პანდემია და რევმატული დაავადებები

    კომპანია ,,არტფარმას’’ პროექტის  liveმედის ეთერში აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ექიმმა რევმატოლოგმა, ნინო ცისკარიშვილმა პანდემიასა და რევმატულ დაავადებებს შორის კავშირზე, იმუნომოდულაციის როლზე და მკურნალობის პროცესში „პლაქველინის“ გამოყენებაზე ისაუბრა.

    ახალი კორონავირუსული – Covid-19 ინფექციით გამოწვეული პანდემია ჩვენი დროის გლობალური კრიზისია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანოიზაციის მონაცემებით, რისკ  ჯგუფებში ასაკოვანი და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები მოიაზრებიან, რომელთა იმუნური სისტემის მდგრაოდბა დაბალია ვირუსთან მიმართებაში. ქრონიკული აუტოიმუნური დაავადებები, მათ შორის სახსროვანი პათოლოგიები ასევე მოისაზრება კორონავირუსული ინფექციის რისკ-ჯგუფში.

    „რევმატოლოგია და Covid-19-ით გამოწვეული ახალი კორონავირუსული ინფექცია ბევრ ასპექტში გადაიკვეთა და რამდენიმე საინტერესო მიმართულებაც გამოჩნდა. ვირუსთან ბრძოლისას იმუნომოდულაციას განსაკუთრებული როლი ენიჭება, შესაბამისად რევმატული დაავადებები, რომელიც კავშირშია იმუნური სისტემის რგოლთან კიდევ უფრო მაღალი ყურადღების ქვეშ მოექცა. პანდემიის პერიოდში, ვირუსთან ბრძოლის ერთ-ერთ აქტუალურ მიდგომად „პლაქველინის“ გამოყენება მოისაზრებოდა, რომელსაც დაახლოვებით 50 წელია  მსოფლიოს რევმატოლოგიური საზოგადოება აქტიურად იყენებს. მის დადებით მხარეებთან ერთად, ასევე ბევრი ნეგატიური ინფორმაცია გავრცელდა და ხშირად ხაზგასმით აღინიშნებოდა მისი კარდიოტოქსიური ეფექტი. მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ „პლაქველინის“  ეფექტიანობა და უსაფრთხოება მრავალი კლინიკური კვლევით არის დადასტურებული, თუმცა აუცილებელია, რომ დღიური დოზა და კურსის  ხანგრძლივობა განისაზღვრებოდეს მხოლოდ და მხოლოდ ექიმის მიერ. სამწუხაროდ, ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფმა „პლაქველინი“ ვირუსის საპრევენციო მედიკამენტად ჩათვალა და თვითნებური მიღება დაიწყო. ასევე, ზოგიერთმა პაციენტმა, რომელიც იღებდა მედიკამენტს, გავრცელებული ნეგატიური ინფორმაციის ფონზე შეწყვიტა მისი მიღება. „პლაქველინის“ როგორც თვითნებური მიღება, ასევე მკურნალობის კურსის შეწყვეტა ან დოზის კორექცია ექიმისაგან დამოკიდებლად ყოვლად დაუშვებელია!

    გამომდინარე იქედან, რომ სოციალური დისტანდიიცის პირობებში ხანგრძლივად მოგვიწია სახლში ყოფნა, ძვალ-სახსროვანი დაავადებების გამწვავების მხრივ მრავალი მაპროვოცირებელი ფაქტორი წარმოიშვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია სტრესი, დაბალი ფიზიკური აქტივობა და ჭარბი წონა. აღნიშნული ფაქტორების მატებასთან ერთად, პადამიანთა ჯგუფს რომლებსაც უკვე ჰქონდათ დადასტურებული საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები ან იმყოფებოდნენ რისკ ჯგუფში ხშირად აღენიშნებოდათ მოძრაობის შეზღუდვა, ტკივილი და დისკომფორტი სახსრებში. სწორედ ამიტო, ჯანსაღი ცხოვრების წესი, სწორად შერჩეული რაციონი (კალციუმისა და ცილის ზომიერი მიღება), მზის აბაზანების ზომიერად მიღება, მავნე ჩვევებზე უარის თქმა და ფიზიკური დატვირთვის ოპტიმიზაცია წარმოადგენს მთავარ რეკომენდაციას, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს დაავადებების გართულების რისკს. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული პაციენტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს საკუთარ ჯანმრთელობას, დროულად მოახდინოს რეაგირება და დაგეგმოს ექიმთან ვიზიტი.

    მცირე სიმპტომების არსებობის შემთხვევაშიც კი, ზუსტი დიაგნოზირება და სწორად შერჩეული სამკურნალო სქემა მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების გართულების რისკს და აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი