პროექტი #იმოძრავესახლში ბრენდი “ვარიქსინალის” ეგიდით გრძელდება! კომპანია “არტფარმა” და ვაკის საცურაო აუზი წარმოგიდგენთ ფიტნესტრენერ ანი მარგიევას პროფესიონალური, მარტივი ვარჯიშების სერიების მე-2 ნაწილს. ანი გვასწავლის, თუ როგორ მოვუაროთ ფეხებს, როგორ გავუმკლავდეთ ან ავიცილოთ თავიდან ვენური დაავადება.
იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებასა და თავიდან ავიცილოთ ვენური დაავადება, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:
- ვიკვებოთ ჯანსაღად, შევამციროთ მარილიანი, მჟავე და ცხარე საკვები
- მივიღოთ საჭირო რაოდენობის წყალი
- ყოველდღიურად შევასრულოთ შესაფერისი ვარჯიშები და ხელი შევუწყოთ კუნთისა და სისხლძარღვის ტონუსის გაუმჯობესებას
დილით შესრულებული ათწუთიანი ვარჯიშების კომპლექსი დღის განმავლობაში სიმსუბუქისა და შვების შეგრძნებას მოგგვრით.
მნიშვნელოვანია, რომ ვარჯიშის დაწყებამდე გამოიყენოთ “ვარიქსინალის გელი,” რომელიც:
• საგრძნობლად აუმჯობესებს ვარჯიშის ეფექტს და 12 საათის განმავლობაში გვინარჩუნებს სიმსუბუქისა და სიჯანსაღის შეგრძნებას
• აუმჯობესებს მიკროცირკულაციასა და კუნთის ტროფიკას, ხელს უწყობს სისხლისა და ლიმფის დრენირებას, ამცირებს შეშუპებასა და სიმძიმის შეგრძნებას
• ხელს უწყობს ვენური დაავადების პროფილაქტიკასა და მკურნალობას.