ნინო ლომთაძე: “თმის ცვენის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი რკინის დეფიციტია”

    რა ცვლილებები მიმდინარეობს ჩვენს ორგანიზმში ზამთრის განმავლობაში? რატომ არის ორგანიზმისთვის ასეთი რთული გაზაფხულის რეჟიმზე გადაწყობა და რატომ გამოიხატება მასში მიმდინარე ცვლილებები პირველ რიგში კანზე, თმაზე და ფრჩილებზე?

    ამ თემაზე სასაუბროდ ენდოკრინოლოგიის ეროვნული ცენტრის ექიმ-ენდოკრინოლოგს, ნინო ლომთაძეს მივმართეთ:

    რა ნეგატიური გავლენა შეიძლება მოახდინოს კანზე, თმაზე და ფრჩხილებზე ზამთრის პერიოდში განვითარებულმა ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტმა?

    ვინაიდან ზამთრის სეზონზე ხილი და ბოსტნეული ვიტამინებსა და მინერალებს არასაკმარისი რაოდენობით შეიცავს, სათანადოდ ვერ ხერხდება ორგანიზმის მომარაგება. შესაბამისად, გაზაფხულზე დიდია ავიტამინოზის რისკი. ეს უკანასკნელი ხშირად გამოვლინდება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა თმის გაძლიერებული ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა, კანის სიმშრალე, გაუხეშება ან აქერცვლა. ფრჩხილების მტვრევადობა ან ე.წ. ბოს ხაზების გაჩენა შესაძლოა დაკავშირებული იყოს ისეთი ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტთან, როგორიცაა B ჯგუფის ვიტამინები, A ვიტამინი, თუთია და კალციუმი. B ჯგუფის ვიტამინებს, D და E ვიტამინებთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი უჭირავს თმის ჯანსაღი სტრუქტურის ჩამოყალიბებაში. გარდა ამისა, აღნიშნული ვიტამინების გავლენით, თმა ნაკლებად მტვრევადი და მეტად მზინავია. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ თმის ზრდისთვის ერთ-ერთი უპირველესი ელემენტია რკინა, თმის გაძლიერებული ცვენის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი კი სწორედ რკინის დეფიციტია. ზემოაღნიშნული ვიტამინებისა და ელემენტების დეფიციტის გარდა, კანის სტრუქტურის დაზიანების შემთხვევაში, ეჭვი უნდა მივიტანოთ C ვიტამინის დეფიციტზეც, ვინაიდან ეს უკანასკნელი აუმჯობესებს კანის ფერს, ასევე მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში, რაც კანს გლუვსა და ელასტიურს ხდის.

    რომელი პროდუქტები უნდა ჩავრთოთ რაციონში წლის ამ პერიოდში?

    საჭიროა გაზაფხულზე ორგანიზმი მოვამარაგოთ ვიტამინებით, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს მხოლოდ მედიკამენტების მიღების გზით. უპირველეს ყოვლისა, უმთავრესი მნიშვნელობა ენიჭება სწორ, რაციონალურ კვების რეჟიმს: რეკომენდებულია ცილის, ცხიმის, ნახშირწყლების დოზირებულად მიღება, ასევე უმიშვნელოვანესია წყლის დღიური ნორმა. აუცილებელია დღის მანძილზე საუზმის, სადილის, ვახშმის მიღება და ორი წახემსება – ძირითად კვებებს შორის ხილის, ბოსტნეულის სახით. საუზმე უნდა იყოს ნოყიერი, შეგვიძლია ჩავრთოთ ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტები, სადილზე უპირატესობა ენიჭება ცილოვან პროდუქტებს, ვახშამი კი უმჯობესია იყოს შედარებით მსუბუქი (მაგალითად, რძის ნაწარმი, ბოსტნეულის წვნიანები, სალათები, თევზი). ასევე მნიშვნელოვანია, რომ საკვები რაციონი იყოს მაქსიმალურად მრავალფეროვანი და მასში ერთი და იგივე კერძი ხშირად არ მეორდებოდეს. უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ხილს, ბოსტნეულს, რძის ნაწარმსა და თევზს.

    როცა საკვებით ვერ უზრუნველვყოფთ საჭირო ნუტრიენტებით ორგანიზმის გამდიდრებას, როგორ შევარჩიოთ საკვები დანამატები და რა რეკომენდაცია შეგიძლიათ გასცეთ ამ მიმართულებით? როგორ აღვადგინოთ ორგანიზმში საჭირო ნივთიერებების ბალანსი?

    როგორც უკვე ავღნიშნეთ, გაზაფხულის დასაწყისში ხილი და ბოსტნეული ჯერ კიდევ ღარიბია. აქედან გამომდინარე, ადამიანის ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალების მარაგის შესაქმნელად საკვები შესაძლოა არ აღმოჩნდეს საკმარისი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს რომ გაზაფხულის დადგომისთანავე უნდა მივმართოთ აფთიაქს, მოვიმარაგოთ პოლივიტამინები და დავიწყოთ მათი მიღება. უნდა გვახსოვდეს, რომ მათი გადაჭარბებული მიღება ისეთივე ზიანის მომტანი შეიძლება იყოს, როგორც მათი დეფიციტი. ასეთ შემთხვევაში ძალიან კარგი გამოსავალია ნუტრიკოსმეტიკა “ვიადერმი,” რადგან ის აჯანსაღებს თმას, კანს და ფრჩხილებს, არ იწვევს მადის გაძლიერებას და წონის მომატებას.

    გარდა ამისა, აუცილებლია მიმართოთ სპეციალისტს, რათა სათანადო კლინიკური კვლევების საფუძველზე დადგინდეს შესაბამისი ვიტამინის ან მინერალის დეფიციტი. ამ უკანასკნელის დიაგნოსტირების შემთხვევაში კი ექიმის მიერ ინდივიდუალურად გადაწყდეს მედიკამენტის მიღების დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი