მეგან მარკლმა სამეფო ტიტულით უკანასკნელად გაიბრწყინა

    დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ სამეფო ტიტულზე უარი თქვეს. იანვრიდან მოყოლებული ისინი კანადაში მშვიდი ცხოვრებით ტკბებოდნენ და არც სამეფო ღონისძიებებს ესწრებოდნენ. თუმცა, Mountbatten Music Festival-ზე მაინც მოუწიათ ჩასვლა.

    დიახ, მეგანი და ჰარი ბრიტანეთში უკანასკნელად დაესწრნენ ღონისძიებას სამეფო ტიტულით. თუმცა, ამაზე დიდი ყურადღება მეგანის ლუქმა მიიქცია. ის თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა Safiyaa -ს წითელ კაბაში. ეს იყო ელეგანტურობისა და მოულოდნელობის საუკეთესო ნაზავი, რასაც მანოლო ბლანკის წითელივე ქლათში კრავდა.

    კრიტიკოსებმა მეგქანი და ჰარი უინძორის ისტორიაში საუკეთესოდ ჩაცმულ წყვილად დაასახელეს!

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი