როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ვიზუალში უმნიშვნელოვანეს როლს ჯანსაღი თმა, მტკიცე ფრჩხილები და უნაკლო კანი თამაშობს. თუმცა, დღევანდელი ეკოლოგიისა და პოსტკოვიდურ პერიოდში შექმნილი ნივთიერებების დეფიციტის ფონზე, ძალიან რთულია ორგანიზმს მივაწოდოთ ვიტამინები და მიკრო-მაკროელემენტები ზუსტად იმ რაოდენობით, რაც აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის.
არსებობს ნივთიერებების ჩამონათვალი, რომელთა ბალანსის შევსებასაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ:
თუთია (Zn) აუმჯობესებს თმისა და კანის სტრუქტურას. მისი ნაკლებობისას ირღვევა თმისა და ფრჩხილების ზრდის პროცესი, კანზე ვითარდება გამონაყარი, ჩნდება ქერტლი, ფრჩხილებზე აღინიშნება თეთრი ხაზები.
ვიტამინი A აუცილებლია კანის, ფრჩხილებისა და თმების რეგენერაციისათვის. დადასტურებულია, რომ A ვიტამინი აფერხებს კანის დაბერების პროცესს. მისი ნაკლებობისას ძლიერდება კანის გარქოვანება, კანი შრება, ვითარდება ნაოჭები, თმა კარგავს ბზინვარებას.
ვიტამინი E – აუცილებელია კანის ელასტიურობის შენარჩუნებისათვის. მონაწილებს ელასტინისა და კოლაგენის სინთეზში, მისი ნაკლებობისას კანი სწრაფად ბერდება, ჩნდება ნაოჭები და პიგმენტური ლაქები.
ვიტამინი C – ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს. აჩქარებს რეგენერაციის პროცესს. ხელს უშლის ნაოჭების განვითარებას. მისი ნაკლებობისას კანი ბერდება, კარგავს ელასტიურობას, ჩნდება ნაოჭები.
სისხლში სილიციუმის შემცველობა უმნიშვნელოა, თუმცა მისი შემცირება ორგანიზმისთვის სახიფათოა. ასაკთან ერთად, ამ მიკროელემენტების შემცველობა ორგანიზმში მცირდება. მაგალითად ძვლების მტვრევადობა ხანდაზმულ ასაკში აიხსნება არა მხოლოდ კალციუმის, არამედ სილიციუმის ნაკლებობითაც. ხშირ შემთხვევაში თმის ცვენა, გამელოტებამდეც კი, კანისა და ფრჩხილის სტრუქტურის გაუარესება, შესაძლებელია, სწორედ ამ მიკროელემენტის ნაკლებობით იყოს გამოწვეული, რადგან ადამიანის ორგანიზმში სილიციუმის ყველაზე დიდი შემცველობა კანში და მის ბუნებრივ დანამატებში – თმასა და ფრჩხილებშია. სილიციუმი ებრძვის ორგანიზმის გასუქებას. თუ „შია ორგანიზმს“, შესაძლოა გამოწვეული იყოს სწორედ მისი დეფიციტით.
ფრჩხილების მტვრევადობასა და აქერცვლას იწვევს ბევრი სხვადასხვა ნივთიერების, მათ შორის სილიციუმის, ბიოტინისა და სპილენძის დეფიციტი, რაც გაჭაღარავების ერთ–ერთი გამომწვევი მიზეზიც კი შეიძლება გახდეს. ჩამოთვლილ ნივთიერებებს ასევე, დიდი როლი აქვთ კანის სტრუქტურის შენარჩუნებაშიც: არეგულირებენ კანის ცხიმიანობას და ავლენენ სებომარეგულირებელ მოქმედებას, აუმჯობესებენ C ვიტამინის ათვისების პროცესს და იცავენ კანს ნაადრევი დაბერებისაგან
ფურისულას ზეთს სწავლობენ, როგორც დაბერების, წონის კორექციის და სხვა დაავადებების სამკურნალო საშუალებას.
ჰიალურონის მჟავა არის ნაერთი, რომელიც გვხვდება სხეულის ყველა ქსოვილში, განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაციაა შემაერთებელ ქსოვილებში, როგორიცაა კანი და ხრტილები. ჰიალურონის მჟავა კანში აკავებს ტენს, ხელს უწყობს ელასტინისა და კოლაგენის სინთეზსს, ახდენს მათ ფიქსაციას, რაც სახის ფორმას განაპირობებს.
კოლაგენიც და ელასტინიც ორგანიზმში ბუნებრივად წარმოქმნილი ცილებია. კოლაგენი კანს სიმტკიცეს ანიჭებს, ხოლო ელასტინი მის ელასტიურობას განაპირობებს.
ძალიან რთულია საკვებიდან აღნიშნული ნივთიერებების ბალანსის შევსება, სწორედ ამიტომ, ეფექტიანობიდან გამომდინარე, ძალიან პოპულარული გახდა საკვები დანამატების ჩართვა ყოველდღიურ რუტინაში. ამ შემთხვევაში რეკომენდაციას ვუწევ ნუტრიკოსმეტიკურ ევროპულ ბრენდს „ვიადერმ კომპლიტს“, რომლის ლამაზი იასამნისფერი აბები, უკვე წლებია გახდა შეუცვლელი პროდუქტი მათთვის, ვინც ზრუნავს ფრჩხილების, თმისა და კანის უნაკლო იერზე.