ესეც ჩემი მომდევნო წინასაახალწლო ბლოგ-პოსტი L’Occitane-ის კიდევ ერთი სადღესასწაულო, არაჩვეულებრივად სურნელოვანი და სასარგებლო, ლიმიტირებული კოლექციის – შიის ოქროსფერი ლატეს ხაზის შესახებ.
ამ ხაზის მთლიანი ფორმულის ბაზა აგებულია ორგანული შიის კარაქის/ზეთის/ესენციისა და კურკუმას ექსტრაქტის ძირითად შემადგენლობაზე. მთლიანი კოლექციის საოცარი სურნელების მთავარი ნოტები ფორთოხლის, მუსკატის კაკლის, ბერგამოტის ნოტებია, რომლებიც ოდნავ გადაფარავენ მეორად – კრემოვანი მუშკის, თეთრი სანდლის ხის (ჩანდანის), კურკუმას, ლატეს და მიმოზის ფაქიზ აკორდებს.
იცოდით, რომ კურკუმა ჯინჯერის ოჯახს მიკუთვნება და ფართოდ გამოიყენება კოსმეტიკასა და მედიცინაში? მისი ფხვნილი საუკეთესო ანტიოქსიდანტი, ანტისეპტიკი და ანტისტრესია. კურკუმა ორგანიზმში აქტივაციას უკეთებს „კარგი განწყობის“ ჰორმონს – სეროტონინს და ამცირებს სტრესს. ამგვარად, სწორედ კურკუმაა ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი შის ოქროს ლატეს ხაზის – სურნელოვანი, კრემოვანი, სიმყუდროვის მომნიჭებელი, არომატული და თბილი სასმელის სახელწოდების მქონე ლოქსიტან-ფორმულის, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ზამთრის საახალწლო ჯადოსნური დღეები.
მოდით, დეტალურად გავიცნოთ შიის ოქროსფერი ლატეს ხაზის თითოეული პროდუქტი და რუტინულად განვიხილოთ ისინი.
გამწმენდი ფორმულა:
შიის ოქროსფერი ლატეს შხაპის ქაფი შიისა და კურკუმას ექსტრაქტით სასიამოვნოდ წმენდს კანს, ასუფთავებს და ზამთრის მსუბუქ სურნელებას ანიჭებს. ვისაც გამწმენდ ფორმულად მსუბუქი კონსისტენციის ქაფები მოგწონთ, დარწმუნებული ვარ, ერთი მოხმარებით შეგიყვარდებათ ეს პროდუქტი.
დასაბან საშუალებად ექსტრა-მსუბუქ საპონსაც შემოგთავაზებთ ამავე ხაზიდან, რომელიც გარდა იმისა, რომ სიღრმისეულად გაწმენდს თქვენს კანს, შიის კარაქისა და კურკუმას ექსტრაქტის გავლენით შეუნარჩუნებს სრულ კომფორტს და ციტრუსისა და კრემოვანი ლატეს ჰიბრიდულ, სურნელოვან ნოტებს დატოვებს კანზე.
შიის ოქროსფერი ლატეს დატენიანების ხაზში წარმოდგენილია ხელების მოვლის ფორმულა – ხელის მსუბუქი კრემის სახით, რომლის მთავარი კომპონენტიც 5% ორგანული შიის კარაქი და კურკუმას ექსტრაქტია. ხელის ეს დამატენიანებელი მსუბუქად, დაბალანსებულად დაგიტენიანებთ კანს მთელი დღის განმავლობაში და ციტრუსებისა და სანელებლების სასიამოვნო არომატს მოგანიჭებთ. აღსანიშნავია, რომ ეს დამატენიანებელი ძალიან სასიამოვნო მოსახმარია მისი მსუბუქი კონსისტენციის გამო, რომელიც წასმისთანავე იწოვება კანში და არაჩვეულებრივი კომფორტის განცდას ტოვებს კანზე.
და კიდევ ერთი, ამ ბლოგ-პოსტის დასასრულს თქვენს ყურადღებას მივაპყრობ შიის ოქროსფერი ლატეს პატარა, ბზინვარე აბაზანის ბომბებზე, რომელიც ჩვენი წინასაახალწლო განწყობის ერთ-ერთი მთავარი, ცელქი პერსონაჟები არიან. შიისა და კურკუმას ექსტრაქტის ეს პატარა ბურთები აბაზანაში ჩაშვებისთანავე ლამაზ, ფუშფუშა ქაფად გარდაიქმნებიან და აბაზანას მსუბუქი ბზინვარებით და სარელაქსაციო, ზამთრის სურნელებით აავსებენ. თქვენ კი სხვა არაფერი დაგრჩებათ, გარდა ამ ყველაფრით სრულყოფილი ტკბობისა და განტვირთვისა.
სხეულის კანის სიღრმისეული მოვლა, ბზინვარება, სასიამოვნო სურნელი, ამაღლებული განწყობა და რელაქსი – სწორედ ასეთი ყოვლისმომცველი ზრუნვითა და ემოციებით არის შთაგონებული ლოქსიტანის შიის ოქროსფერი ლატეს ლიმიტირებული კოლექცია, რომელიც მართლაც არაჩვეულებრივი საახალწლო საჩუქარია პროვანსული ბრენდისგან თავისი ერთგული მომხმარებლების მიმართ.