გარდასახვა უეცრად დაგეგმილი საღამოსთვის

    გადატვირთული გრაფიკი, შეხვედრები, ცხოვრების აჩქარებული რიტმი – ეს მიზეზების მცირე ჩამონათვალია, რომელთა გამოც სულ უფრო იშვიათად ვახერხებთ გასართობად წასვლას და საღამოს სასიამოვნოდ გატარებას. თუმცა, არსებობს შემთხვევები, როდესაც მიუხედავად დაღლილობისა ან განწყობის არარსებობისა, წასვლა აუცილებელია. იმისათვის, რომ მცირე დროში მოვასწროთ მოწესრიგება და გალამაზება, რამდენიმე რჩევას მოგცემთ:

    • მაკიაჟმა რომ დიდხანს გაძლოს, დილით, სახლიდან გასვლამდე წაისვით თქვენი საყვარელი ბაზა მთელს სახესა და თვალებზე. ეს დაგეხმარებათ დღის განმავლობაში სახის ფერისა და თვალის ჩრდილების შენარჩუნებაში;
    • წაისვით თქვენი თვალის ფერთან შეხამებული ნეიტრალური ფერის ჩრდილები;
    • დღის განმავლობაში, უპირატესობა მიანიჭეთ ტუჩის დამატენიანებელს ან ნეიტრალური ე.წ. Nude ფერის ტუჩსაცხს;
    • სამუშაო დღის მიწურულს დაიწყეთ მაკიაჟისა და ვარცხნილობის გაახლება;
    • ჩანთით ატარეთ ჰაილაითერი და სახის კონტურების ნაკრები – მათი საშუალებით ნაკვთების აქცენტირება და სასურველი იერის მიღება ძალიან ადვილია;
    • შეცვალეთ ტუჩსაცხის ბუნებრივი ფერი უფრო მუქი ტონალობით, ეს მეთოდი თქვენს ვიზუალს სრულად გააახლებს და სახეზე საჭირო აქცენტების გაკეთებაში დაგეხმარებათ;
    • სახის, კონკრეტულად კი თვალების გამოსაკვეთად მარტივი და ყველაზე სწრაფი გზა ლაინერის ან თვალის ფანქრის დატანაა. იმ შემთხვევაში, თუ კარგად არ ფლობთ ამ ტექნიკას, გირჩევთ გამოიყენოთ თვალის მუქი ჩრდილი ან ფანქარი, ამის შემდეგ ზემოდან გადაისვით სპეციალური ფუნჯი, რათა თვალის ჭრილს მიაღებინოთ სასურველი ფორმა. არ ინერვიულოთ, არ არის აუცილებელი გქონდეთ მკვეთრი და იდეალურად სწორი ხაზი!
    • რაც შეეხება თმას, ჩანთაში იქონიეთ თმისსამაგრი და ცოტაოდენი გელი (თმის სველი ეფექტისთვის). წელს აქტუალურ ტენდენციას წარმოადგენს შუაში გაყოფილი და გადაწეული თმა. აღნიშნული ვარცხნილობა ძალიან მოუხდება მკვეთრ ტუჩსაცხს და თქვენს ვიზუალს დასრულებულ იერს მიანიჭებს.

    არ დაგავიწყდეთ, იმისათვის, რომ თქვენი თმა და კანი მზად იყოს ამ გარდასახვისთვის, მუდამ თან იქონიეთ ვიადერმი კომპლიტი. ის საჭირო ნივთიერებებით მოამარაგებს თქვენს კანს, თმასა და ფრჩხილებს და მოგანიჭებთ ჯანსაღ იერს. რაც მთავარია, გაიღიმეთ, იფიქრეთ პოზიტიურად და წარმატებული საღამო გარანტირებული იქნება!

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი