როგორ გავუმკლავდეთ გაზაფხულის ვირუსებს ბავშვებში და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში?

    „ვირუპროტექტი“ – ეფექტური საშუალება გაციებისა და ვირუსებისგან თავის დასაცავად

    რესპირატორული ვირუსები ადრეულ გაზაფხულზე კვლავ ჩვენს გვერდით რჩებიან, რაც ხშირად ამინდის ხშიცვალებადობას, მომატებულ  ალერგიულ ფონს უკავშირდება, ზამთრის შემდეგ ორგანიზმსაც გარკვეული დრო სჭირდება იმისათვის, რომ აღიდგინოს ძალები, გაძლიერდეს იმუნიტეტი.  განსაკუთრებულ რისკს კი ბავშვები, ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და სხვა რისკ-ჯგუფის პაციენტები წარმოადგენენ. 

    რომელი ვირუსებია დღეისათვის საქართველოში, ვინ წარმოადგენს რისკ-ჯგუფს და როგორ იცავს „ვირუპროტექტი“ ერთი მხრივ, ვირუსების შეხვედრისგან და მეორე მხრივ, როგორ უწყობს ხელს სწრაფ გამოჯანმრთელებასა და გართულებების თავიდან არიდებას? 

    • ქ-ნო მაია, რა ვირუსები გვხვდება ყველაზე ხშირად ამ სეზონზე და რა მახასიათებელი აქვს? 

    ამ პერიოდისთვის საქართველოში ცირკულირებს გაციების, გრიპის ვირუსები, ადენოვირუსები, თუმცა, განსაკუთრებით გამოვყოფდი RSV, ანუ რესპირაციულ-სინციტიალურ ვირუსს, რომლის შემთხვევებმა განსაკუთრებით იმატა და ჰოსპიტლებშიც სწორედ ამ ვირუსის გართულებებით ხვდება ადამიანები. RSV ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გავს გრიპისა და გაციების სიმპტომებს. დამახასიათებელია: ყელის ტკივილი, გაჭედილი ცხვირი, სურდო, ცხელება, ზოგადი სისუსტე, მადის დაქვეითება თუ სხვა. შესაძლოა პროცესი გადავიდეს ქვემო სასუნთქ გზებში და გამოიწვიოს სასუნთქი სისტემის გართულებები. რესპირაციულ სინციტიალური ვირუსი ძალიან საყურადღებოა, რადგან საკმაოდ მაღალი კონტაგიოზურობით ხასითდება, ანუ  სწრაფად გავრცელებადი ვირუსია, რომელიც გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით ხველის, ან ცემინების დროს. მაგალითად, ერთი დაინფიცირებული ბავშვისა და უფროსისგან  შესაძლოა მინიმუმ 10 ადამიანი დაინფიცირდეს.  ამიტომ გავრცელების კუთხით, მნიშვნელოვანია ბავშვებში ბაღები, სკოლები, სადღესასწაულო ცენტრები, უფროსებისთვის კი ნებისმიერი დახურული სივრცე და ხალხმრავალი გარემო, სადაც ვირუსის გავრცელების ყველაზე მეტი რისკია.

    • ქ-ნო მაია, ბავშვების გარდა, ალბათ განსაკუთრებით საყურადღებოა ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები. რა ტიპის პაციენტებს ურჩევდით მეტ ყურადღებას? 

    პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ გაზაფხული ალერგიის სეზონია და ალერგიული დაავადებების მქონე ადამიანები, მათ შორის ბრონქული ასთმით, ბრონქებისა და ფილტვების ობსტრუქციული დაავადებებით განსაკუთრებული დაცვა სჭირდებათ, რადგან ალერგიული დაავადებებისას  განსაკუთრებით სუსტდება იმუნიტეტი და ხშირად რთულდება რესპირატორული ვირუსული ინფექციები. ასევე, გამოვყოფდი გულ-სისხლძარღვთა, დიაბეტით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირებს, ხანდაზმულებს, და რა თქმა უნდა, ხშირად მოავადე ბავშვებს, რომლებიც განსაკუთრებულ რისკის ჯგუფებს წარმოადგენენ. 

    სწორედ ასეთი ტიპის ადამიანებს სჭირდება განსაკუთრებული დაცვა ვირუსებისგან და პირველივე სიმპტომებისას დროული მკურნალობა, გართულებების თავიდან ასარიდებლად. ამ მხრივ ნამდვილად მინდა გავუწიო რეკომენდაცია ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და ეფექტურ ორალურ სპრეის „ვირუპროტექტს“, რომელმაც ჩვენს კლინიკურ პრაქტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ვირუსებთან ბრძოლის კუთხით. რადგან „ვირუპროტექტი“, ერთი მხრივ, იცავს ადამიანს ვირუსების შეხვედრისა და გავრცელებისგან, მეორე მხრივ, სწრაფად ხსნის ყელის ტკივილსა და სხვა შემაწუხებელ სიმპტომებს, ამცირებს ავადობის ხანგრძლივობას და იცავს გართულებებისგან. ფაქტობრივად რისკის ჯგუფის პაციენტებში და არა მარტო, „ვირუპროტექტი“ გახლავთ ძალიან უსაფრთხო და ეფექტური საშუალება, რომელსაც ვენდობით.

    • ქ-ნო მაია,  დეტალურად რომ გვითხრათ, რას წარმოადგენს „ვირუპროტექტი“  და  როგორია მისი მექანიზმი ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლაში? 

    „ვირუპროტექტი“ გახლავთ  ტრიფსინისა და გლიცერინის შემცველი ორალური სპრეი, რომელიც უკვე 2 წელია საქართველოში შემოვიდა, საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლისას სამედიცინო საზოგადოებაში. თამამად გეტყვით, რომ ბევრი ადამიანი გადაარჩინა ვირუსების შეხვედრისა და გართულებებისაგან.  კლინიცისტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვირუპროტექტი უკვე 13 წელია მსოფლიოს 32- ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და ბრენდზე 124 კლინიკო-ლაბორატორიული კვლევაა ჩატარებული, რომელიც მის ეფექტიანობასა და უსაფრთხოებას ადასტურებს ყველაზე გავრცელებული 5 ძირითადი სეზონური რესპირატორული ვირუსის მიმართ, მათ შორის „ვირუპროტექტს“ აქვს კვლევებით დადასტურებული ეფექტიანობა და 99%-მდე დაცვა RSV ვირუსის მიმართ, რაც ახლა ყველაზე მეტად გავრცელებულია და რაზეც მოგახსენეთ.  ძალიან გამორჩეული და საინტერესო მექანიზმი აქვს ვირუპროტექტს, მაგალითად, ვირუსებისგან დაცვის თვალსაზრისით. მასში შემავალი  გლიცერინი ყელში წარმოქმნის დამცავ ბარიერს, რაც ეწინააღმდეგება ვირუსის შეჭრასა და გავრცელებას ორგანიზმში, ტრიფსინი, ანუ ცილის დამშლელი ფერმენტი კი შლის შეღწეული ვირუსის ცილოვან გარსს, თრგუნავს მის გამრავლებას ორგანიზმში და ქვემო სასუნთქ გზებში გადასვლას. 

    • ქ-ნო მაია, თქვენ როგორც ახსენეთ, ვირუპროტექტი არა მხოლოდ გვიცავს, არამედ ეფექტიანია  გაციების პირველივე სიმპტომებისას. როგორ მოქმედებს ამ დროს?

    დიახ, გეთანხმებით, ვირუპროტექტი არა მხოლოდ გვიცავს ვირუსებისგან, არამედ სწრაფად ხსნის შემაწუხებელ ჩივილებსაც, მათ შორის ყელის ტკივილს, რომელიც ხშირად გვამცნობს ვირუსის შეჭრაზე და ხშირად ერთ-ერთი ყველაზე შემაწუხებელი ჩივილია სხვა ჩივილებთან ერთად. გარდა იმისა რომ ვირუპროტექტში  შემავალი გლიცერინი  ატენიანებს და არბილებს ყელის ლორწოვანს,  მნიშვნელოვანია ამ დროს ტრიფსინის მოქმედება, რომელსაც გააჩნია ანთების,  შეშუპების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.  რომ შევაჯამო, „ვირუპროტექტის“ უნიკალურობა სწორედ მის ორმაგ მოქმედებაშია: ანუ ერთი მხრივ, ბლოკავს ვირუსების შეღწევასა და გამრავლებას, მეორე მხრივ, სწრაფად ხსნის შემაწუხებელ ჩივილებს და ყელის ტკივილის დროს ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებაც კი აქვს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვირუპროტექტი ხელს უშლის ვირუსის გადასვლას ქვემო სასუნთ გზებში, შესაბამისად აჩქარებს გამოჯანმრთელების პერიოდს და  იცავს ადამიანებს ქვემო სასუნთქი გზების გართულებებისგან. ეს კი ნიშნავს, რომ ადამიანის ვირუსულ პერიოდს ამცირებს და უბრუნებს მას ცხოვრების ჩვეულ რიტმს გაცილებით მალე, ვიდრე ეს „ვირუპროტექტის“ გამოყენების გარეშე მოხდებოდა. ამასთან დაკავშირებით გვაქვს როგორც გამოცდილება, ასევე მრავალი კლინიკო-ლაბორატორიული კვლევა ადასტურებს, რაც კლინიცისტებში სარწმუნოების ხარისხს და სანდოობას ამყარებს ბრენდის მიმართ. 

    • ქ-ნო მაია, კონკრეტული პრაქტიკული გამოყენების რეკომენდაციები და დოზირებაც რომ გვითხრათ როგორც დაცვის, ასევე ავადობისას პირველივე ნიშნებისას გამოყენების კუთხით.

    როგორც მოგახსენეთ, „ვირუპროტექტს“ უნიკალური მექანიზმი აქვს დაცვის კუთხით, მოგეხსენებათ, რომ ბავშვების სკოლისა და ბაღის გაცდენის ხშირი მიზეზია ვირუსები, ამიტომ განსაკუთრებული დაცვა სჭირდებათ მათ. სკოლაში, ბაღში ბავშის გაშვებამდე.  „ვირუპროტექტი“ მათ უქმნის სიმშვიდეს და დაცულობის შეგრძნებას. რაც შეეხება უფროსებს და ზოგადად, ყველა რისკის ჯგუფს,  ვინც სახლიდან გადის და ხვდება ხალხმრავალ გარემოში, როგორიც არის სავაჭრო ცენტრი, ან უბრალოდ სუპერმარკეტი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი თუ სხვა, მათთვისაც ისეთივე ეფექტურია „ვირუპროტექტის“ გამოყენება, როგორც ბავშვებისთვის.  აქვე გეტყვით, რომ ძალიან კომფორტულია ნებისმიერ სიტუაციაში სატარებლად, არის მოსახერხებელი შეფუთვა, დამცავი ჰიგიენური ხუფი აქვს და შეგვიძლია თან გვქონდეს ჩანთაში, მანქანაში და ა.შ. დაცვის მიზნით რეკომენდებულია 2 შესხურება ხალხმრავალ გარემოში მოხვედრამდე 15 წუთით ადრე, ასევე გარემოს დატოვების შემდეგ. 

    თუ უკვე დაგვეწყო ვირუსული ინფექციის სიმპტომები, როგორიც არის ყელის ტკივილი, სურდო, თავისტკივილი ან რაიმე სხვა, რაც ვირუსის მოახლოებისკენ მიგვანიშნებს, სასურველია სწრაფადვე დავიწყოთ გამოყენება, ამ დროს რეკომენდებულია 2-2 შესხურება 2 საათში ერთხელ, არაუმეტეს 6 შესხურებისა დღეში. შესხურების შემდეგ 15 წუთი არ უნდა მივიღოთ საკვები და წყალი.  ასევე გეტყვით, რომ არის აბსოლიტურად უსაფრთხო, ამას განაპირობებს მისი შემადგენლობა, ფლაკონსაც აქვს უსაფრთხოების დამადასტურებელი მარკირებები, ამიტომ თამამად შეუძლიათ გამოიყენონ ქრონიკული დაავადებების და სხვა რისკის ჯგუფის ადამიანებმა, ბავშვებში. რეკომენდებულია 4 წლიდან ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. 

    ვირუპროტექტი ნამდვილად საიმედო ბრენდია, რომელიც თან გვიცავს ვირუსებისგან, თან გვეხმარება მასთან მარტივად  გამკლავებასა და გართულებების თავიდან არიდებაში.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი