პატარა შავი კაბის ისტორია – “შურისძიების კაბა”

    კაბა, რომელიც პრინცესა დიანამ 1994 წელს ჩაიცვა, ისტორიაში “შურისძიების კაბის” სახელით შევიდა. ძალიან თამამი დეკოლტეთი და მუხლს ზემოთ შეხსნილი კაბით მაშინ პრინცესამ სამეფო კარის ყველანაირი პროტოკოლი დაარღვია.

    ალბათ ამას არ გააკეთებდა, რომ არა შეურისძიების სურვილ: იმ საღამოს, პრინცი ჩარლზი ნაციონალურ არხზე ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში იყო მიწვეული. მან საკმაოდ გულახდილად ილაპარაკა დიანასთან წარუმატებელი ქორწინებისა და კამილა პარკერ-ბოულზთან რომანის შესახებ.

    ლედი დიმ იცოდა ამის შესახებ და იმ დღეს გარეთ გასვლა საერთოდ არ უნდოდა. თუმცა, შემდეგ გადაიფიქრა და გადაწყვიტა ერთ-ერთ საქველმოქმედო საღამოზე წასულიყო. მან მანამდე შერჩეული Valentino-ს ლუქის ნაცვლად Christina Stambolian-ის სექსუალური კაბა მოირგო და ამაყად გამოცხადდა ღონისძიებაზე. დიანა ერთდროულად სექსუალურიც იყო და ძალიან მოდურიც. პრიცესას გამოჩენისთანავე პრესა მის კაბაზე და ამ თამამი ნაბიჯის ქვეტექსტზე ალაპარაკდა.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი