ლიკა გურიევა: „თანამედრივე მეთოდებით, საუკეთესო აპარატებითა და ორგანული პროდუქციით, ჩვენ ვქმნით ბუნებრივ სილამაზეს“

    საქართველოში სიმსივნური დაავადებების, ნაადრევი სიკვდილიანობისა და დაბერების ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ეს პრობლემები მეტწილად დაბინძურებული ჰაერითა და საკვებით არის გამოწვეული. საბედნიეროდ, სუფთა და ნატურალური პროდუქცია მსოფლიოში უკვე ყველაზე პრიორიტეტულია. სიტყვაზე „ნატურალური“ პირველი, რაც გვახსენდება საკვებია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ორგანული თავის მოვლაც. ამ თემაზე ვისთვის უნდა მიგვემართა, თუ არა ORGANIC LAB-ისთვის, რომელიც თითქმის ერთი წელია, რაც საქართველოს ბაზარზე შემოვიდა და ქართველ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას და ორგანულ პროდუქციას სთავაზობს.

    ლიკა გურიევა (Organic Lab-ის დამფუძნებელი): „თანამედროვე მსოფლიოს ტენდენციების მიხედვით, თავის მოვლის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება ორგანული მოვლაა. ხშირ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე კოსმეტიკურ საშუალებას ვყიდულობთ, ის გაჯერებულია ათასგვარი ქიმიკატებით და ასტიმულირებს კანის ძალიან ბევრ დაავადებას. კანი ძალიან სათუთი ორგანოა და ამ დროს მას საშინელ მდგომარეობაში ვაგდებთ. ორგანული პროდუქტით მუშაობა და ნატურალური მოვლა საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ჯანსაღი, ერთგვაროვანი კანი, ბუნებრივი ბრწყინვალებით. ORGANIC LAB-ი მუდამ სიახლეების ძიებაშია. მომხმარებლებს ყოველთვის ყველაზე უსაფრთხო, აქტუალურ და მოთხოვნად მომსახურებებს ვთავაზობთ. რაც მთავარია, შემოგვაქვს მხოლოდ ორიგინალი, ექსკლუზიური აპარატები და ორგანული მასალა პროცედურებისთვის. უარს ვამბობთ უხარისხო საშუალებებზე და ჩინურ აპარატებზე. ჩვენი პროცედურების შემდეგ კანი აბსოლუტურად იცვლება და მომხმარებელიც კმაყოფილი და ბედნიერია. თუმცა, მინდა ერთი რამ აღვნიშნო – არაფერი შეედრება ხელებს, აპარატები არის მხოლოდ მისი დამატება.

    მოგვიყევით თქვენი გუნდის შესახებ…

    ჩვენთან დაახლოებით 70-80 ადამიანი მუშაობს. გვყავს უძლიერესი, საუკეთესო სპეციალისტები და ეს ძალიან გვეამაყება. არიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექიმები. მათ განათლებაში კომპანიამ დიდი რესურსი ჩადო და პერიოდულად მიმდინარეობს მათი ინტენსიური გადამზადება. გარდა ამისა, პერიოდულად გვყავს მოწვეული ექიმებიც.

    რამდენად ხელმისაწვდომია ორგანული მოვლა და არის თუ არა გათვლილი თქვენი მომსახურება და ფასები ფართო სეგმენტზე?

    სხვადასხვა კატეგორიის ნატურალური კოსმეტიკა შემოგვაქვს საფრანგეთიდან, იტალიიდან, რუსეთიდან და ესპანეთიდან. გვაქვს ძვირადღირებული და ასევე, შედარებით ხელმისაწვდომი პროდუქცია. შესაბამისად, მომხმარებელს საშუალება აქვს, აირჩიოს მისთვის სასურველი ფასი. ერთი მომსახურება საშუალოდ 100 ლარი ჯდება.

    ასევე გვაქვს „კანდელას“ ბრენდის საუკეთესო ლაზერის აპარატი, რომელიც სამედიცინო აპარატად ითვლება და აქვს FDA რეკომენდაცია. საქართველოში ძალიან ბევრი უხარისხო ეპილაციის აპარატია, რაც უამრავ საფრთხეს შეიცავს. ჩვენთან მომხმარებლებს აქვთ არაჩვეულებრივი შედეგი და რაც მთავარია, უსაფრთხოების გარანტია. ხარისხიანი აპარატით ეპილაციის გაკეთება გაცილებით იაფი გამოდის, ვიდრე უხარისხო აპარატით, რადგან ჩვენთან არასასურველი თმა გაცილებით მალე ქრება, გარკვეული პერიოდის შემდეგ პროცედურებს შორის ინტერვალი იზრდება და შედეგიც გარანტირებულია.

    რა არის ჰიდროკოლონოთერაპია და რა როლლს ასრულებს წონის საკორექციოდ?

    ჰიდროკოლონოთერაპია საზღვარგარეთ ძალიან პოპულარულია, ის სილამაზის ოქროს საიდუმლოდ ითვლება. ეს არის კუჭ-ნაწლავის გამორეცხვა აპარატით. საუბარია გერმანული წარმოების „ჰენცის“ ექსლუზიურ აპარატზე, რომლის შეძენაც სხვა არსებულ ანალოგებზე ოცჯერ ძვირი დაგვიჯდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს აპარატი საქართველოში მხოლოდ ჩვენთან არის. საშუალოდ, 6 თვეში ერთხელ მაქსიმუმ 5-6 პროცედურა უნდა ჩატარდეს (ინიშნება ენდოკრინოლოგთან კონსულტაციის შემდეგ). ღრმა ნაწლავები იწმინდება შლაკებისგან და ყოველგვარი სიბინძურისგან; სასარგებლოა ასთმის, კანის პრობლემების დროს და რაც მთავარია, ვკარგავთ 3-4 კილოგრამს. ჰიდროკოლონოთერაპია არ არის მარტივი პროცედურა და შესაბამისად, ჩვენი მიზანია, მომხმარებელს ჰქონდეს ხარისხისა და უსაფრთხოების გარანტია.

    ჩვენს კლინიკაში მედიცინა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ვატარებთ შიდა კვლევებსაც. ჩვენ გვყავს ფიტნეს ნუტრიციოლოგი. ამერიკაში ეს ძალიან პოპულარული მიმართულებაა. მუდმივი მომხმარებლისთვის ეს ვიზიტები უფასოა. ჩვენი სპეციალისტი ინდივიდუალურად უდგენს პაციენტს სწორი კვების რეჟიმს, ორგანიზმის ფუნქციობის შესახებ ლექციების უტარებს პაციენტს და დეტალურად უხსნის, თუ რატომ არის საზიანო დღეს ასე პოპულარული დუკანის (ცილოვანი) დიეტა და რატომ მოიმატებენ თვითნებული დიეტის შემდეგ ორმაგს. ვისაც ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს – არ სჯერა რომ გახდება, არ აქვს ნებისყოფა ან ხელი აქვს ჩაქნეული, ჩვენი ნუტრიციოლოგი ეხმარება ბარიერების გადალახვაში. პაციენტი ჭამს ისე, რომ არ განიცდის სტრესს და ამავდროულად იკლებს. ეს მომსახურება ჩვენთან ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია.

    მოგვიყევით სახის კოსმეტოლოგიური პროცედურების შესახებ…

    სახის ორგანული მოვლა და ღრმა წმენდა თხევადი აზოტის საშუალებით ხდება. გვაქვს აზოტით სახის მოყინვის პროცედურებიც, რომელიც ძალიან შედეგიანია. არსებობს ცნობილი გამოთქმა: „იმისთვის, რომ იყო ახალგაზრდა, ნუ დაწვები დანის ქვეშ, დაწექი ყინულის ქვეშ“. სახლის პირობებშიც შეგვიძლია ყინულით შევინარჩუნოთ ლამაზი კანი – ყოველ დილას და საღამოს, გაყინული გვირილის ნაყენის კუბები რომ წავისვათ სახეზე, ძალიან კარგი შედეგი გვექნება. ჩვენთან ეს აპარატით და თხევადი აზოტით კეთდება.

    ასევე გვაქვს კარბოქსოთერაპია – ეს არის ჟანგბადის შემცველი პრეპარატის დოზირებულად დატანება სახის კანზე. პროცედურა რამდენიმე ეტაპისგან შედგება და მისი საშუალებით კანის ღრმა შრეებში დიდი რაოდენობით ჟანგბადი აღწევს. შედეგად, პროცედურის შემდეგ პაციენტს აქვს მბზინავი, ერთგვაროვანი, ბავშვივით გლუვი კანი. კარბოქსოთერაპიის ჩატარების რეკომენდებული რაოდენობა არის 5-10 პროცედურა. მას არ აქვს უკუჩვენებები, ამიტომაც მოსწონს ის ყველას.

    რაც შეეხება ინექციურ პროცედურებს, აქაც უპირატესობას ვანიჭებთ ბიო პროდუქტს. ვმუშაობთ ისეთ ბრენდებზე, როგორიც არის მაგალითად „იუვიდერმი“, „ამალიანი“ და „რეოფილი“. ბიორევიტალიზაცია, მეზოთერაპია, პლაზმოლიფტინგი და მსგავსი პროცედურები სხვა კლინიკების მსგავსად ჩვენც გვაქვს, თუმცა ჩვენი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ვიყენებთ აბსოლუტურად უსაფრთხო, ბიო პროდუქტებს. ზოგიერთი ფილერს ისე იკეთებს, რომ სახეს არ იტენიანებს, არ იწმენდს. ასეთ შემთხვევაში შედეგი მაქსიმუმ 3-4 თვეს გასტანს.

    ხშირად ამბობენ, რომ სახის გაწმენდა რეკომენდებული არ არის.

    თუ იკეთებ ზედაპირულ წმენდას აზოტით და აპარატით, სახეს არ იგლეჯ, ეს რა თქმა უნდა კარგია. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანს დიდი ზიანი შეიძლება მიაყენო. იმისათვის, რომ კანმა ისუნთქოს, აუცილებელია ფორების გასუფთავება. მხოლოდ გარეგანი პროცედურების გაკეთება არის ფუჭი შრომა, 2 დღიანი ეფექტი. როდესაც კანის ყველა უჯრედი ამოვსებულია ჭუჭყით და ცხიმით და გადავისვამთ ძვირადღირებულ ოქროს ნიღაბს, კანი იმ წუთას ზედაპირულად გაპრიალდება, თუმცა საღამოს ქვედა შრეებიდან წამოვა დაგროვილი მასა და დაახლოებით მესამე დღეს შედეგი ქრება. ამიტომ, სახის გაწმენდაში ფული არ უნდა დაგვენანოს, რადგან გაწმენდილი კანის შემთხვევაში ნებისმიერი პროცედურის შედეგი უფრო თვალსაჩინო და გრძელვადიანია. როგორც იცით, ჟანგბადი კანისთვის უმნიშვნელოვანესია და ეს ჩვენი ერთ-ერთი მიმართულებაა. გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქში ჟანგბადის ნაკლებობაა, ყველა მომხმარებელს ვასმევთ ჟანგბადის კოქტეილებს. ასევე შემოგვაქვს ჟანგბადის კაფსულები – შიგნით წვება პაციენტი და კაფსულა იკვრება ელვით. შედეგად, პაციენტი სუნთქავს სუფთა ჟანგბადს, რაც არაჩვეულებრივია ჯანმრთელობისთვის და რა თქმა უნდა, კანისთვის.

    როგორია სილამაზის სტანდარტები მსოფლიოს უახლესი ტენდენციების მიხედვით?

    საბედნიეროდ, სილამაზის სტანდარტები შეიცვალა – აღარავის მოსწონს ხელოვნური სილამაზე, გაშეშებული თვალები, გადაჭიმული კანი… ეს არის ჩვენი მიზანიც – თანამედრივე მეთოდებით, საუკეთესო აპარატებითა და ორგანული პროდუქციით ჩვენ ვქმნით ბუნებრივ სილამაზეს. როდესაც ადამიანს უყურებ, აღფრთოვანებული ხარ მისი გარეგნობით და ვერ ვხდები რა აქვს გაკეთებული, ესე იგი ის სწორად უვლის თავს. ჯერჯერობით, ჩვენ ვმუშაობთ არა მოგებაზე, არამედ იმისათვის, რომ ქართველ მომხმარებელს გავაცნოთ უმაღლესი ხარისხის მომსახურება, დავამკვიდროთ მაღალი სტანდარტები და რაც მთავარია, ორგანული, 100% ნატურალური პროდუქცია.“

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი