გრეის ანატომიის 17-ე სეზონის პირველ ეპიზოდში პატრიკ დემპსს იხილავთ. პრემიერა აშშ-ში 12 ნოემბერს გაიმართა. ეპიზოდის მიხედვით, მერედიტი საავადმყოფოსთან გონებას კარგავს და გარდაცვლილ მეუღლეს ხვდება.
”ამ სეზონში ყველაზე დიდი გამოწვევა იყო გლობალური პანდემიის რეალობის წარმოჩენა და მისი გავლენა, განსაკუთრებით ჯანდაცვის მუშაკებზე. პარალელურად, ჩვენ მოგვიწია მუშაობა იმაზეც, რომ შოუ უფრო მხიარული და რომანტიკული ყოფილიყო. დერეკის დაბრუნება დიდი სიხარულია ჩვენთვის, მერედიტისთვის და თაყვანისმცემლებისთვის. გარდა ამისა, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი შოუ გავლენას მოახდენს ხალხზე, რომ ატარონ ნიღბები და გაუფრთხილდნენ ერთმანეთს”-აცხადებენ სერიალის შემქმნელები. ისინი ასევე ამბობენ, რომ დერეკის პერსონაჟი გაცილებით მეტ სცენაში გამოჩნდება, ვიდრე მაყურებელს წარმოუდგენია.