ჩვენი დღევანდელი ბლოგ-პოსტი განსაკუთრებულად სურნელოვანი და არომატული იქნება.
ამჯერად ვსაუბრობთ L‘Occitane-ის თავბრუდამხვევ პარფიუმზე, სურნელებებზე, რომელშიც ადამიანები ახლიდან პოულობენ საკუთარ თავს, საკუთარ პერსონას – ლოქსიტანის პარფიუმში გაერთიანებული მომაჯადოვებელი პროვანსული ნოტებისა და კანის სურნელის ჰარმონიული შერწყმით ხაზს უსვამენ საკუთარ ინდივიდუალიზმს, განწყობით – „დიახ, ეს მე ვარ და ჩემი L’occitane-სურნელი განუმეორებელია“.
L’Occitane-ის პირველი სუნამო 1991 წელს შეიქმნა. დღეს ბრენდის პარფიუმის ხაზი უკვე 200-ზე მეტ უნიკალურ პროდუქტს მოიცავს, ქალებისა და მამაკაცებისთვის.
2015 წლიდან L’Occitane იწყებს მჭიდრო პარტნიორობას ლეგენდარულ პიერ ერმესთან – სრულყოფილი გემოების ნამდვილ ხელოვანთან. ლოქსიტანმა და ერმემ შექმნეს რვა ერთმანეთისგან განსხვავებული პარფიუმის ხაზი 86 Champs, რომელიც უთვალავი პროვანსული სურნელებებისა და ერმეს ჯადოქრული არომატების უნიკალურ ჰიბრიდს წარმოადგენს. ასე შესრულდა ორი დიდი ფრანგული სახლის კოლაბორაციის მთავარი მიზანი: შეექმნათ დახვეწილი, ინდივიდუალური და უნიკალური პროვანსული არომატები ყველანაირი ცხოვრების წესის, ხასიათის და განწყობის ადამიანისთვის. „მშვენიერების არომატი“ – სწორედ ეს ორ სიტყვიანი სლოგანი გასდევს მთავარ იდეად პარფიუმერიისა და კონდიტერიის საკულტო თანამშრომლობას.
ელეგანტური დიზაინის 86 Champs ფლაკონებში აღმოაჩენთ შავი ლიმნისა თუ ბურგუნდიული შავი მოცხარის, ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ფორთოხლისა და სხვა ციტრუსების, კორსიკული უკვდავას, ალუბლის, მწვანე ჩაის სურნელოვანი ფოთლების და სხვადასხვა ყვავილების ელეგანტურ ბუკეტებს, გაბნეულს ლოქსიტანის სხვადასხვა სუნამოში, რომელთა შორისაც ის ერთი, სპეციალურად თქვენთვის შექმნილი უნიკალური სურნელიცაა.
ახლა კი მინდა, L’Occitane- ის ჩემს ფავორიტ სუნამოზეც მოგიყვეთ. განსაკუთრებით მომწონს და მიყვარს OSMANTHUS, რომლის ერთი ფლაკონის დასამზადებლად, თურმე, ოსმანთუსის 450 ყვავილის ნექტარია საჭირო. ოსმანთუსის ყვავილების გარდა, ჩემს საყვარელ სუნამოს გარგრის ხავერდოვანი ნოტები და მსუბუქი ხის არომატები დაჰყვება შლეიფად, რომელთა გავლენითაც, სუნამოს მიპკურებისთანავე, თითქოს კიდევ უფრო ვუახლოვდები ბუნებას, შემდეგ… აუცილებლად გამეღიმება. განწყობა მსუბუქდება, ლაღდება და ჩემს ირგვლივ გარემო ლამაზ, მშვიდ ფერებს იძენს. დიახ, სწორედ ასეთ განწყობას ქმნის L’OCCITANE-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პარფიუმი, ბესტსელერი OSMANTHUS.
დასასრულისკენ, მინდა, აღვნიშნო, რომ პირადად მე ძალიან, ძალიან მომწონს L‘OCCITANE-ის სუნამოების მამაკაცების ხაზი, რომლის პროდუქციაც ხაზგასმული ინდივიდუალიზმით გამოირჩევა და სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან ხასიათითა და განწყობით. თუკი ერთი სუნამო საქმიან, მშვიდ, თავდაჯერებულ მამაკაცს მოგაგონებთ, მეორე – ლაღი, ხალისიანი, ენერგიით სავსე ახალგაზრდა კაცია, რომელიც ყვავილებით ხელში, ჩქარი ნაბიჯით მიემართება საყვარელ ქალთან შესახვედრად, მესამე – მშვიდი, მდუმარე ინტროვერტია, რომელიც L’Occitane-ის მყუდრო სურნელით იქმნის განწყობას.. ბრენდი მამაკაცის ხაზშიც არ ღალატობს მთავარ მიმართულებას – სუნამო ყველა განწყობისა და ხასიათის მამაკაცისთვის.