“კოლხურმა” ბუნებრივ კომპონენტებზე დამზადებული უნიკალური კოსმეტიკის წარმოება დაიწყო!

    “კოლხურმა” კოსმეტიკური კრემების რეცეპტურის შემუშავების პროცესი დაახლეობით 20 წლის წინ დაიწყო. პროდუქციის შემადგენელი უმთავრესი აქტიური ინგრედიენტები მცენარეული ექსტრაქტებია. მათში შემავალი ფლავანოიდები და პოლიფენოლები წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ანტიოქსიდანტებს, რომლებსაც შეუძლიათ შეანელონ თავისუფალი რადიკალებისა და სხვა მავნე გარემო პირობების მიერ გამოწვეული ლიპიდების ჟანგვის პროცესი.

    რას ნიშნავს თავისუფალი რადიკალები და რა ზიანი მოაქვთ მათ? 

    თავისუფალი რადიკალი მოლეკულები ადამიანის ორგანიზმში მრავალი ჟანგვა-აღდგენის პროცესის შედეგად, მუდმივად წარმოიქმნებიან და ეს ნორმალური, ბუნებრივი პროცესია, რომელიც უზრუნველყოფს ყველა ორგანოს და სისტემის ნორმალურ ფუნქციობას.

    ბუნებრივ პირობებში, თავისუფალი რადიკალების რაოდენობა მცირეა. მათი რაოდენობა და მავნე ზეგავლენა ორგანიზმის უჯრედებზე დათრგუნულია ანტიოქსიდანტების მეშვეობით. თუმცა, მავნე გარემო პირობების ზემოქმედებისას (მზის ულტრაიისფერი გამოსხივება, მანქანების გამონაბოლქვი, სტრესული გარემო, მავნე საკვები, ალკოჰოლური სასმელი და თამბაქო) ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება, რაც თავისთავად იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და მრავალი დაავადების განვითარებას. ამასთან ერთად, ისინი არღვევენ კანის სტრუქტურას, აკარგვინებენ მას ელასტიურობას და იწვევენ კანის ნაადრევ დაბერებას.

    ამ პროცესის შეჩერება მხოლოდ ანტიოქსიდანტებს შეუძლიათ. ისინი ანეიტრალებენ მავნე თავისუფალ რადიკალებს და შესაბამისად, აფერხებენ კანის დაბერების პროცესს. ასეთი ანტიოქსიდანტებია ვიტამინები. კიდევ უფრო ძლიერი ანტიოქსიდანტებია კოლხურის კოსმეტიკურ ხაზში შემავალი მცენარეული ექსტრაქტები, რომლებიც ვიტამინებთან ერთად დიდი რაოდენობით ფლავანოიდებსა და პოლიფენოლებს შეიცავენ.

    როგორც უკვე აღვნიშნეთ, თავისუფალი რადიკალები კანის სტრუქტურის დაზიანებას, მის გამოფიტვას და დანაოჭებას იწვევენ. ამიტომ აუცილებელია, რომ მცენარეული ექსტრქტების კომპლექსმა გაანეიტრალოს ეს მავნე, ყოველმხრივ საზიანო ზემოქმედება და გააჯანსაღოს კანი. „კოლხურის“ პროდუქტებში შემავალი ფოსფოლიპიდები კი კანის ღრმა შრეებში ამ უნიკალური მცენარეული კომპლექსების სწრაფ მიწოდებას უზრუნველყოფენ.

    “კოლხურის” კოსმეტიკაში შემავალი ინგრედიენტები:

    “კოლხურის” კოსმეტიკური ხაზი შედგება 5 პროდუქტისგან:

    • დღის კრემი მთელი დღის განმავლობში იცავს თქვენს კანს მავნე გარემო ფაქტორებისგან და ატენიანებს მას
    • ღამის კრემი – კვებავს კანს საჭირო მინერალებითა და მიკროელემენტებით, აძლიერებს მის ლიპიდურ ნაწილს
    • ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი – აძლიერებს უჯრედების რეგენერაციას, ააქტიურებს კანქვეშ არსებული ცილების წარმოქმნას. იწვევს როგორც არსებული ნაოჭების შემცირებას, ასევე გამოიყენება ნაოჭების წარმოქმნის პრევენციის მიზნით. აღნიშნულ კრემს გააჩნია აგრეთვე მავნე გარემო ფაქტორებისგან დაცვისა და კანის დატენიანების ფუნქცია
    • თვალის კრემი – იცავს და ატენიანებს თვალის ირგვლივ არსებულ სათუთ კანს. ააქიურებს უჯრედების რეგენერაციას. ანიჭებს ელასტიურობასა და ხავერდოვნებას
    • მიცელარული წყალი კი საფუძვლიანად წმენდს კანს ყოველდღიური მტვრისაგან, ასევე გამოიყენება წყალმდგრადი მაკიაჟის მოსაცილებლად. იგი ასუფთავებს და ავიწროვენს კანის ფორებს, აცილებს მკვდარ უჯრედებს და ააქტიურებს მათი რეგენერაციის პროცესს.

    მნიშვნელოვანია, პერიოდულად მოხდეს კანის გაწმენდა, რომ თავიდან ავიცილოთ კანის ფორების დახშობა და ანთებითი პროცესების განვითარება.

    “კოლხურის” კრემებისა და მიცერალურის გამოყენება რეკომენდებულია ყოველდღე. ამ პროდუქციაში შემავალი უნიკალური მცენარეული ექსტრაქტების კომპოზიცია და პროდუქტების სხვა შემადგენელი კომპონენტები უზრუნველყოფენ კანის ნივთიერებათა ცვლის, ტენიანობის და ენერგეტიკული ბალანსის ნორმალიზებას, კანის სტრუქტურის გაჯანსაღებას და მისი დაბერების პროცესის შენელებას.

    მომავლისთვის დაგეგმილია საბავშვო კოსმეტიკური პროდუქტების, ასევე შამპუნების და სხვა თავის მოვლის საშუალებების წარმოება.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი