ლედი გაგა და კრისტიან კარინო დაშორდნენ!

    ლედი გაგა და მისი საქმრო კრისტიან კარინო დაშორდნენ. ამის შესახებ ეჭვი 10 თებერვალს, გრემის დაჯილდოვებაზე გაჩნდა, რადგან გაგას ნიშნობის ბეჭედი არ ეკეთა. არც კრისტიანი ესწრებოდა ღონისძიებას.

    შეგახსენებთ, რომ ლედი გაგა და კრისტიან კარინო ერთმანეთს 2017 წლიდან ხვდებოდნენ. გასული წლის ოქტომბერში ისინი დაინიშნენ. სამწუხაროდ, მათი სიყვარულის ისტორია ხანმოკლე აღმოჩნდა.

    ამბობენ, რომ გაგას სხვა შეუყვარდა და დაშორების მიზეზიც ეს გახდა.

     

    14 თებერვალს, წმინდა ვალენტინის დღეს გაგამ პოსტი გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, მომღერალმა ორი ახალი ტატუ გაიკეთა. ნოტები, რომელიც  “გაგას” ნიშნავს და ვარდი, რომელსაც აწერია – “la vie en rose” – ცხოვრება ვარდისფერ ფერებში.

    ფანების აზრით ეს ტატუ ბრედლი კუპერს ეძღვნება, რომელიც მასთან ერთად ოსკარის ნომინანტ ფილმში, “ვარსკვლავის დაბადებაში” მონაწილეობს.

    ბოლო დროს, ყველა გაგას და ბრედლის სიყვარულზე ალაპარაკდა. უმეტესობა ფიქრობს, რომ ეს სიყვარული ცალმხრივია… შეგახსენებთ, რომ ბრედლი კუპერი ამჟამად ირინა შეიკთან ერთად ცხოვრობს. მათ პატარა ქალიშვილი ჰყავთ.

     

    ავტორი: მაკა ქოჩლაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი