ლელა მებურიშვილი: “ხელის მოვლა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სახის კანის მოვლა”

    ჩანთა რომ უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია ყველა ადამიანისთვის ამაზე აღარავინ დაობს. არანაკლებ საინტერესო და მნიშვნელოვანია მისი შიგთავსიც. განსაკუთრებით, თუ ეს ჩანთა ცნობილ ადამიანს ეკუთვნის. სწორედ ამიტომ, კითხვებით უმშვენიერეს მსახიობსა და ტელეწამყვანს დავუკავშირდით. წარმოგიდგენთ ბლიც ინტერვიუს ლელა მებურიშვილთან:

    რა დატვირთვა აქვს თქვენთვის ჩანთას?

    ვფიქრობ, ჩანთა ყველა ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი აქსესუარია. შეიძლება ბევრისთვის სრულიად წარმოუდგენელია, მაგრამ მე ხანდახან ჩანთის გარეშეც დავდივარ (რა თქმა უნდა, ძალიან იშვიათად).

    თუ ხმარობთ მაკიაჟს ყოველდღიურად და რომელ კოსმეტიკურ საშუალებებს ატარებთ ჩანთით?

    მაკიაჟს ყოველდღიურად არ ვხმარობ, აქედან გამომდინარე, არც ჩანთით ვატარებ კოსმეტიკას… თუმცა, ჩანთაში ყოველთვის მიდევს ხელის კრემი და ზეთი, განსაკუთრებით ზამთარში. ჩემთვის, ხელის მოვლა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სახის კანის მოვლა.

    როდესაც მაკიაჟი გარდაუვალია?

    დიახ, არის დღეები, როდესაც აუცილებელია მაკიაჟის გაკეთება. მე მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ვიღებები და ჩანთითაც დამაქვს მხოლოდ რუჟი და ტუჩსაცხი. ახლა მაქსიმალურად პატარა ჩანთით დავდივარ, მაქსიმალურად ცოტა შიგთავსით.

    როგორ ჩანთებს ანიჭებთ უპირატესობას?

    როდესაც გადაღებაზე მივდივარ, უპირატესობას ვანიჭებ დიდ, ტევად ჩანთებს, რადგან მიმაქვს ტანსაცმელი, კოსმეტიკა, საცხები… ყოველდღიურად კი უპირატესობას პატარა ჩანთებს ვანიჭებ, თუმცა ძალიან მომწონს საშუალო ზომის ტევადი ჩანთებიც.

    რას შეიძლება წავაწყდეთ თქვენს ყოველდღიურ ჩანთაში?

    ყოველთვის მიდევს ჩანთაში სათვალე -ზამთარშიც და ზაფხულშიც. ასევე სულ თან დამაქვს საფულე, ჰიგიენური ტუჩსაცხი, ხელის კრემი და შოკოლადი.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი