რამდენადაც მომხიბვლელია გარუჯული სხეული, იმდენად სახიფათოა ულტრაიისფერი სხივების კანზე ზემოქმედება. მზის აბაზანების გადაჭარბებულმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს უჯრედების – კერატონოციტების დაბერება, დნმ-ის სტრუქტურის რღვევა და შედეგად, ამ უჯრედების კვდომა.

    თუ ფიქრობთ, რომ მზისგან დამცავი კრემი მხოლოდ გარუჯვისას უნდა წავისვათ, ცდებით, რადგან ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისგან სახის კანსაც სჭირდება ყოველდღიური დაცვა. იმისათვის, რომ ეს საფრთხეები თავიდან ავიცილოთ, ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა დამცავი საშუალების სწორად შერჩევა და იმის ცოდნა, თუ როგორი ტიპის კრემია საჭირო ჩვენი კანისთვის. სწორედ ამიტომ, Beauty Magazine გთავაზობთ მზისგან დამცავი კრემების ჩამონათვალს რომელიც „ფარმსახლმა“ სპეციალურად ჩვენი მკითხველისთვის მოამზადა.

    მაშ ასე, თქვენ წინაშეა SEBOCALM-ის, Pharmaceris-ის, SOSKIN-ის და EVELINE cosmetics-ის პროდუქცია და მოკლე აღწერა, რათა მათი შეძენისას ზუსტად იცოდეთ რა გჭირდებათ და სწორი არჩევანი გააკეთოთ.

    SEBOCALM-ის მზისგან დამცავი კრემი ნორმალური და მშრალი კანისთვის SPF30

    უზრუნველყოფს UVA და UVB სხივების მავნე ზემოქმედებისგან კანის მაქსიმალურ დაცვას, შეიცავს ანტიოქსიდანტებს და მინერალებს. შედეგად კი ინარჩუნებთ ჯანმრთელ კანს. არის ჰიპოალერგიული დ დერმატოლოგიურად ტესტირებულია მგრძნობიარე კანზე. მისი გამოყენება რეკომენდირებულია მოზრდილებში, დიდებში და ბავშვებში 6 თვის ასაკიდან.

    შემადგენლობა: მკვდარი ზღვის მინერალები, მწვანე ჩაი, ალოე.

    Pharmaceris-ის სხეულის დამარბილებელი მზისგან დამცავი ემულსია – SUN BODY PROTECT SPF 30

    ეს გახლავთ მაღალი დაცვის ეფექტის მქონე ემულსია მზის სხივების მავნე მოქმედებისგან, ამცირებს პიგმენტური ლაქების გამოვლინებისა და ფოტოალერგიის რისკს. ხელს უშლის მზისმიერი კანის დაბერების პროცესს, არბილებს და კვებავს კანს, იცავს ეპიდერმისს გამოშრობისგან.

    Pharmaceris-ის დამატენიანებელი და მზისგან დამცავი სახის კრემი – SUN PROTECT SPF 30

    აქვს ინტენსიური დამცავი ეფექტი მზის სხივების მოქმედებისგან. არბილებს და კვებავს სახის კანს, ასევე ამშვიდებს მზის სხივებით გამოწვულ გაღიზიანებას. გარდა ამისა, აღადგენს კანის ელასტიურობასა და სიგლუვეს. ადვილად და სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს ცხიმიან ელფერს.

    Pharmaceris-ის სახის მზისგან დამცავი ჰირდოლიპიდური კრემი – SUN PROTECT SPF 50+

    იდეალურად იცავს კანს მზის სხივებისგან. ამცირებს პიგმენტური ლაქების გამოვლინებისა და ფოტოალერგიის რისკს.  რაც მთავარია, ხელს უშლის კანის მზისმიერ დაბერების პროცესს.

    Pharmaceris-ის სახისა და ტანის მზისგან დამცავი კრემი ბავშვებისთვის – SUN PROTECT SPF 30

    სპეციალური ფორმულა მგრძნობიარე კანისთვის

    შეიცავს სპეციალურ ფოტოსტაბილურ ფილტრებს და ავლენს ძალიან მაღალ დამცავ ეფექტს. შეიწოვება სწრაფად და არ ტოვებს ცხიმიან ფენას კანზე. ინტენსიურად კვებავს კანს და გამოიყენება მოზრდილებში 18 წლის ასაკიდან.

    კრემის მცირე რაოდენობა პატარას მზეზე გასვლამდე 20-30 წუთით ადრე უნდა წაუსვათ, განმეორებით კი 2 საათის შემდეგ.

    Soskin-ის დროც მოვიდა… 

    იცოდით, რომ SPF დაცვა აათმაგებს მზეზე ყოფნის დროს!
    მაგალითად, თუ გაქვთ მუქი კანის ფერი, მზეზე ყოფნისასას კანი 10 წუთში უკვე გაგიწითლდებათ. თუ იხმართ საშუალებას SPF 10-ით, მზეზე უსაფრთხოდ გაჩერების დრო იქნება 10×10, ანუ ერთი საათი და 40 წუთი. ამ დროის მანძილზე ნამზეურს მიიღებთ, მაგრამ არ დაიწვებით. შემდეგ უკვე დამატებით ნელსაცხებლის წასმა მოგიწევთ. დამცავის საუკეთესო ვარიანტი უნდა შეარჩიოთ მზის ინტენსივობისა და საკუთარი კანის ტიპის მიხედვით.

    Soskin-ის კრემი არის ჰიპოალერგიული და არაკომედოგენური. ეს ბრენდი გვთავაზობს წყალგამძლე, არაცხიმოვანი მსუბუქი ტექსტურის კრემს მზისგან დამცავი მაღალი ფილტრით, რომელიც არეგულირებს კანის ოპტიმალურ ბალანსს და უზრუნველყოფს მის ხანგრძლივ დაცვას ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან.

    ახლა კი გადავიდეთ EVELINE COSMETICS-ზე; „ფარმსახლში“ ამ ბრენდის პროდუქციის დიდი არჩევანია, თუმცა ამ პოსტში ყურადღებას BB კრემებზე გავამახვილებთ. წარმოგიდგენთ კომპლექსურ, მზისგან დამცავ წყალგამძლე BB კრემს სახისა და დეკოლტესთვის SPF 30 და SPF 50.

    კომპლექსური მზისგან დამცავი წყალგამძლე კრემი SPF30 და SPF50 რევოლუციური პროდუქტია კომპლექსური მოქმედებით, რომელიც კანს ერთგვაროვან ტონს ანიჭებს:

    • უზრუნველყოფს ძლიერ და ხანგრძლივ დაცვას ულტრაიისფერი სხივებისაგან
    • კანს იცავს UVA დaUVB სხივებისაგან
    • სახის ტონს ხდის ერთგვაროვანს
    • აფერხებს ფოტოდაბერებასა და პიგმენტაციას
    • უზრუნველყოფს თანაბარ და უსაფრთხო რუჯს
    • ღრმად ატენიანებს ეპიდერმისს, ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას

    მაღალი დონის დაცვა ღია და გარუჯული კანისათვის SPF 30

    მასში შემავალი აქტიური კომპონენტები:

    UVA/UVB – ახალი გენერაციის ფილტრები მზისგან დაცვის ოპტიმალურ დონეს უზრუნველყოფენ, რაც ხელს უწყობს თანაბარი და უსაფრთხო რუჯის მიღებას დამწვრობისა და პიგმენტური ლაქების გარეშე.

    ჰიალურონის მჟავა –ინტენსიურად ატენიანებს ეპიდერმისს, იცავს გამოშრობისაგან.

    ვიტამინების კომპლექსი A, E, F – ხსნის გაღიზიანებას და აქრობს ანთებით პროცესებს, ღრმად ატენიანებს.

    მინერალური პიგმენტები – ნიღბავს კანის ხარვეზებს და იდეალურად ერთგვაროვანს ხდის სახის ტონს.

    კოფეინი – ააქტიურებს მიკროცირკულაციას და ამკვრივებს კანს.

    თხევადი პროტეინები – გააჩნიათ დამატენიანებელი მოქმედება.

    ზღვის მინერალები – იცავენ კანს სითხის დაკარგვისაგან.

    კოლაგენი და ელასტინი – ქმნის სახის კანზე დამჭიმავ ბადეს, უზრუნველყოფს მაქსიმალურ ხავერდოვნებასა და ელასტიურობას.

    კომპლექსური მზისგან დამცავი დონე სახისა და დეკოლტესთვის SPF 50 – ძალიან მაღალი დონის დაცვა ღია კანისთვის

    მასში შემავალი აქტიური კომპონენტები:

    UVA/UVB – ახალი გენერაციის ფილტრები იცავენ კანს და ხელს უწყობენ ერთგვაროვან და ბუნებრივ დაცვას პიგმენტური ლაქებისა და დამწვრობის გარეშე.

    Antyleuskin complex – იცავს კანის DNM-ს თავისუფალი რადიკალების აგრესიული მოქმედებისაგან. აფერხებს ფოტოდაბერებას.

    ჰიალურონის მჟავა – ინტენსიურად ატენიანებს ეპიდერმისს, იცავს მას გამოშრობისაგან.

    ვიტამინების კომპლექსი A, E, F – აქრობს ანთებით პროცესს, ღრმად ატენიანებს და არეგენირებს კანს. მატებს სიმკვრივესა და ელასტიურობას.

    კაკაოს ზეთი –  ცხიმოვანი მჟავების მაღალი შემცველობის წყალობით კანს ოპტიმალურად ატენიანებს და აფერხებს დაბერების პროცესს.

    დამცავების შესახებ ინფორმაციას დროდადრო ისევ მოგაწვდით. შევეცდებით, სასარგებლო და ამომწურავი მასალა მოვიძიოთ რომ მაღაზიაში მისვლისას არ გაგიჭირდეთ არჩევანის გაკეთება და ყოველთვის ზუსტად იცოდეთ რა სჭირდება თქვენს კანს იმისათვის, რომ იდეალურად გამოიყურებოდეს.

    P.S. ყველაზე მთავარი არ დაგავიწყდეთ – გაიმდიდრეთ ორგანიზმი საჭირო ნივთიერებებით “ვიადერმის” საშუალებით. გახსოვდეთ, სილამაზეზე ზრუნვა ჯანმრთელობაზე ზრუნვით იწყება და იდეალური კანი კი იდეალურ რუჯს უდრის.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი