ფენ შუი წარმატებისა და ბედნიერებისთვის

    ფენ შუი ძველი აღმოსავლური ფილოსოფიური სისტემაა, რომელიც დაახლოებით 3000 წლის წინ ჩინეთში ჩამოყალიბდა. პირდაპირ თუ ვთარგმნით ფენ (feng) ქარს ნიშნავს, ხოლო შუი (shui) კი წყალს. ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან ჩინურ კულტურაში წყალი და ქარი უმნიშვნელოვანესი ელემენტებია და ასოცირდება ჯანმრთელობასთან, ზოგადად კი ფენ შუი არის წარმატებისა და ბედნიერების ხელოვნება.

    ფენ შუის მიდგომები წარმოადგენს ფიზიკის, ფილოსოფიის, ასტრონომიისა და ასტროლოგიის ნაზავს. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ნივთების განლაგების ხელოვნება, იმის შეცნობა, თუ როგორ გავლენას ახდენს ჩვენს მომავალზე, ბედსა და წარმატებაზე  ნივთების განლაგება სივრცეში. ის გვასწავლის თუ რამდენად მნიშვნელოვანია სხვადასხვა ენერგიის ბალანსი და ჰარმონია.

    ფენ შუი

    ამბობენ, რომ ჩინეთში, იმპერიული წყობის პერიოდში, ფენ შუის ხელოვნება ზედმიწევნით მხოლოდ რამდენიმე ასტრონომმა და მეცნიერმა იცოდა. მხოლოდ მათი რჩევით ხდებოდა ქალაქებისა და ნაგებობების აშენება. სწორედ ფენ შუი გახდა ჩინური არქიტექტურის პრინციპი. ძველი ტრადიციის გათვალისწინებით, მიდგომის გამოყენება შეიძლება ადგილმდებარეობის შერჩევისას, მშენებლობისას და ზოგადად, სახლის არქტიქტურული გეგმარების განსასაზღვრად. იგივე ეხება შიდა და გარე დეკორსაც, ფერებს და შემდგომ უკვე ნივთების განლაგებას. მნიშვნელოვანია, რომ ეს პრინციპი მიესადაგება ნებისმიერ სტილსა და დიზაინს.

    საბოლოო ჯამში, ფენ შუის მიმდევრებმა შეიმუშავეს bagua – ე.წ. რუკა, რომელიც მიუთითებს სად რა უნდა განლაგდეს იმისთვის, რომ მოიზიდოთ იღბალი. რუკა იდება იტაკზე და აჩვენებს ენერგიის ცხრა ძირითად ადგილს, როგორიც არის მაგალითად:  სასარგებლო ადამიანები/მოგზაურობა; ურთიერთობები და სიყვარული; დიდება; სიმდიდრე; ოჯახი და საკუთარი თავის განვითარება. შემდგომ ნივთების განლაგება ხდება იმ პრინციპით, რომ მოვიზიდოთ იღბალი ენერგიი ცხრავე წყაროში.

    ძველი ჩინეთისგან განსხვავებით, აღნიშნული მიმდინარეობა  დღესდღეობით იმდენად პოპულარული გახდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი სწორედ ფენ შუის პრინციპებითა და მიდგომებით აწყობს საკუთარ გარემოს.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი