მარტივი რეცეპტები სასარგებლო ნიღბების მოსამზადებლად

    კანზე ზრუნვა გაცილებით მარტივი შეიძლება იყოს, ვიდრე წარმოგდგენიათ. ზოგჯერ, სულაც არ არის აუცილებელი ძვირადღირებული კრემები. გამოაღეთ მაცივარი და გადაავლეთ თვალი პროდუქტებს. მათ თქვენი კანის გაჯანსაღება შეუძლიათ.

    გთავაზობთ სახის ნიღბის რამდენიმე ვარიანტს:

    მშრალი კანისთვის

    1 ავოკადო

    2 ს/კ იოგურტი

    1 ს/კ ზეითუნის ზეთი

    1 ს/კ თაფლი

    გაატარეთ ავოკადო და შეურიეთ დანარჩენ ინგრედიენტებს. მიღებული მასა წაისვით სახეზე და რამდენიმე წუთის განმავლობაში დაიმასაჟეთ. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. თქვენი კანი გახდება გლუვი და სუფთა. რაც მთავარია, ეს ნიღაბი კარგად დაატენიანებს კანს.

     

    ნახევრად მშრალი კანისთვის

    ½ ჭიქა პაპაია

    1 ჩ/კ თაფლი

    1 კვერცხი

    ამ ნიღაბსაც იმავე პრინციპით ვამზადებთ. კარგად აურიეთ ინგრედიენტები და დაიტანეთ სახეზე. თაფლი და კვერცხი დაგეხმარებათ, რომ ნათელი და გლუვი კანი მიიღოთ. პაპაია კი მკვდარ უჯრედებს მოგაშორებთ.

     

    აკნესადმი მიდრეკილი კანისთვის

    ერთმანეთს კარგად შეურიეთ:

    1 დაბლენდერებული ბანანი

    ½ ჩ/კ სოდა

    ½ ჩ/კ  ჯანჯაფილის პუდრი

    თუ გამონაყარი გაწუხებთ, შეგიძლიათ ეს ნიღაბი რეგულარულად გამოიყენოთ. ბანანი შეიცავს A ვიტამინს, რომელიც ფორების გასუფთავებას უწყობს ხელს.

     

    გაუხეშებული კანისთვის

    ½ კიტრი

    ¼ ჭიქა რძე

    1 ს/კ თაფლი

    1 ს/ კ ყავისფერი შაქარი

    კიტრი დააბლენდერეთ რათა უკეთესად შეერიოს რძეს, შემდეგ დაუმატეთ შაქარი და თაფლი.

    ყავისფერი შაქარი აქრობს სიწითლეს და კანი მოყავს ერთ ფერში. ნიღაბს არაჩვეულებრივი არომატი აქვს, ამიტომ არ გამოტოვოთ ეს სიამოვნება. შედეგს პირველივე ცდის შემდეგ იგრძნობთ. თუ ნიღბის მოსამზადებლად ვერ მოიცლით, შეგიძლიათ კიტრი უბრალოდ გათალოთ და  სახეზე წაისვათ.

    უახლოეს დღეებში მსგავს რეცეპტებს სხვა ტიპის კანისთვისაც შემოგთავაზებთ, ასე რომ, თვალი ადევნეთ Beauty Magazine-ს. 

    ავტორი: მაკა ქოჩლაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი