კიდევ ერთი ახალი ტრენდი – ხის აქსესუარები და ფეხსაცმელები

    ხე ან ხის მსგავსი ფაქტურა ამ სეზონზე დიზაინერების საყვარელი მასალაა. სარა ბერტონმა (Alexander McQueen) წარმოადგინა ფეხსაცმელები ხის ძირით, ხოლო დენიელ ლიმ (Bottega Veneta) ტყავის კლატჩები ღია ხის ფერის სახელურით, რომლებიც შოკოლადის ფილას მოგაგონებთ.

    თუ ხის ფაქტურა გიზიდავთ, შეგიძლიათ Masion Margiela-ს და Chanel-ის კოლექციებს გადაავლოთ თვალი და აუცილებლად წააწყდებით ულამაზეს კლოგებს. დიდი პოპულარბით სარგებლობს Oscar de la Rent-ს ხის საყურეებიც, რომლებიც ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება, თუნდაც Zoom-ის შეხვედრაზე. მოკლედ, 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის მოდა მართლაც განსხვავებული და საინტერესოა.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი