ლაშა უჩავას ექსკლუზიური დიეტა

    ვიადერმის“ facebook გვერდმა, „ლაშა უჩავას რჩევების“ ფინალურ ჩართვას უმასპინძლა. ცნობილმა ენდოკრინოლოგმა გასული ჩართვების ინფორმაცია შეაჯამა, მან ჯანმრთელობასა და სწორ კვებაზე ისაუბრა. რაც მთავარია „ვიადერმის“ facebook გვერდის მომხმარებლებს საკუთარი კვების რაციონი და ექსკლუზიური კვების გეგმა გაუზიარა.

    ლაშა უჩავამ აღნიშნა, რომ კვების რაციონი ყველა პაციენტთან ინდივიდუალურია. ისინი თავად ირჩევენ პროდუქტებს, რომლებიც მათთვის მისაღებია, თავად კი მიღების დროს და დოზირებას უსაზღვრავს.

    „პაციენტები თავად მეუბნებიან რომელი პროდუქტია მათთვის მისაღები, მე კი დოზას და მიღების დროს ვუსაზღვრავ. იმისათვის, რომ კვება სრულფასოვანი გახდეს, დაბალანსებულად უნდა მივიღოთ ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები და სხვადასხვა მიკრო-მაკრო ელემენტებითა და ვიტამინებით მდიდარი პროდუქტი. მარხვისას თევზი და ხორცი შეგვიძლია ჩავანაცვლოთ სხვა ცილოვანი პროდუქტებით, როგორიცაა სოკო, ბადრიჯანი, ყაბაყი, ყვავილოვანი კომპოსტო, კიბორჩხალა, მიდიები, მოლუსკები, რვაფეხა. ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღები თემაა ჭარბი წონა ბავშვებში. თუ ბავშვი ჭარბწონიანია, ეს არის მხოლოდ იმის ბრალი, რომ მას ვაძლევთ ცხიმებითა და ნახშირწყლებით მდიდარ საკვებს, ტკბილეულს. ბავშვებისთვის კვების განსაზღვრა ინდივიდუალურად უნდა მოხდეს.

    ზოგადი რჩევა, რომლის გათვალისწინებაც ყველა ასაკის ადამიანისთვის აუცილებელია, არის ის რომ უნდა შევზღუდოთ ცომი, სასურველია სრულად იყოს ამოღებული ნახშირწყლები და მარილი. თუ სწორი კვების პრინციპებით ვიკვებებით, განტვირთვის დღეების გაკეთება შეიძლება 10 დღეში ერთხელ, ხოლო თუ ე.წ. „fast food”-ებით და დიდი რაოდენობით ცხიმიანი ან ნახშირწყლების შემცველი პროდუქტით ვიკვებებით, განტვირთვის დღე 5 დღეში ერთხელ შეგვიძლია გავაკეთოთ. დაიმახსოვრეთ, განტვირთვის დღეები არ ნიშნავს შიმშილს, ამ დროს სასურველია მივირთვათ ერთი სახის პროდუქტი, მაგალითად, მთელი დღის განმავლობაში 2 კგ ხილი, 2 კგ ბოსტნეული ან რძის პროდუქტები.

    რაც შეეხება “ვიადერმს,”არ შეიცავს საფუარს და შაქარს. არ იწვევს წონაში მატებას ან მადის გაძლიერებას. მასში შემავალი უნიკალური მიკრო-მაკრო ელემენტების დახმარებით, როგორიც არის ფურისულას ზეთი, თუთია, სილიციუმი და ა.შ. ხდება ორგანიზმის საჭირო ნივთიერებებით მომარაგება. ისინი ებრძვიან ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის განვითარებას და ხელს უწყობენ წონის კორექციას. შესაბამისად, მისი მიღება სრულიად დასაშვებია ნებისმიერი ტიპის დიეტის დროს.

    სამდეიცინო სფეროში არსებობს დიეტების სხვადასხვა მაგიდები, რომლებიც განკუთვნილია სხვადასხვა დაავადების დროს. ქვემოთ მოცემულ რაციონს ეწოდება მაგიდა N9, რომელიც არის ფიზიოლოგიური (ჯანმრთელი ადამიანის) კვების ნიმუში. აღნიშნულ ჩამანოთვალში არის ის საკვები პროდუქტები, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ დღის განმავლობაში. თითოეულ მათგანს მითითებული აქვს რაოდენობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ რაოდენობაზე მეტი პროდუქტი არ უნდა გამოვიყენოთ.

    მოცემული პროდუქტებისგან შეგვიძლია შევქმნათ ნებისმიერი კომბინაცია/კერძი, მაგალითად: კომბოსტოს, ხორცის, ბრინჯის და მწვანილების გამოყენებით შეიძლება მოვამზადოთ ტოლმა და მივირთვათ სადილზე. ასევე გვაქვს ბადრიჯანი, ლობიო, სტაფილო, პომიდორი, მწვანილები, რომლებისგანაც შესაძლებელია გავაკეთოთ აჯაფსანდალი. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ მითითებული რაოდენობები.

    ასევე გასათვალისწინებელია, რომ რეკომენდებული არ არის ხორცის ნახარში (ბულიონი) და თუ ტოლმას მოვამზადებთ, წვენი უნდა მომზადდეს ცალკე (პომიდვრით, ზეთით, მწვანილებით) და უკვე მოხარშული ტოლმა შეგვიძლია გადმოვიტანოთ მომზადებულ სოუსში.

    კიდევ ერთი, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, ეს არის ზოგიერთი პროდუქტის თავსებადობა, მაგალითად ერთ კვებაზე არ შეგვიძლია მივიღოთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც მზადდება ფქვილისგან ან რომლისგანაც მიიღება ფქვილი, მაგალითად: პური და კარტოფილი, წიწიბურა და კარტოფილი, პური და წიწიბურა, ჰერკულესი და პური და ა.შ.

    დაიმახსოვრეთ, დღის განმავლობაში საკვები პროდუქტების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2 კილოგრამს!”

    ლაშა უჩავას პირადი კვების რაციონი:

    საუზმე:  3 ჩაის კოვზი ჩიის მარცვლები
    200 მლ მაწონი
    100 გრ ლურჯი მოცვი
    წახემსება: ხილი – 300გრ გარგარი  ან მოცვი
    სადილი: ხორცი ან თევზი ბოსტნეულის სალათით, ყველი და მჭადი, წიწიბურა ან ბრინჯი.
    წახემსება: სეზონური ხილი
    ვახშამი:  მაწონი, კიტრი მწვანე სალათის ფურცლებთან ერთად

     

    კვების რეკომენდებული საათები:

    9 საათზე – საუზმე

    12 საათზე – წახემსება (ხილი)

    15 საათზე – სადილი

    18 საათზე – წახემსება (ხილი)

    20 საათზე – ვახშამი

     

    პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ რაციონში უნდა შედიოდეს – შექმებით თქვენთვის სასურველი კომბინაცია:

    100 გრ პური

    1 ს/კ მაკარონი ან ვერმიშელი

    500 მლ მაწონი, რძე (0,5 %) ან იოგურტი (0-0,3 %)

    200 გრ ხაჭო ან 100 გრ ნადუღი

    100 გრ ჭყინტი, უმარილო ყველი

    1 ც კვერცხი

    350 გრ ხორცი ან თევზი; ან 2 სოსისი (ქათმის ან ინდაურის) ან 100 გრ ძეხვი (უცხიმო)

    150 გრ ღვიძლი

    1 კგ კიტრი, პომიდორი, მწვანილები, სალათის ფოთლები

    1 ც ბულგარული

    300 გრ კომბოსტო

    100 გრ სტაფილო (ცალკე მოხარშული)

    100 გრ ჭარხალი (ცალკე მოხარშული)

    200 გრ ისპანახი, წითელი ფხალი ან მჟაუნა

    1-2 ც პატარა კარტოფილი

    200 გრ ბადრიჯანი ან ყაბაყი

    150 გრ სოკო

    100 გრ ლობიო ან ბარდა

    0,5 კგ ხილი (არ შეიძლება: ყურძენი, ლეღვი, ნესვი, ბანანი, ხურმა, კარალიოკი, მსხალი)

    3 ს/კ ჰერკულესი

    4 ს/კ მოხარშული წიწიბურა

    2 ს/კ მოხარშული ბრინჯი

    2-3 ს/კ ზეთი

    მიირთვით ყველაფერი უშაქროდ და უმარილოდ!

    დღის განმავლობაში მიიღეთ მინიმუმ 1.5 ლიტრი სითხე!

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი