ადამიანის ჯანმრთელობის განმსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ნაწლავის მიკროფლორა – ანუ მიკრობიოტაა. რა გავლენა აქვს მას ადამიანის ჯანმრთელობაზე, რა გართულებებს იწვევს მისი ცვლილება – დისბიოზი და როგორ აღვიდგინოთ ჯანსაღი მიკროფლორა, – აღნიშნულ საკითხზე გვესაუბრება ინფექციონისტი, ჰეპატოლოგი, გასტროენტეროლოგი, ქ-ნი თამარ რუხაძე
ქ-ნი თამარი: ადამიანის მიკრობიომი (მიკროფლორა) ძალიან მრავალფეროვანია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ნაწლავის მიკროფლორას აკისრია, რომელიც ერთგვარი „რეზერვუარია“ მეგობარი ბაქტერიებისა. აღმოჩნდა, რომ ჩვენ, საკუთარ გენეტიკაზე 100-ჯერ მეტ ინფორმაციას ბაქტერიების შესახებ ვფლობთ. სწორედ ჯანსაღ, გენეტიკურად განპირობებულ მიკროფლორას, რომლის ძირითად მოსახლეებს ლაქტო და ბიფიდობაქტერიები შეადგენენ, ფუნდამენტალური გავლენა გააჩნია ადამიანის ჯანმრთელობაზე. ნაწლავის ჯანსაღი მიკროფლორა განსაზღვრავს ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესებს, როგორიცაა საკვების ათვისება, მონელება, რთული, მავნე ნივთიერებების გაუნებელყოფა, სასარგებლო ნუტრიენტების ათვისება, ნივთიერებათა ცვლის რეგულირება, იონური ბალანსის შენარჩუნება, იმუნური სისტემის ჯანსაღი ფუნქციობა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ნაწლავში მცხოვრები „მეგობარი ბაქტერიები“ უდიდეს როლს ასრულებენ ასევე ნერვული-სისტემის ჯანსაღ ფუნქციობაზე, რადგან სწორედ ნაწლავებში, მიკროფლორის აქტიური ჩართულობით ხდება 90%-ზე მეტი სეროტონინის წარმოქმნა.
- რა ხდება როდესაც ირღვევა ნაწლავის მიკროფლორა? რა იწვევს ამ ცვლილებას, როგორ იჩენს თავს და რა საფრთხეს უქმნის ადამიანს?
ქ-ნი თამარი: ნაწლავის მიკროფლორის რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემადგენლობის დარღვევისას, ვითარდება დისბაქტერიოზი – დისბიოზი, რომელიც მრავალი დაავადების გამომწვევ ფაქტორად გვესახება. არაჯანსაღი კვება და პასიური ცხოვრების წესი, ხშირი ავადობა, ანტიბიოტიკოთერაპია, სტეროიდული ჰორმონებით მკურნალობა, სტრესი, დიეტები და სხვა ფაქტორები იწვევენ ნაწლავში „მეგობარი ბაქტერიების“ შემცირებას და პათოგენური ფლორის გაბატონებას. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დროს დისბაქტერიოზი გარდაუვალია. ასეთ დროს თავს იჩენს დიარეა, მუცლის ტკივილი, შებერილობა, მეტეორიზმი, ყაბზობა, „ნაწლავების გადავსების“ შეგრძნება, კოლიტი, დისპეფსიური მოვლენები. დისბიოზი იწვევს იმუნური სისტემის შესუსტებას და ვირუსული, ბაქტერიული და სეზონური ინფექციებით ავადობის მაღალ რისკს. ირღვევა საკვების მონელებისა და შეწოვის პროცესი – იზრდება ნაღველკენჭოვანი დაავადებების, ჭარბი წონის – სიმსუქნის, მეტაბოლური სინდრომის, ცხიმში ხსნადი ვიტამინების (D/A/K/E) დეფიციტის, ანემიების განვითარების რისკი. დისბიოზი კავშირშია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ენდოკრინული, ნერვული, უროგენიტალური, რესპირატორული და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალ სიხშირესთან. ნაწლავის მიკრფლორას „მეორე ტვინსაც“ უწოდებენ, რადგან ნანახია მისი მჭიდრო კავშირი ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევების, გუნება-განწყობის, დეპრესიების, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის და სხვა სერიოზული დაავადებების განვითარებასთან.
- როგორ შეიძლება აღვიდგინოთ ნაწლავის ჯანსაღი მიკროფლორა? როგორია რეკომენდაციები?
ქ-ნი თამარი: ნაწლავის მიკროფლორის ფორმირების, აღდგენისა და შენარჩუნების ხელშეწყობისთვის რეკომენდებულია ჯანსაღი კვება, უჯრედისით მდიდარი საკვების მიღება და პრობიოტიკების – ანუ იმ დანამატების მიღება, რომლებიც შეიცავენ ნაწლავის მიკროფლორისთვის დამახასიათებლ ჯანსაღ ბაქტერიებს.
- როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად პრობიოტიკი? როგორია თქვენი რეკომენდაცია?
ქ-ნი თამარი: პრობიოტიკმა უნდა აღადგინოს ნაწლავის დარღვეული, ჯანსაღი, მრავალფეროვანი მიკროფლორა. ამიტომ მნიშვნელოვანი კრიტერიუმი მათი რაოდენობა და თვისობრივი შემადგენლობაა – კვლევებით ნანახია, რომ თუ „მეგობარი ბაქტერია“ 1 მილიარდზე ნაკლები რაოდენობითაა წარმოდგენილი, მას კოლონიზაციის ანუ ნაწლავზე დასახლების ნაკლები შანსი აქვს. ასევე თუ ის მრავალფეროვანი, გენეტიკურად ნაწლავის ჯანსაღი მიკროფლორისთვის დამახასიათებელი შტამებით არ არის წარმოდგენილი, მას ფლორის აღდგენის მცირე შესაძლებლობა ექნება და ვერ მოგვცემს მაღალ თერაპიულ ეფექტს. უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის დამადასტურებლად, პრობიოტიკს უნდა ჰყავდეს სანდო მწარმოებელი, გააჩნდეს ხარისხის კონტროლით და კლინიკური კვლევებით გამყარებული ეფექტიანობის და უსაფრთხოების მაღალი პროფილი. საქართველოში გვაქვს ევროპაში აღიარებული ბრენდი „ბიოპრონ 9 პრემიუმი“, რომელიც ოცი წელია აპრობირებული და რეკომენდებულია ჩემი ევროპელი კოლეგების მიერ. „ბიოპრონ 9 პრემიუმი“ წარმოადგენს პრობიოტიკს მულტიშტამური შემადგენლობით, რომელიც წარმოდგენილია საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის დამახასიათებელი, გენეტიკურად იდენტიციფირებული 10 მილიარდი ცოცხალი ბაქტერიის 9 შტამით, მათ შორის ლაქტო და ბიფიდობაქტერიების ზუსტად იმ შტამებით, რომლებიც სარგებლიანია არა მხოლოდ საჭმლის მომნელებელი სისტემის, არამედ იმუნური, ენდოკრინული, ნერვული სისტემისა და ზოგადად ორგანიზმის ჯანსაღი ფუნქციობისთვის. „ბიოპრონ 9 პრემიუმის“ მრავალფეროვანი რაოდენობრივი და თვისობრივი შემადგენლობა უზრუნველყოფს ნაწლავის ყველა სამიზნე უბანში ოპტიმალურ კოლონიზაციას და ჯანსაღი მიკროფლორის აღდგენას, შემაწუხებელი სიმპტომების სწრაფ მოხსნას და რეციდივებისაგან დაცვას.
- როგორ და რა ხანგრძლივობით უნდა მივიღოთ სწორად პრობიოტიკი?
ქ-ნი თამარი: პრობიოტიკული დანამატები მიიღება კვების დროს, რაც შეეხება ხანგრძლივობას, დამოკიდებულია უშუალოდ დანამატის ეფექტიანობაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ვსაუბრობთ ცოცხალ ბაქტერიებზე, რომლებიც ძალიან მგრძნობიარენი არიან კუჭის მჟავა გარემოსა და საკვების მიმართ, ადვილად იღუპებიან არახელსაყრელ პირობებში. იმისათვის, რომ ბაქტერიებმა გაუძლონ აღნიშნულ გარემოებებს აუცილებელია მათი სიცოცხლისუნარიანობის მაქსიმალური უზრუნველყოფა. „ბიოპრონ 9 პრემიუმი“ წარმოდგენილია მაღალტექნოლოგიური კაფსულით, რაც ცოცხალი ბაქტერიების მრავალშრიან პროტექციას – ანუ კუჭის მჟავნიანობის, საკვებისა და სხვა ფაქტორებისაგან მათ დაცვას უზრუნველყოფს. „ბიოპრონ 9 პრემიუმი“ სძენს ბაქტერიებს მაღალ სიცოცხლისუნარიანობას და ახდენს ოპტიმალურ კოლონიზაციას. ეფექტიანია ისეთ პირებშიც კი, ვისაც აქვს ჰიპო-ჰიპერ აციდოზი, გასტრიტი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, დუოდენიტი, წყლულოვანი დაავადებები და ა.შ. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ „ბიოპრონ 9 პრემიუმი“ 5-10 დღიანი კურსით აღწევს ოპტიმალურ თერაპიულ შედეგს, აღადგენს ნაწლავის მიკროფლორას და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს. თუმცა, არსებობს რიგი შემთხვევებისა, სადაც „ბიოპრონ 9 პრემიუმის“ გამოყენება გვჭირდება ხანგრძლივად, რამდენიმე თვითაც კი და ასეთ დროსაც, ის მაღალი ეფექტიანობითა და უსაფრთხოებით გამოირჩევა.