ირინა შეიკი MARC JACOBS-ის კოსმეტიკის სახე გახდა!

    Marc Jacobs-მა რუსი ტოპ მოდელი ირინა შეიკი საკუთარი კოსმეტიკის ახალ სახედ გამოაცხადა. ეს “ვერსაჩეს” გადაღებებიდან რამდენიმე დღეში მოხდა, სადაც ირინა ბელა ჰადიდთან ერთად იღებდა მონაწილეობას.

    ჯერჯერობით ამ კამპანიის მხოლოდ ერთი სურათი გავრცელდა, სადაც ირინა შეიკს თავზე იასამნისფერი ყვავილის ფორმის ქუდი ახურავს, რომელიც არაჩვეულებრივად ერწყმის მის მაკიაჟს. დანარჩენი ფოტოები 2019 წლის იანვარში, რუსეთში, სეფორას მაღაზიაში ექსკლუზიურად გამოიფინება. ამით Marc Jacobs Beauty რუსულ ბაზარზე შესვლას აღნიშნავს.

    კამპანიისთვის ფოტოები დევიდ სიმსმა გადაიღო, კრეატიული დირექტორი კეითი გრანდი გახლავთ, ხოლო მაკიაჟი დაიან კენდალს ეკუთვნის.

    მაკიაჟისთვის მათ გამოიყენეს: Eye-Conic Multi-Finish Palete in Frivoluxe – თვალის ჩრდილები, Mist Me and (Grape) vine თვალის ფანქარი, Velvet Noir ტუში, O!Mega ბრონზერი Tan-Tastic!⠀

    ავტორი: ნინი ბარბაქაძე

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი